Posts Tagged ‘ბლოგერული პიკნიკი’

   გუშინ ანუკასთან  (ქენდი) ბლოგერი გოგონების შეკრება იყო დაგეგმილი, რომელზეც სამწუხაროდ ვერ მივდიოდი. რადგან სამსახურის მერე კრეატივ გრუპის რაღაც ივენთზე მივდიოდი ფიფლს_ში. ხოდა ძალიან დამწყდა გული ეს ორი ივენთი რომ დაემთხვა ერთმანეთს. არადა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვგეგმავდით ამ შეხვედრას.

   ერთადერთი რაც ვქენი ეს იყო, რომ იმედი დავიტოვე რომ მაინც მოვხვდებოდი ან ჰოუმ ფართიზე და ანუკას მობილურის ნომერი გამოვართვი. საღამოს სამსახურის მერე დიმას გავუარე და წავედით ფიფლსში.

  OMG !!!  ეს იყო მორიგი ქართული მარაზმი, მორიგი უშინაარსო და ვერ მიხვდები ვიზე და რაზე გათვლილი ღონისძიება. მსუბუქი ფურშეტიო ეწერა მოსაწვევში, როგორც კი გაიხსნა ღონისძიება და გამომსვლელმა გოგონ რაღაცა სფიჩი წარმოთქვა, რომელიც საერთოდ არ ისმოდა, იმიტომ რომ თავად რესტორანში კი არა მის ეზოში მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, თანაც მიკროფონი არ ქონდა. ამის მერე დამსწრე საზოგადოება ეცა ფურშეტის მაგიდას და რამდენიმე წუთში ალბათ გაანადგურეს კიდეს. მე და დიმამ ღვინო მოვყლუპეთ და ეგრევე წამოვედით. რადგან ვიცოდი რომ ძიძა გვიანამდე მყავდა დატოვებული და სახლში არ მეჩქარებოდა, გადავწყვიტე ანუკასთან ავსულიყავი.

 candysays       დავურეკე, ავახსნევინე მისამართი, მიუხედავად ჩემი ზირო ორიენტაციისა კორპუსს უცებ მივაგენი, მაგრამ სადარბაზოში შევცდი და სხვა სადარბაზოში ამოვყავი თავი. თან მე8 სართულზე ცხოვრობს და ლიფტი 5 ან 10 თეთრი ღირს, რომელიც მე არ მქონდა. მაგრამ ანუკას კეთილმა მეზობელმა ლიფტში დამპატიჟა და დაჟე ერთი ცალი 10 თეთრიანი მაჩუქა კიდეც უკან ჩამოსასვლელი. თან ისეთი კეთილი და მზრუნველი თვალებით მიყურებდა რო უარიც ვერ ვუთხარი.

   მოკლედ როგორც იქნა ავაღწიე ანუკასთან, სადაც ძალიან სასიამოვნო სიტუაცია დამხვდა, საოცარი სითბო, საყვარელი გოგონები, ტიფანის მაგიდის სანათი ანათებდა მხოლოდ ოთახს, წითელი ღვინო, ყავის სურნელი, ლიმნიანი ნამცხვარი – უგემრიელესი და ცოტათი ტკბილი, როგორებზეც ვაფანატებ და ოდნავ სიგარეტის სუნი, რაზეც ვგიჯდები ასევე. მიყვარს სულ ცოტათი სიგარეტის სუნი რომ იგრძნობა ხოლმე.

   მივედი, მალევე მოვშინაურდი და გავიცანი გოგოები : სვითის მანამდეც ვიცნობდი, ნათია – რომლის ბლოგიც შემთხვევით აღმოვაჩინე გუშინ და შესაბამისად გუშინ პირველად ვკითხულობდი და რაღაც საოცარი დამთხვევასავით გამოვიდა.ნინო – იგივე ბაბისა , რომელსაც თურმე ადრეც ვიცნობდი, რუსთავიდან და თურმე საერთოდ არ მახსოვდა გარეგნულად (მე მაპატიე უყურადღებობა), მაგრამ ერ საერთო ნაცნობს სულ ვეკითხებოდი ხოლმე მის შესახევ, და ძალიან გამიხარდა აქ რომ აღმოჩნდა. ნატალია, რომელმაც გამოგვიცხო ეს უგემრიელესი ლიმნის ნამცხვარი და რომელიც, უნდა აღვნიშნო რომ ბლოგზე უფრო აქტიურია ვიდრე ცხოვრებაში :) , ძალიან ცოტას ლაპარაკობდა. ქეთი, რომლის ნიკიც კეით ფორ იუ-ს უნდა ნიშნავდეს როგორც მივხვდი :) , რომელიც საოცრად მეცნობოდა და დღემდე ვერ გავიხსენე საიდან და ბოლოს ნასტასია, რომლის ბლოგიც იმედია სწორად ჩავსვი, თუ არადა გამოსწორე და ბოდიშს მოგიხდი წინასწარ.

  დიდი მადლობა ანუკას ძალიან საყვარელი, ლამაზი და გემრიელი საღამოსათვის. დიდი მადლობა თითოეულ იქ მყოფს რომ იყვნენ და რომ ყველა თავისებურად უფრო საინტერესოს ხდიდა საღამოს. მოკლედ ძალიან ვისიამოვნე და სამწუხაროდ ყველაზე ადრე წამოვედი ვიკიკოს გამო, ძიძა უნდა გამეშვა სახლში.

     ხოდა რადგან მოგვეწონა ერთად ყოფნა და გოგოშკური და არა მხოლოდ გოგოშკური საუბრები, გადავწყვიტეთ რომ უფრო ხშირად შევხვდეთ ხოლმე. ხოლო გაზაფხულზე ვაპირებ ერთ თბილი მზიან დღეს ბლოგერული პიკნიკის ორგანიზება გავაკეთო…

         სახლში რომ მოვედი აქაც სიურპრიზი დამხვდა, ჩემმა დამ რომელიც დიდი ქორეოგრაფი და დიდი მოცეკვავეა – ვიკიკოს ტაშის დაკვრა და ხელებით ცეკვა ასწავლა. ვაიმე ისეთი საყვარელი იყო კინაღამ გადავსანსლე.

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
September 2010
M T W T F S S
« Aug    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930