Posts Tagged ‘პრაიმ ფიტნეს გლდანი’
ის რომ ფიტნეს კლუბები, აერობიკები, აუზები და ასე შემდეგ თავის მოვლის დაწესებულებები აქტიურად უნდა შუქდებოდეს ჩემს ბლოგზე, ამაზე 2 აზრი არ არსებობს, ჩემი ბლოგის პირდაპირი თემატიკაა, ამიტომ დღეიდან დაწყებული სულ შემოგთავაზებთ ხოლმე, რაღაც პერიოდულობით ამა თუ იმ სერვისებს.
როგორც უკვე დავწერე, მე პრაიმ ფიტნესში დავიწყე სიარული და შიგადაშიგ აუცილებლად დავწერ ხოლმე ჩემს შთაბეჭდილბებს, სასურველია არ დამეზაროს ვიდეო პოსტების ჩაწერა, რევიუების ან უბრალოდ ვარჯიშების სახით. გარდა ამისა გადავწყვიტე ასეთი რამე: პრაიმ ფიტნესს აქვს მთელი რიგი სერვისები:
აერობიკა
ფიტნესი
საუნა
მასაჟი
აკვა აერობიკა
სამეჯლისო ცეკვები
გადავწყვიტე რომ ყველას დავესწრო თითოჯერ მაინც და მერე დავწერო რევიუები, რომ ჩემმა მკითხველმა ზუსტად იცოდეს სად რას უნდა ელოდოს და რა არჩევანის საშუალება აქვს.
დღეს დავიწყებ გლდანის პრაიმ ფიტნესის განხილვას, სათაურში მითითებული მაქვს პლუსები და მინუსები.
ანუ პრაიმ ფიტბნეს გლდანი – სანამ აბონემენტი აგიღიათ
1. აერობიკა ღირს 50 ლარი 12 გაკვეთილი (ფასი საკმაოდ მისაღებია)
2. არ არსებობს პარკინგის არანაირი საშუალება, 2ჯერ ვიყავი და ხან სად გავაჩერე მანქანა ხან სად, ფაქტიურად დასწრებაზეა
3. დარბაზები არის საკმაოდ სუფთა, ყველაფერს ეტყობა მოვლის ხელი, მაგრამ მაინც დგას რაღაც სპეციფიკური სუნი, რაც აბსოლუტურად ყველა მსგავს დაწესებულებას ახასიათებს, მთავარია ზაფხულში როგორ იქნება
4. შევედი, საკმაოდ ზრდილობაიანი და ყურადღებიანი მენეჯერი დამხვდა, მირჩია ძალიან ძვირფასი ნივთები ჯობია არ ატარო ან თუ მოიტან ჩვენტან შეინახოო, მეც ავიღე და ჩანთა მას დავუტოვე, მანქანაში დატოვებას ალბათ მისაღებში დატოვება ჯობია, მერე გადმომცა ჩემი გასახდელის კარადის გასაღები და გასახდელამდე მიმაცილა
5. აბონემენტის შევსებაში ისედაც ძვირფასი დრო არ დამაკარგვინა, უბრალოდ სახელი და გვარი მკითხა და რომ გამოხვალ მზად დაგხვდებაო.
6. შევედი, საკმაოდ კულტურული გასახდელებია, დიდი სარკით, ფენით და კარადებით, სადაც გამოცვლილ ტანისამოსს ინახავ.
7. კიდევ ერთი მინუსი იყო რომ ცოტა სკამი დევს გასახდელში, რამდენიმე გოგო ერთად რომ იხდიდე, რიგში დგიმა მოგიწევს რომ სკამით ისარგებლო.
8. შედიხარ დარბაზში, სადაც არის დიდი სარკეები, რაც ყველაზე ზალიან მიიყვარს ხოლმე, არისნ შენი თანამოვარჯიშეები და ინსტრუქტორი. დარბაზი ძალიან მომეწონა, მაგრამ არ მომეწონა ძირს დასაფენები, თხელია და როცა ვარჯიშობ მაინც ცოტა დისკომფორტს გიქმნის. გადავწყვიტე ოლდნევიზე იყიდება ეგეთი დასაფენები და გამოვიწერო ჩემთვის და იმით ვიარო. მაგრამ გუშინ ჩვენმა ინსტრუქტორმა შენიშნა რომ ძვლები მტკიოდა ზოგიერთი ვარჯიშის იატაკზე გაკეტებისას და შემომთავაზა მეორესაც მოგცემო
და უფრო რბილად დაწვებიო
9. ვარშიშის შემდეგ შევედი საშხაპეში, არც არავის ველოდე, არც არავინ მიყვიროდა გარედან მალე გამოდიო, გემრიელად ვიჭყუმპლავე ჩემი ახალი ZIAJA -ს ანტიცელულიტური, ფორთოხლისსუნიანი ტანის სკრაბით, გემრიელადვე წავისვი ეივონის ის გამამკვირივებელი გელი, თავისი მასაჟორით, მართლა ძალიან მოსახერხებელია, თან ისმევ თან იმასაჟებ კანს და მშვიდადვე გამოვედი და ჩავიცვი ჩემი სამოსი
––– ისე რომ არავის არ შევუწუხებივარ –––
აი ეს ფაქტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, კომფორტი
სამსახურისეული დაღლილობის მერე– არის უმნიშვნელოვანესი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში.
გამოვედი, აბონემენტიც მზად ქონდა იმ გოგონას, ავიღე, გასაღები გადავეცი, დავემშვიდობე და გამოვკუსკუსდი ლაღი და ბედნიერი…
აი ასეთი ცხოვრება მიყვარს რაააააააა
სურათები ვერ გადავიღე დამრჩა აპარატი


