Posts Tagged ‘პრაიმ ფიტნესი’

საუკუნეა უკვე ამ თემაზე არ დამიწერია

უკვე 2 კვირაა პრაიმ ფიტნესში “ფიტნესზე” გადავედი და რამდენიმე ტრენაჟორის შეყვარებაც მოვასწარი.

ბევრი დრო რომ მქონდეს ვიქნებოდი უბედნიერესი და საღამოს უმეტეს ნაწილს სწორედაც რომ პრაიმ ფიტნესის დარბაზებში გავატარებდი: იოგა, აერობიკა, ფიტნესი, საუნა, აკვა აერობიკა.

ფიტნესზე იმიტომ შევაჩერე ჩემი არჩევანი ამჯერად რომ გახდომაზე კი არ ვარ ორიენტირებული, არამედ კონკრეტული ადგილების დახვეწაზე და გალამაზებაზე. შესაბამისად ამის მიხედვით მაქვს ჩემი საყვარელი ტრენაჟორებიც – რომლების შესახებაც მინდა მოგიყვეთ.

1. მუცლის პრესები: ამ შემთხვევაში ჩემი ტრენაჟორი არის ჩემი საფენი, მასზე ვწევარ და ვაკეთებ ხოლმე კომპლექსურ ვარჯიშებს, თითო მისვლაზე მინიმუმ 100 ცალს. მეტიც შემიძლია მაგრამ დროის ფაქტორი მუშაობს ხოლმე, რადგან ყველაფრის მოსწრება მინდა შესაბამისად 7-10 წუთს ვუთმობ ხოლმე თითოეულ ადგილს რომლის გამოსწორებაც მინდა

Read the rest of this entry »

    როგორც იქნა …………..

მეღირსა, რასაც ქვია

გავაღწიე ყოველდღიურობიდან, ბავშვი გადავაბარე მამიკოს და ბებიკოს და დროა ჩემს თავსაც მივხედო. კვირაში 3 დღე ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 7საათზე პრაიმ ფიტნესის დარბაზი მელოდება ხოლმე, თავისი აერობიკის ინსტრუქტორით.

  ბავშვი რომ გავაჩინე, მესამე თვიდანვე მინდოდა დაწყება, მაგრამ იმის გამო რომ ვიკიკო ძალიან მტირალა იყო ვერავინ ვერ იტოვებდა, ახლა ცოტა დაჭკვიანდა და მეც შემიძლია მშვიდად ვივარჯიშო.

  ბოლო 1 თვე აქტიურად ვეძებდი ადგილს თუ სად მევარჯიშა, ისე რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი ყოფილიყო ჩემთვის. ბევრი კლუბი და მინი სპორტული დარბაზი მოვიარე და ბოლოს მაინც აქ შევჩერდი. იქ სადაც ადრე ვვარჯიშობდი, ძალიან მაგარი ინტრუქტორი გვყავდა, 1 საათი და 20 წუთი გვავარჯიშებდა და სიქას გვაცლიდა ხოლმე, მაგრამ იქ ელემენტარული კომფორტი არ იყო, საშხაპე სულ 2 იყო, ვვარჯიშობდით 9-12 ადამიანი და სულ რიგებში და დასწრებაზე ვიყავით ხოლმე.

აქ რომ მივედი ყველაფერი ეს დავათვალიერე და საშხაპე ჩემდა სასიხარულოდ იმდენია, მოვარჯიშე რომ არ არის, შედი და თუ გინდა 2 ცალში ერთად გადაივლე :)

  თავიდან ვაკის პრაიმში მინდოდა სიარული აკვა აერობიკის და აუზის გამო, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის ტერიტორიულად, აქ სამსახურიდან გამოვალ და 5 წუთში გლდანში ვარ ხოლმე :)

ეს არის შესავალი დიდი პროექტისა, რომელიც დიდი ხანია გეგმაში მქონდა, პროექტი არის ფარგლებში “სად მოვუაროთ თავს, ვინ რას და რა ფასად გვთავაზობს”  ასე რომ stay with me და ტქვენ გაიგებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031