Posts Tagged ‘მანქანა’
ვაპირებ გამოვაცხო პოსტი აქსესუარებზე, თუმცა როდის მექნება დრო არ ვიცი
როგორც ფეისბუქზე დავწერე გუშინ ვიყავი პროკრედიტის 10 წლის იუბილეზე, ხოდა ძაან უკმაყოფილო წამოვედი რადგან ვიყავი მარტო, სამწუხაროდ მოსწვევები იყო 1 კაციანი. ხოდა წითელი ღვინით და სიგარეტით ხელში ვიდექი რედისონის ვერანდაზე და ვტკბებოდი ქართული ამაოებით.
პ ატარა მაგიდებზე უხვად ეწყო შოკოლადები წარწერით პროკრედიტბანკი 10 წლისაა, და სტუმრები (ქართველები) მუჭებით იღებდნენ და ჩანთებში იყრიდნენ ამ შოკოლადებს ![]()
ამაზრზენი სანახაობა იყო …
ზატო ძალიან პრიკოლი იყო ჩემი პარკინგის ისტორია ![]()
მოკლედ 7საათზე გამოპრანჭული, ქუსლოჩკებზე და ამოდეკოლტეებული მივადექი რესპუბლიკის მოედანს იმ იმედით რომ სადმე მანქანას გავაჩერებდი. მაგრამ ამხანაგმა სტაიანშიკმა გადამიწურა იმედები, არსად ადგილები აღარ არის და მანქანას ვერ გააჩერებ მთელს მოედანზეო. ოოლალააა, ვფიქრობ, ნუ განვაგრძე გზა პეროვისკენ, მეთქი სადმეე ხო მაინც გავაჩერებ და უცებ დავინახე ადგილი, სადაც ჩემი მანქანა უპრობლემოდ ჩაეტეოდა, მაგრამ პრობლემა ის იყო რომ ბაიკერების სასტავი აბირჟავებდა სავარაუდოდ ფანებთან ერთად
ნუ ეხლა დიდი სიმორცხვით და დაბნეულობით არასოდეს არ გამოვირჩეოდი, ხოდა გავაჩერე მანქანა და ვათვალიერებ, უცებ მათ შორის ნიკუშა გავშითე, შოთის მეგობარი რომელიც კაკრას 2იოდე დღის წინ გავიცანი ვულკანიზაციაში ![]()
მოკლედ არ გადმოვედი მანქანიდან და ხელების ქნევით ვეძახი ამ ნიკუშას. მოვიდნენ 2ნი რომლებიც სავარაუდოდ ფანები იყვნენ, მეთქი ნიკუშას დაუძახეთ, სასტავი გაოგნებული მიყურებს, არავინ არ მიცნობს, ნიკუშაც ვერ მცნობს, რაგან ვყევარ ნანახი კეტებში, აწეული კიკინით, უმაკიაჟოდ, ეხლა კიდე ძაან დავარცხნილი თმებით, მაკიაჟით და კაბით იჩითება ვიღაც გოგო მტვრიანი ბეემვეთი და რაღაცას მოითხოვს. ძაან პრიკოლი იყო
მოკლედ როგორც იქნა აწია ნიკუშამ ტაკო თავისი ბაიკიდან და მოვიდა
ძაან ღიმილად გადავიქეც უცებ და ვეუბნები, ]
- გამარჯობა, მე თათა ვარ, გუშინ გაგიცანი შოთისთან ერთად ![]()
საბედნიეროდ მიცნო და გამიღიმა
- აუ გხოვთ მანდ დამაყენებინეთ რა მანქანაააა, არსად არ არის ადგილები ![]()
კარგიო, გაბრუნდა უკან ბიჭებთან, ერთი ორი წუთი რაღაცაზე იჭორავეს, სავარაუდოდ არ უნდოდათ პოზიციების დათმობა, მაგრამ ქართველი ვაჟკაცები გოგოს ხომ არ აწყენინებდნენ, კიდევ სავარაუდოდ მაგრად გამჭორეს, მაგრამ მე ეგეთ რამეებზე არ ვრეაგირებ ხოლმე. ხოდა ბოლო ბოლო ვიშოვე ადგილი რესპუბლიკის მოედანზე ჩემი მანქანისათვის. დიდი მადლობა ნიკუშას და ბაიკერებს.
პასუხი Leonard Shelby/Leito _ს
http://faukclub.wordpress.com/2009/05/19/male/
ამაყი მამაკაცის დღიურებიდან < —- > ამაყი მანდილოსნის დღიურებიდან ![]()
მოდი მე კონკრეტულად ჩემი პიროვნებიდან გამომდინარე გაგცემ პასუხებს
1) შენი სატელეფონო საუბარი გრძელდება 30 წამი.
ჩემი მაგდენიც არა, ვერ ვიტან ტელეფონს
2)რიგი საპირფარეშოში 80 %-ით მოკლეა.
მანდ გეთანხმები

3)სამსახურში მისაღებად არავის არ აინტერესებს შენი უკანალი და მკერდი
მე ამ სამსახურის გასაუბრებაზე ისეთ ფორმაში მოვედი, ისე მოუწესრიგებელი ვიყავი რომ მეეჭვება ამათ სურვილი გაჩენოდათ ჩემი ტაკოს და მკერდის თვალიერების. არადა უკვე მესამე წელია საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობ ![]()

4)შენი ყველა ორგაზმი ნამდვილია
ჩემიც!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! (იიიიიიიშ)
5)არ გჭირდება მძიმე ჩანთის თრევა რომელშიც ყრია ”საჭირო” ნივთები
ეგ საჭირო ნივთები, საჭირო მომენტში თაბრუს ახვევენ ბევრ შენნაირს, ასე რომ ………
6)შენი 3 ცალი ტრუსი არ ჯდება 6 ლარზე მეტი
ესე იგი შენ არ შეგიგრძვნია რა სიამოვნებაა პლეიბოის გამოწერილი უუუუსექსუალურესი და უუუუუნაზესი ტრუსი რომ გაცვია რომელშიც ფასდაკლებაზე 26$ გაქვს მიცემული (ნუ ეს მე და ხალხი ბევრად მეტს იხდის )

7)არ გჭირდება არაფრის გაპარსვა რაც იღლიის ქვემოთაა
не сыпь мне соль на рану

8)შენ არ მოგიწევს ძილი ყოველ ღამე ბანჯგვლიან უკანალთან
არც მე მიწევს_ ჩემი ქმრის სხეულის ერთ ერთი მომხიბვლელობა სწორად მაგაში მდგომარეობს. ვერასოდეს ვერ ვიტანდი ბანჯღვლიან მამრებს.
9)თუ 34 წლის უცოლო ხარ, არავინ აქცევს ამას ყურადღებას
——————————— აქ რო რამე დავწერო 34 წლის ქალიშვილობამდე მიგვიყვანს
10)რაც გაქვს სახეზე ყველაფერი ნატურალურია და ბუნებრივი ფერის
როცა მინდა მაშინ ვიცვლი კანის, თმის, თვალების ტუჩებისა და ფრჩხილების ფერს. საოცრებაა – ამდენი მრავალფეროვნება კაცებს სად შეუძლიათ
11)თავისუფალ დროს 90 %-ს ატარებ სექსზე ფიქრში
WHY NOT????????? განსაკუთრებით ფეხმძიმობის ბოლო პერიოდში
:::::::::DDDDDDDDD
12)უხამსი ანეგდოტის მოყოლას არავინ არ წყვეტს როცა ოთახში შედიხარ
აქ საამაყო არაფერია …….
13)შეგიძლია გაიხადო მაისური როცა გცხელა
მეც შემიძლია გავიხადო მაისური როცა მცხელა და 100000ჯერ მეტი სიამოვნებით შეხვდებიან ამ ფაქტს გარშემომყოფნი, ვიდრე შენს მიერ გახდის ფაქტს

14)მთელი თვის მანძილზე გინარჩუნდებათ ერთნაირი ხასიათი
მინდა გითრხა რომ ქალების 40%_ც ეგრეა, საერთოდ არ მოქმედებს ზოგზე ეს 3 უჩვეულო დღე, და 3 ჩვეულებრი დღედ იქმნება : )
15)საუბრის დროს არავინ აშტერდება შენ მკერდს ან ფეხებს
არც შენს გასაპარს კისერს ან მოუწესრიგებელ ჩაცმულობას
16)თუ არ დაურეკავ მეგობარს დათქმულ დროს, ის არ გამოაქვეყნებს სახალხოდ რომ შენ შეიცვალე და სხვანაირი გახდი(გაფუჭდი)
BULLSHIT
17)არ გაუშვებ სექსის შანსს ხელიდან
ცდილობენ
18)სილიკონი არ გჭირდება საერთოდ, ის შენ უფრო მიმზიდველს ვერ გაგხდის
გეთანხმებ, არაფერში არ მჭირდება :ამაყი:

19) 9 თვე მუცლით არაფრის ტარება არ გიწევს
ეს რაღაცა ისეთი საყვარელია, ისეთი საოცარი და ისეთი ზეადამიანური რომ ედნიერები იქნებოდით თუნდაც 1 დღით რომ შეგეგრძნოთ მისი მოძრაობა თქვენში.

20)შეგიძლია სექსი გქონდეს კვირაში 4-5 სხვადასხვა პარტნიორთან და შენ ბოზს კი არა მაგარ როჟას დაგიძახებენ.
ამას უკომენტაროდ გიტოვებ, ერთი მყავს მაგრამ ისეთი უსაყვარლესი რომ არც სხვა 4 და არც 5 არ მჭირდება
21)ლუდის დალევისას არ ფიქრობ რომ ხვალ 1 ზომით დიდი კაბა დაგჭირდება
ლუდი საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ სიამოვნებით ვიხდი საკმაო თანხას მიმზიდველ და გემრიელ კოქტეილებში, ისე რომ კაბის ზომები საერთოდ არ მაინტერესებს.

22)მანქანის გაფუჭებისას არ მოგიწევს დამცინავი მზერის(ების) ატანა ხელოსანთან, საკუთარი უცდინრობის გამო.
ნუ ეგ მე არ მეხება. ხელოსნებს ჩემი ქმარი უგვარებს ისე რო იქეთ დასცინის ხოლმე მათ უცოდინარობას
P.S. ребята давайте жить дружно
ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგებით ამ საკთხებს
ცხოვრება ხომ მაინც ფლირტი და თამაშია


