Posts Tagged ‘ავატარი’
ხო, ეს ისე
შაბათს ღამე მე და დიმა ბამბა რუმსში ვიყავით და იქ გაჟღერდა, ვალენტინობა იყო და მაგიტომ.
იმდენი ხალხი იყო რომ ტევა არ იყო, წაგვლეკეს მე და დიმა, გადაგვლეკეს
გარეთ იმხელა რიგი იდგა რომ გავიყინე სანამ ჩემი რიგი მოვიდოდა. ბოლოს შევაღწიეთ და ვერსად ვერ დავჯექით, ყველა ადგილი დაკავებული იყო
მაგრად გამისწორდა საპნის ბუშტები, ჭერიდან იფრქვეოდა ხოლმე შიგადაშიგ, ეგრევე ვიფიქრე ვიკიკოს უნდა ვუყიდო მეთქი. მერე კიდევ ამური გოგონა მომეწონა, შუა ოთახში ამაღლებულზე იდგა და ისრებს ისროდა, და კიდევ go go dancer-ები, ძალიან მომწონს ხოლმე ეს გოგოები, მაგრად უხდებიან კლუბს, აი საოცრად, მართალია ბამბაში საკმაოდ პატარა ადგილია მათთვის მაგრამ მაინც…


