PayPal Launch in Georgia

მარტო მე ერთი – ვიცნობ ასეულობით ადამიანს ვისაც Paypal-ის საქართველოში შემოსვლაზე უოცნებია და არა მხოლოდ უოცნებია, უმოქმედია კიდეც რომ რამე შეეცვალა ამ მიმართულებით.

რა გზებს არ მიმართავდნენ, რა ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხებს, მაგრამ წლების მანძილზე ოცნება ოცნებად რჩებოდა …

ვიდრე!!!

თბილისი, 11 აპრილი

„ფეი ფალი“ საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს
გახსნან ფეი ფალის ანგარიში და ინტერნეტის საშუალებით
შეიძინონ ნივთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეიდან ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ინტერნეტ-მაღაზიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგადასახადო სისტემა ფეიფალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს ონლაინ გადახდა მეტად უსაფრთხოდ და მარტივად, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.

დღეს ონლაინ ანგარიშსწორების სისტემა ფეიფალი ამოქმედებულად გამოცხადდა საქართველოში. Continue reading