Posts Tagged ‘სარკე’

სანამ უშუალოდ იმ 8 საუკეთესო პომადაზე გადავალ, რომლებსაც მსოფლიო აღიარებს, მინდა ჩემი პატარა გამოცდილება დავწერო.       სარვამარტოდ ჩემს თავს AVON-ის Lip Palette ვუყიდე, ეს არის 8 ფერიანი პალიტრა პომადებისა, რომელსაც მოყვება ფუნჯი და სარკე, ზუსტად ისეთი როგორც სურათზე, უბრალოდ ლაივში ფერებუ უფრო ლამაზია. აქ ცოტა ფერები სხვანაირად ჩანს. საოცრად კმაყოფილი ვარ და ძალიან ლამაზი ფერებია. უკვე 3 დღეა ვხმარობ და ჯერ ჯერობით არც ტუჩის კანი გამომიშრა და არც არაფერი. თან ფუნჯი წასასმელად ძალიან მოსახერხებელია

მაშ ასე 8 ულამაზესი პომადა მსოფლიოს ქალებისათვის,

Read the rest of this entry »

ამ პოსტში მინდა ისევ დავუბრუნდე გლამურის თემას :)
            მაშ ასე – რა არის კონკრეტულად გლამური? ეს შეკითხვა ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას ბადებს თვით მოდისა და სტილის სპეციალისტებშიც კი. ზოგისთვის გლამური არის ახალგაზრდული, ბრჭყვიალა და ფერადი სტილი, ზოგისთვის კი ფუფუნება და ყველაზე ძვირფასი ნივთები, იქნება ეს ტანისამოსი თუ აქსესუარები.
             აი რაც შეეხება საფრანგეთს, ფრანგებს გლამური ცოტა სხვანაირად ესმით, მათთვის ეს არის უფრო ქცევის ნორმა ვიდრე ტანსაცმელი და გარეგნობა. ისინი გლამურს უწოდებენ სილამაზეს რომელიც სავსეა შარმით, მომხიბვლელობით და მაცდურობით.
              თუმცა ყველა გაგებით გლამური არის სურვილი იყო გამორჩეული არა მხოლოდ მასებიდან, არამედ შენს მსგავსებს შორისაც.

 glamour-1_3478cba

   თუ პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ, პირველ გლამურულ ქალბატონებად უდაოდ ითვლებიან კინო ვარსკვლავები, მათი სტილი და ჩაცმულობა ყოველთვის იყო მიბაძვისა და გახილვის საგნები. მათი ჩაცმულობის მიხედვით იცვლებოდა სტილი მაყორებელთა შორისაც, ვამპირული სtილი, ვეერები, ღრმა დეკოლტეები, გრძელი ხელთათმანები, მრავალფეროვანი თავსაბურავები, ამოჭრილ ზურგებიანი კაბები, გრძელი მუნდშტუკები და ასე შემდეგ.
     დღეისათვის კი გასული საუკუნის დახვეწილობა და შიკი აბსოლუტურად შეიცვალა გაცილებით ხელოვნურობით და თეატრალობით, აღარ არის ისეთი ქალური როგორც გასულ საუკუნეი. დღევანდელი ვარსკვლავების სამყაროში გლამური იკარგება სინამდვილეში, ტანისამოსს იცმევენ და აქსესუარებს იკეთებენ არა იმიტომ რომ მოსახერხებელია, არამედ იმიტომ რომ სხვებს დაანახონ. დღეისათვის გლამური არის ფარდა რომელიც სინამდვილეს ფარავს გარშემომყოფთაგან (ჩემი სუბიექტური აზრი).
          გლამური არის სხვადასხვაგვარი – ზოგი თამაშობს მას ზოგი კი ცხოვრობს გლამურით. ეს თანამედროვე მოდასავიტაა, ზოგი მას აკოპირებს ზოგი კი საკუთარი სტილის მიხედვით იხდენს. თუ ადამიანი ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, თუ გინდა გქონდეს საკუთარი სტილი, გინდა იყო გლამურული- გამორჩეული სხვებისგან, მაშინ კეთილი იყოს ნeბისმიერი თქვენტაგანის მობრძანება – დაიმახსოვრეთ რომ ნამდვილი გლამური არის დახვეწილი უბრალოება და არა გადმოღებული მანერები და სარკის წინ ნავარჯიშები პოზები.

  Read the rest of this entry »

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031