Posts Tagged ‘სახის პილინგი’

ზაფხულისთვის მზადება როგორ იწყება?

დიეტა,

ახალი უფრო ფერადი და თხელი სამოსი

ახალი ფეხსაცმელი

чемоданное настроение

მზის სათვალეები, ახალი პირსახოცები, საცურაო კოსტუმები

ეპილაცია ყველგან სადაც შეიძლება

და ბოლოს ლოდინი როდის წავალ დასასვენებლად

ზაფხულის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი მზე, ზღვა და გარუჯული სხეულებია – ამაში ყველა დამეთანხმება

თურქეთის კურორტებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება, როდესაც ჩადიხარ, ნებისმიერი ნორმალური სასტუმროს ადმინისტრატორი პირველსავე დღეს გთავაზობთ სრულ პილინგს – რათა კანი განთავისუფლდეს ზედმეტი მკვდარი უჯრედებისაგან და მიიღოთ სრულიად გათანაბრებული და ძალიან ლამაზი რუჯი. მე არასოდეს არ ვამბობ უარს ამ მომსახურებაზე. აუცილებელია კანი მოამზადო ადამიანმა გასარუჯად.

ალბათ დაგაინტერესათ რა შუაშია ამხელა შესავალი ან ჰეარჰაუსთან, ან თაა.ჯი-ს დღეებთან. სწორედაც რომ შუაშია

taa.ge  და სალონი ჰეარჰაუსი გთავაზობთ:

23, 24,26,27,30 ივნისს (5 დღე)

და

1,3,4,7,8,10,11 ივლისს (7 დღე)

სახის გაწმენდაზე აქციას – “მოამზადე სახე ზაფხულისათვის”

ფასები

T ზონა – შუბლი, ნიკაპი, ცხვირი -  30 ლარი (იყო 40 ლარი)

და მთლიანი სახე – 40 ლარი (იყო 50 ლარი)

პროცედურები გრძელდება 1,5 ან 2 საათი

თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ხდება აქ სახის გაწმენდა გადახედეთ ამ პოსტს

ამ ყველაფრით რომ ისარგებლოთ  თქვენ რეკავთ ნომერზე 477 569

კითხულობთ ქეთის და ეუბნებით:

“taa.ge-ს დღეებზე მინდა ჩავეწერო”

როგორც იქნა მივაღწიე კოსმეტოლოგთან.

არ ვიცი რა მიზეზებით მაგრამ 6ში ვისვენებდით, ამიტომ დავგეგმე რომ ეს დღე ჩემთვის მომეძღვნა და მართლაც – ერთ ერთი საუკეთესო გოგოშკური დღე გამომივიდა.

დილის 10 საათზე ჰეარჰაუსში ვიყავი – ხათუნა კოსმეტოლოგს უნდა გაეწმინდა სახე ჩემთვის. საოცრად კმაყოფილი ვარ.

მიუხედავად იმისა რომ უმაკიაჟოდ და კარგად დაბანილი სახით მივედი – პირველი საფეხური რაც ხათომ გამიკეთა ეს იყო დემაკიაჟი – DANNE-ს სპეციალური სითხით, რომელიც ძალიან ნაზი ფუნჯით წამისვა და საოცრად სასიამოვნო პროცესი იყო

ეს სითხე შემდეგ ჩამომბანა და დამადო პილინგი, რომელიც ძალიან კარგად აშრევებდა მკვდარ უჯრედებს. პილინგები ხათოს სხვადასხვანაირი აქვს კანის სტრუქტურიდან გამომდინარე. მე კომბინირებული კანი მაქვს – სამწუხაროდ მკვეთრად გამოხატული T ზონით. ცხიმიანი კანისათვის კიდევ სხვა პილინგები აქვს.

Read the rest of this entry »

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
September 2010
M T W T F S S
« Aug    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930