შოპინგი ანტალიაში

Guest Post by Salo

შოპინგი ანტალიაში – შეათავსეთ სასიამოვნო სასარგებლოსთან.

თავიდანვე ვიტყვი, ეს არ არის სტამბული და იაფი საქონელი. კარგად გახსოვდეთ, ეს არის კურორტი, სადაც ბევრი ტურისტი ჩამოდის, შესაბამისად ადგილობრივმა მოსახლეობამ იცის, რომ ახალი საქონლის შეძენის სურვილით აღვსებული ტურისტი ხელგაშლილია საზღვარგარეთ.

ბევრს გონია, რომ რადგან თურქეთია, ესე იგი იაფია. უფრო სწორედ, კი, სტამბულში და შესაბამისი „ტოჩკების“ ცოდნით ნამდვილად გახდით მანეკენენს ყველაფერს, სულ რაღაც 100 დოლარად (როგორ ეს ჩემმა მეგობარმა გააკეთა: შლიაპა, მაისური, პიჯაკი, ჰალსტუხი და შარვალი. ბრენდი: ჰილფიგერი და ბოსი თუ სწორად მახსოვს).

მეორე რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ თურქეთში ვაჭრობისას, ესაა თავად ვაჭრობა, შევაჭრება, ღიმილიანი წუწუნი ფასზე და ფასდაკლების ასევე ზრდილობიანი გამოძალვა. ეს წესია, ეს პატივისცემაა, ეს აუცილებელი პირობაა.

ჯადოსნური სიტყვა „sale” Continue reading

2011 წლის ტრენდები: კოპლები, კოპლები

2011 წლის საკურორტო სეზონის ერთ ერთი უმთავრესი ტრენდი კოპლებია, ალბათ ძალიან ბევრს მოგწონდათ “ლამაზ ქალში” ჯულია რობერტსის ულამაზესი კოპლებიანი კაბა. თქვენი არ ვიცი მაგრამ  ჩემი ბავშვობის საოცნებო ნივთი მართლაც იყო თავისი პაწაწუნა კოპლებიან-ბაფთიანი შლაპით …

Pretty Woman  1990 წლის ფილმია და დღეს უკვე 2011 წელს ეს ტრენდი ბრუნდება 🙂

გამოვყოფდი ასევე ბლერის ულამაზეს კაბას სერიალიდან “Gossip Girl” პარიზში რომ აცვია მუზეუმში, ეს კაბა ისე ძალიან მომეწონა, რომ რამდენიმე დღის წინ ეს სურათი ფეისბუქზე დავდე და საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა 🙂

Continue reading

BE OBSESSED

მინდა სიახლეები შევიტანო და კიდევ ერთი მიმართულება დავამკვიდრო ჩემს ბლოგზე, ეს იქნება პოსტების სერია BE OBSESSED

სათაური ოდნავ გადაკეთებული ვერსიაა ინ სტაილის რუბრიკის

მაშ ასე რამდენიმე ნივთი TO BE OBSESSED

1.  Prada Postcards Sunglasses

2.  Dior  –  Shanghai Lady Dior Bag

3. Bruno Frisoni Knee-High Sandals

Continue reading

SUMMER ACCESSORIES 2010

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ჟურნალი IN STYLE და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოსტის წყაროდ შემიძლია გამოვიყენო

ზაფხული უკვე “в самом разгаре ” როგორც რუსები ამბობენ, ქალაქში უკვე უამრავი გარუჯული სხეული დადის. სამშაბათს შუადღეზე კუს ტბაზე ვიყავი ასული საქმიანი შეხვედრა მქონდა და უამრავ “მოზაგრავე” ადამიანს გადავეყარე.  ძალიან მენატრება დღის ცხოვრება, აი ვერ წარმოიდგენთ რა ძალიან მაგრად. საღამოობით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მითუმეტეს ახლა როცა ვიკი დასასვენებლადაა, მაგრამ დღისით სამწუხაროდ 10-19 საათებში გამოკეტილი ვარ ჩემს ციხე სიმაგრეში და ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ.

ოთხშაბათს საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი, საკმაოდ დიდი წვეულება იყო და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ქატქათა ვიყავი და თეთრად ვანათებდი ამდენ გარუჯულ სხეულს შორის.

მოკლედ გარუჯვა მენატრება, აუზი და კიდევ ერთხელ ზაფხულის დღის ცხოვრება, ცურვა, ცივი ხილის კოქტეილები, საცურაო კოსტუმების გამარიაჟება :დ (თუმცა ამ წუთას ერთიც კი არ გამაჩნია 🙁 ) და წყლის სასრიალოები.

დიდი “შურით” ვკითხულობ ხოლმე ფორუმებზე და ფეისბუქზე აუზზენამყოფი ან აუზზემიმავალი ხალხის სტატუსებს და ველოდები ჩემს დროს 🙂

მანამდე კი სანამ თეთრი და ციხეში გამომწყვდეული ვარ – დავწერ 2010 წლის ზფხულის აქსესუარების შესახებ, ჟურნალ IN STYLE-ს მიხედვით

1. შლაპა,

რომელიც მე უკვე ვიყიდე, ულამაზესია, თუმცა უფრო კლასიკური ვიდრე ვთქვათ საპლაჟედ შეიძლება გამოიყენო ადამიანმა

2. საზაფხულო ფეხსაცმელი ახალი კოლექციებიდან

ჟურნალში 27 ვერსია არის მოცემული, მე მხოლოდ რამდენიმე ავარჩიე

Diane von Furstenberg

Continue reading