Screenshot 2019-07-18 12.53.16

The Beauty Bag

რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.

არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.

ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.

  1. AHAVA Deadsea water mineral hand cream!

დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

რა ვაჩუქო?

Christmas-Decoration-Ideas-3რა ჩავიცვა, სად წავიდე? და რა ვჭამო?-ს შემდეგ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კიდევ ერთი უუუაქტუალურესი კითხვა ჩნდება:

რა ვაჩუქო? 

არადა ყოველდღიურად იმდენი შემოთავაზება მოდის  სმს, მეილი და სხვა საკომუნიკაციო არხებით – რომ ცოტა არ იყოს ვიბნევით და უფრო გვიჭირს არჩევანის გაკეთება.

ამიტომაც გადავწყვიტე რომ ბავშვების გარდა ყველას საჩუქარი “ოფისიდან გაუსვლელად” თანაც განახევრებულ ფასებში შევუძინო და ასეც მოვიქეცი.

ესეც სარეკლამო პოსტია, უფრალოდ ბევად უფრო პასუხობს თქვენს და თქვენი საჩუქრის ადრესატის საჭიროებებს ვიდრე მოსული შემოთავაზებების ალბათ 70%.

ის რაც ყველას სჭირდება: Continue reading

Smell Like Summer

დამეთანხმებით, არაფერი სჯობს კარგად დატენიანებულ და სურნელოვან კანს.

დატენიანებაზე უამრავი პოსტი მაქვს დაწერილი, ამიტომ დღეს მინდა მოგიყვეთ პროდუქციის შესახებ რომლებიც საოცრად სურნელოვანს გახდის თქვენს კანს მთელი დღის განმავლობაში.

დარწმუნებული ვარ, რომ დღესდღეისობით შხაპის შემდეგ ყველანი იყენებთ ტანის კრემებს ან ზეთებს.

მაგრამ ამ პოსტში მე გირჩევთ სხეულის სხვადასხვა ნაწილის გელებსა და სხვა მოვლის საშუალებებს, რომლებიც საოცარ სურნელს მიანიჭებს თქვენს კანს და ძლებს საკმაოდ დიდხანს. Continue reading

10 cheap but very good beauty products

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე.

მართალია ყველა სიახლეს ფეისბუქის ფეიჯზე გაცნობთ ხოლმე და რეკომენდაციებს ვუწევ, მაგრამ მინდა აქაც დავწერო რიგი ძალიან კარგი და შედარებით ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი თავის მოვლის საშუალებების შესახებ.

ამ პოსტში დავწერ 10 პროდუქტზე რომელთა ფასი არ აღემატება 20$–ს და რომელთა ყიდვაც შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიებში განსაკუთრებით კი ამაზონზე. Continue reading