Posts Tagged ‘ზედმეტი კილოგრამები’
სოფიას თხოვნით ვწერ თემას დიეტებზე.
ჩემი პირველი რჩევა და მოწოდება:
დიეტა არის საშინელება, ანგრევს ორგანიზმს, ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის კარგად და დაწყობილად მუშაობას, ანადგურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და იწვევს შემდეგ უფრო გასუქებას.

მთელი ცხოვრება ვცეკვავდი, ვვარჯიშობდი, ვიყავი ზალიან აქტიური ბავშვი, მიყვარდა ტანვარჯიში და შესაბამისად ყოველთვის ვიყავი ნორმალურ ფორმაში ვიდრე 11 კლასამდე.
11 კლასში დამეწყო აბიტურიენტობის პერიოდი, ძალიან მინდოდა დიპლომატიურზე ჩაბარება სადაც იმ წელს საკმაოდ დიდი კონკურსი იყო.
ნუ რადგან ჩაწყობის ტიპაჟი მე არ ვიყავი, “დედიკო - მამიკო მომაწყვეთ უმაღლესში”- როჟა არასოდეს ვყოფილვარ, ამიტომ უნდა მემეცადინა ძალიან ბევრი
პლუს ამას ფასიანზე მოხვედრას ჩვენი ოჯახის მაშინდელი შემოსავლები ვერ გაქაჩავდა და ამიტომ დღე და ღამე ვმეცადინეობდი. გადავბარგდი ცემი ტანსაცმელებიანად და წიგნებიანად ბებო-ბაბუსთან და სიწყნარეში და იდილიაში გამთენიამდე ვიჯექი და ვმეცადინეობდი ხოლმე.
ნუ ბებია – ბაბუა რა როჟები არიან ყველამ იცით, თავს მევლებოდნენ, დღეში 10ჯერ მკვებავდნენ, უამრავ ტკბილეულს და შოკოლადებს მაჭმევდნენ, ტვინს ჭირდება უკეთესი დამახსოვრებისთვისო.
ხოდა მოვიდა ზაფხულიც, “უმაღლესში” ჩავაბარე უმაღლესი ქულებით, მშობლები და ბებია ბაბუა ამაყობდნენ ჩემით, მე კიდე სარკეში ჩახედვის მეშინოდა.
თითქმის მრგვალ, “ლოყებიან” მასად ვიყავი გადაქცეული.


