Posts Tagged ‘ბლითები’

დავივიწყე ჩემი ბლოგი :(

კი არ დავივიწყე უფრო სწორად სულ მახსოვს, უბრალოდ დრო არ მაქვს იმდენი რომ მოვიკრიბო მუზები, დავჯდე და დავწერო
ეხლა ბავშვი დავაძინე აივანზე კალიასკაში, დიმა გონკებს თამაშობს, ყველა ნაჭამია… და ცოტა დრო მაქვს რომ რაღაცა დავწერო
მაგრამ იმდენად ცოტა რომ ვერც ლავ სტორის გავაგრძელებ და ვერც რამე საინტერესოს დავწერ.

ეს დღეები სულ ჩემი ბავშვით ვიყავი დაკავებული რადგან 9ის ნახევრამდე სულ მარტოები ვართ ხოლმე
ვიკი ხელში ყოფნას მიმიჩვიეს და ეხლა თუ არ ძინავს მაშინ სულ დედიკოს ხელებშია და თუ რამე მაქვს გასაკეთებელი ცალი ხელით ვაკეთებ ხოლმე.
ამ დღეების მანძილზე ბავშვი როგორც კი იძინებდა მაშინვე მამა.რუ_ზე ან სადმე უცხოურ საიტებზე დავძრომიალობდი ხოლმე და ძალიან ბევრი ეფექტური ინფორმაცია ვიპოვე ბავშვების შესახებ. მეც ნელნელა ვიყენებ ყველაფერ ამას პრაქტიკაში.
ეს დღეები ბავშვის გარდა რემონტის საქმეებითაც ვართ დაკავებული მე და დიმა. ჯერ სახურავის ხელოსანს ვეძებდით მთელი ერთი კვირა, დიმა მოვიდოდა მერე ისევ წასასვლელი იყო რო მორიგი ხელოსნისთვის ეჩვენებინა სახურავი. დაზიანებულია და მაგარი წვიმისას წყალი ჟონავს ხოლმე. ნუ ძლივს ვიპოვეთ შედარებით გამოცდილი რომელმაც დამაჯერებლად გველაპარაკა და გაგიკეთებთო გვითხრა, სადღაც 1700-1800 ლარი ჯდება :(
ხვალ უნდა დაველაპარაკოთ როდიდან დაიწყებს.
მერე შიდა რემონტს დავიწყებთ, ვერაფრით ვერ მოვიფიქრე დიდი ოთახის კედლები რა ფერი უნდა იყოს, პირველად ცხოვრებაში ფანტაზია მღალატობს. იქნებ დამეხმაროთ. განათებები (ჭაღი, ტორშერი, ნაჩნიკი) და ავეჯიო გვაქვს ხისფერი, დივან კრესლოები მინდა ვიყიდო სალათისფერი, ან ლურჯი (უფრო სალათისფერი), თავიდან კედლებიც მინდოდა სალათისფერი, ეხლა კიდე ვერ აღვიქვავ როგორი უნდა იყოს. გუშინ ელიავაზე ვიბოდიალეთ ვარცევდით რაღაცეებს. კარებებიც ვნახეთ. მოკლედ ერთ ორომტრიალში ვართ.
გუშინ ვიკის მანქანის სავარძელი ვუყიდეთ DSC03665

და მერე ზოოპარკში წავიყვანეთ მე და დიმამ. მაგრად გრილოდა გაგვისწორდა მაგრად, ბლითებიც მივირთვით იქვე გამომცხვარი და ძაან კმაყოფილები წამოვედით.

 

 

 

 

 

 

 

ვიკის ისე სასაცილოდ ეძინა მამიკოს ხელებში რო მთელი ზოოპარკი ჩვენ გვიყურებდა.

DSC03674
შაბათ-კვირა განსაკუთრებით მიყვარს დიმა რომ არის სახლში, უფრო საინტერესოდ და ხალისიანად გადის დრო.
ეხლა რადგან უკვე სავარძელი გვაქვს ეხლა შემეძლება მარტოც ვატარო ბაია, თუმცა აგვისტოში მგონი მაინც არსად მექნება წასასვლელი :D ყველა დასასვენებლად წავა.

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031