Posts Tagged ‘გარუჯვა კუს ტბაზე’
ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ჟურნალი IN STYLE და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოსტის წყაროდ შემიძლია გამოვიყენო
ზაფხული უკვე “в самом разгаре ” როგორც რუსები ამბობენ, ქალაქში უკვე უამრავი გარუჯული სხეული დადის. სამშაბათს შუადღეზე კუს ტბაზე ვიყავი ასული საქმიანი შეხვედრა მქონდა და უამრავ “მოზაგრავე” ადამიანს გადავეყარე. ძალიან მენატრება დღის ცხოვრება, აი ვერ წარმოიდგენთ რა ძალიან მაგრად. საღამოობით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მითუმეტეს ახლა როცა ვიკი დასასვენებლადაა, მაგრამ დღისით სამწუხაროდ 10-19 საათებში გამოკეტილი ვარ ჩემს ციხე სიმაგრეში და ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ.
ოთხშაბათს საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი, საკმაოდ დიდი წვეულება იყო და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ქატქათა ვიყავი და თეთრად ვანათებდი ამდენ გარუჯულ სხეულს შორის.
მოკლედ გარუჯვა მენატრება, აუზი და კიდევ ერთხელ ზაფხულის დღის ცხოვრება, ცურვა, ცივი ხილის კოქტეილები, საცურაო კოსტუმების გამარიაჟება :დ (თუმცა ამ წუთას ერთიც კი არ გამაჩნია
) და წყლის სასრიალოები.
დიდი “შურით” ვკითხულობ ხოლმე ფორუმებზე და ფეისბუქზე აუზზენამყოფი ან აუზზემიმავალი ხალხის სტატუსებს და ველოდები ჩემს დროს
მანამდე კი სანამ თეთრი და ციხეში გამომწყვდეული ვარ – დავწერ 2010 წლის ზფხულის აქსესუარების შესახებ, ჟურნალ IN STYLE-ს მიხედვით
1. შლაპა,
რომელიც მე უკვე ვიყიდე, ულამაზესია, თუმცა უფრო კლასიკური ვიდრე ვთქვათ საპლაჟედ შეიძლება გამოიყენო ადამიანმა

2. საზაფხულო ფეხსაცმელი ახალი კოლექციებიდან
ჟურნალში 27 ვერსია არის მოცემული, მე მხოლოდ რამდენიმე ავარჩიე
Diane von Furstenberg



