Posts Tagged ‘ბატონ-ყმობა’
ხვალიდან ვხდები 40 კვირის, საინტერესოა როდის იკადრებს ქალბატონი გამობრძანებას
საერთოდ ყველაფერი ვიყიდე და ყველაფრამდე ვარ მზად
ჩანთა ჩალაგებული ბოლომდე
დაჟე ფული და საბუთებიც უკვე დევს
საწოლი აწყობილი
“კალიასკა” აწყობილი
უბორკა სახლშიც და დედიკოს სხეულშიც ბოლომდე ჩატარებული
აი რაღა ვაკეთო აღარ ვიცი

************
ეს დღეები კიდევ საქმეებში გადავატარე, ხან ლოგინის აწყობაო, ხან სახლის ლაგებაო, ბაიას ტანსაცმელების გარეცხვა, ცანთის ცალაგება სამშობიაროსთვის, ორთოპედული მატრასის ძებნა და ყიდვა. მერე ჩემს თავსაც მივხედე, გადავიხალისე მანიკურ -პედიკურები და ეხლა ისღა დამრჩენია ვიჯდე და ველოდო.

**************
ხოდა მოკლედ მოვაბი თავი რა მინდოდა მომეყოლა პირველ სამშობიაროზე
ის რომ ადამიანები სოციალურ ფენებად იყვნენ, არიან და იქნებიან დაყოფილი, ეს ვერც ერთმა წყობილებამ ვერ შეცვალა. მართალია აღარ არის ბატონ-ყმობა, აღარ არის თავად-აზნაურობა და ასე შემდეგ რეჟიმები. მაგრამ დღესაც ადამიანები ფენებად იყოფიან შემოსავლების მიხედვით.
პატარა დაყოფას მოვახდებ კონკრეტულად იმ თემის ირგვლივ რომელზეც მინდა დავწერო:
1. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის საკუთარ კლინიკას ააშენებენ და მსოფლიოს ყველაზე საუკეტესო ექიმებს მოიწვევენ.
2. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის გაიკითხავენ დედამიწის ნებისმიერ წერტილში რომელია ყველაზე საუკეთესო სამშობიარო და უცებ იქ გადააფრენენ თავის მეუღლეს.
3.არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის თავისივე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია ჩაიყვანონ მეუღლე საუკეთესო-პრესტიჟულ სამშობიაროში და მოუწყონ საუკეთესო პირობები.
4.არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის უბრალოდ აარჩევენ ყველაზე უსაფრთხო სამშობიაროს, რომელზეც ყველაზე მეტი კარგი თქმულა და შეუძლიათ იქ აურჩიონ მომსახურების ყველაზე საუკეთესო პაკეთი, ლუქსი ან VIP პალატებით და ასე შემდეგ.
5. არსებობენ ადამიანები რომლებსაც იმდენი შემოსავალი აქვთ რომ, ცოლის მშობიარობისათვის არ შეუძლია საუკეთესო სამშობიაროს არცევა და ირჩევს უბრალოდ შედარებით სანდოს და ყველაზე დაბალფასიან მომსახურების პაკეტს.
6. და ბოლოს არსებობენ ადამიანები რომლებსაც ცხოვრებაში უდგათ ისეთი პერიოდი როდესაც საერთოდ შემოსავალი არ აქვთ და იძულებული არიან ცოლის მშობიარობისათვის აირჩიონ ეგრეთ წოდებული უფასო პაკეტები რომლებიც 400-500 ლარი მაინც ჯდება.
სწორედ ამ ბოლო პუნქტის შესაძლებლობის ადამიანებს მიეკუთვნებიან ჩემი ისტორიის გმირები, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კახა და მედო.
სანამ ცოლს მოიყვანდა კახას მშვენიერი სამსახური ქონდა, ნორმალური ხელფასი და დედიკოს და მამიკოს ხარჯზე არ მოუყვანია თავისი უსაყვარლესი ადამიანი ცოლად. მაგრამ მერე დაიწყო ეს საშინელი კრიზისი და უეცრად მაშინ როდესავ მედო მხოლოდ 4 თვის ფეხმძიმე იყო კახამ სამსახური დაკარგა. თან დაკარგა ისე რომ არანაირი თანხა არ ქონდა გადანახული სამომავლოდ.
არადა ისინი რაიონში ცხოვრობენ, სადაც ახალი სამსახურის ძებნა საოცრად ძნელია და თითქმის შეუძლებელი ამ პერიოდში.
ნუ ერთადერთი იმედი ამ დროს კახას მამა იყო რომელიც ერთ ერთ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობდა და ამ კომპანიაში არ მოხდა კადრების დათხოვნა, ხოდა ამათმაც გადაწყვიტეს ჩამოეყვანათ მედო თბილისში რატა ემშობიარა პირველი სამშობიაროს უფასო განყოფილებაში, სადაც მიუხედავად იმისა რომ უფასოა 470 ლარს იხდი
.
უფასოა ხო? 470 ლარი ზოგიერთისთვის ხელფასზე მეტიცაა ამ პერიოდში.
მოკლედ ერთ მშვენიერ დილას, წინა კვირას მედოს უთენია ასტკივდა მუცელი და წაიყვანეს სამშობიაროში, ნუ აიყვანეს ბლოკში და მორჩა – არავის აღარ უშვებენ. არადა ჯერ მშობიარობამდე ადრეა, და ექიმებიც ნორმალურად არც კი სცემენ ხმას საწყალ დამფრთხალ გოგოს, რომლისთვისაც ეს პირველი შვილია და გონზე არაა რა უნდა ქნას.
უკვე 4-5 საათი იყო გასული რაც მედო შეიყვანეს და თავის ქმარს ტელეფონით უთხრა რომ, ექიმები მეუბნებიან ბავშვი არ არის ამოტრიალებულიო და შეიძლება საკეისრო დაგჭირდესო 2 საათში თუ არ ამოტრიალდებაო. არადა ამ დროს ეხოსკოპიაზე რომელიც წინა კვირაში გაიკეთა სერგო მათათაშვილთან, ბავშვი მშვენივრად იყო ამოტრიალებული და მზადაც იყო ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის. და ბატონი სერგოს პროფესიონალიზმში კიდე იმედია ეჭვი არავის ეპარება.
მოკლედ ავიდა ზევით კახას დედა, დაიწყო მოლაპარაკებები მსინაგ ექიმებთან, რომლებმაც ეგრევე თანხა დაუსახელეს რომ საკეისროს შემთხვევასი გადასახადი იქნებოდა 470 ლარი კი არა არამედ 1100 ლარი, რა უნდა ექნა საწყალ ქალს, დათანხმდა
6ის ნახევარზე მედოს უკვე სამშობიარო ტკივილები დაეწყო, ამ დროს ბალეშიკებიდან 2 ადამიანი აიპარა ზევით ამბების გასარკვევად. თანაც ორივე საკმაოდ თამამი და ისეთი ადამიანი, ბოლომდე რო მიყავთ ხოლმე ნებისმიერი სირთულის საქმე. მოკლედ მათ ცამოიტანეს ამბავი რომ ბავშვი ამოტრიალდა როგორც ექიმები ამბობენო (საინტერესოა საერთოდ იყო კი პირიქით ამოტრიალებული, თუ ესეც ნიადაგის მოსასინჯად იკითხეს ფულის დამატებას თუ შეძლებენო) და სავარაუდოდ 2- 3 საათში გაჩნდება ფიზიოლოგიურადო.
მშობიარობა აშკარად უკეთ წარიმარტა, მედომ საბოლოოდ დაურეკა კახას და კი ეწუწუნა აქ ეს ექიმები რაღაცეებს ჩურჩულებენ და მაგრად მაშინებენო, და მალევე ტელეფონი გამოართვევინეს.
10ის ნახევარზე ბაია გაჩნდა, მთელი დღის წვალებისა და ტკივილების შემდეგ, მშვენიერი 3800 გრამიანი ცისფერთვალება ქეთევანი.

ამ დროს კახას დედა და ხატია (ცემი და ზევით იმყოფებოდნენ), ჯერ არ ჩამოუშვეს ქვემოთ სანამ არ დაიბარეს ექიმთან და არ მოსთხოვეს 200 ლარი თანხის დამატება – სუპერ ნაგლობა.
ხატიამ უცებ გაჭედა – მე საგადასახადოსი ვმუსაობო, დაწერეთ ყველაფერი რაც ოფიციალურად არის გადასახდელი და მხოლოდ იმას გადავიხდით და არც ერთი თეთრით მეტსო, თორე კარგი დღე არ დაგადგებათო. მანდ ეგ საუბარი თანხის დამატებაზე მოკვდა. მაგრამ ექიმმა რომელმაც ამშობიარა მედო, მაინც მოითხოვა დამატებით 100 ლარი, რომელიც გადაიხადეს. გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ცოტა დაისვენა და ტელეფონი ცაართვევინეს, მედო კახას ურეკავს და ეუბნება, კახა გთხოვ ფული შემომაწოდე აქ მყოფი ბებიაქალები ფულებს მთხოვენო.
წარმოგიდგენიათ? !!!!!!!!!!!!!!!!
ახალნამშობიარები ადამიანი, 15-16 საათიანი ტკივილების მერე, იმის თავიც რომ არ გაქვს ბაიას დახედო ნორმალურად, ჩახევებით და ნაკეტებით რომ ხარ და ეს სვავი უსინდისო ბებიაქალები რომ თავზე გადგანან მიქელ-გაბრიელივით და ფულს რო გთხოვენ ასე ნაგლად.
არ ვიცი მე რო ვყოფილიყავი ალბათ უკანასკნელ ძალებს მოვიკრეფდი და ერთ ერთს მაინც რაღაცას გადავალეწავდი თავზე ასე უსინდისოდ ფულის მოთხოვნისათვის.
* * * * * * * * * * * * * * * *
არც კი ვიცი ამ თემის რეზუმედ რა დავწერო, დანარჩენი თქვენთვის მომინდია კომენტარებში.
ერთადერთი საშინელება ისაა რომ მეც უკვე დღე დღეზე ველოდები მშობიარობას და საინტერესოა ჯანმრთელობის სახლშიც ხომ არ ხდება მსგავსი რამეები?


