Posts Tagged ‘მარია ანტუანეტა’

                  2010 წლის გაზაფხული ზაფხულის კოლექცია, Chanel
    ჩვენება რომელიც ყველასთვის სურპრიზად იქცა
               show   პარიზის Grand Palais_ში კიდევ ერთი საოცარი ჩვენების მასპინძელი აღმოჩნდა, სცენაზე უზარმაზარი ამბარი იყო აშენებული, სავსე თივით, დაბლა მიწა ეყარა და თივის ნაკუწები. თივითვე იყო ოთახი აშენებული საიდანაც კოლექციის მატარებელი მოდელები გამოდიოდნენ. ეს არ იყო ჩვეულებრივი სვლა, ეს მთელი სცენარი იყო დადგმული. ჩვენებას შთაგონებად ორი ისტორიული წყარო ედო, ერთი მარია ანტუანეტას სოფლად ცხოვრების პერიოდი და მეორე თავად კოკო შანელის მიერ დაწყებული ხაზი_ ქალაქიდან გაქცევა.

                ჩვენების დასასრულს, მოულოდნელად, პირდაპირ სცენიდან პლატფორმა აიწია და პატარა სცენა ამოვიდა რომელზეც იდგნენ მომღერალი ლილი ელენი და მუსიკოსები. ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. ლილიმ ცოცხლად შეასრულა თავისი სიმღერა Not Fair.
           მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა ჩვენების ორიგინალურობით, ხოლო კარლ ლაგერფილდმა კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ აქვს უნარი უბრალო ჩვენება თეატრალურ სანახაობად აქციოს

 

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031