Posts Tagged ‘aerobics’

    როგორც იქნა …………..

მეღირსა, რასაც ქვია

გავაღწიე ყოველდღიურობიდან, ბავშვი გადავაბარე მამიკოს და ბებიკოს და დროა ჩემს თავსაც მივხედო. კვირაში 3 დღე ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 7საათზე პრაიმ ფიტნესის დარბაზი მელოდება ხოლმე, თავისი აერობიკის ინსტრუქტორით.

  ბავშვი რომ გავაჩინე, მესამე თვიდანვე მინდოდა დაწყება, მაგრამ იმის გამო რომ ვიკიკო ძალიან მტირალა იყო ვერავინ ვერ იტოვებდა, ახლა ცოტა დაჭკვიანდა და მეც შემიძლია მშვიდად ვივარჯიშო.

  ბოლო 1 თვე აქტიურად ვეძებდი ადგილს თუ სად მევარჯიშა, ისე რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი ყოფილიყო ჩემთვის. ბევრი კლუბი და მინი სპორტული დარბაზი მოვიარე და ბოლოს მაინც აქ შევჩერდი. იქ სადაც ადრე ვვარჯიშობდი, ძალიან მაგარი ინტრუქტორი გვყავდა, 1 საათი და 20 წუთი გვავარჯიშებდა და სიქას გვაცლიდა ხოლმე, მაგრამ იქ ელემენტარული კომფორტი არ იყო, საშხაპე სულ 2 იყო, ვვარჯიშობდით 9-12 ადამიანი და სულ რიგებში და დასწრებაზე ვიყავით ხოლმე.

აქ რომ მივედი ყველაფერი ეს დავათვალიერე და საშხაპე ჩემდა სასიხარულოდ იმდენია, მოვარჯიშე რომ არ არის, შედი და თუ გინდა 2 ცალში ერთად გადაივლე :)

  თავიდან ვაკის პრაიმში მინდოდა სიარული აკვა აერობიკის და აუზის გამო, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის ტერიტორიულად, აქ სამსახურიდან გამოვალ და 5 წუთში გლდანში ვარ ხოლმე :)

ეს არის შესავალი დიდი პროექტისა, რომელიც დიდი ხანია გეგმაში მქონდა, პროექტი არის ფარგლებში “სად მოვუაროთ თავს, ვინ რას და რა ფასად გვთავაზობს”  ასე რომ stay with me და ტქვენ გაიგებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.

დამავიწყდა დაწერა, უფრო სწორად დრო არ მქონდა DSC03711
ბავშვი მოვნათლეთ
29 ივნისს 40 დღე შეუსრულდა თუ არა იმავე დრეს
ასე მოითხოვა მამა სოგრატემ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასი
სადაც ვიკი მოინათლა
ნათლობის სახელად ეწოდა ელისაბედ და გახდა doublequeen  :D  

Victoria-Elisabed

 უკვე შედარებით დაჭკვიანდა, ისე აღარ ტირის როგორც ადრე,
ტირილები მიზანმიმართული გახდა, უკვე იცი მიზეზი, თუმცა ხანდახან მარგალიტებსაც გადმოაფრქვევს ხოლმე
აი მაგალიტად გუშინწინ ღამე და გუშინ დღისით გამაგიჟა
ცოცხალი ტავით არ იდებდა ძუძუს, დაიწყებდა ჭამას და ერთ 5-7 წუთში გამოაგდებდა და ისეთ ისტერიკაში ვარდებოდა გეგონებოდა ვაწამებდი
მთელი რამე გაგვათენებინა მეც დიმასაც და დედაჩემსაც
გუშინაც იგივე, სადღაც 2 საათისთვის რო გაჭედა იძულებული გავხდი გამომეწველა და ბოთლით მიმეცა
მიზეზი დრემდე დაუდგენელია, ერთადერთი შვება ის არის რომ ყველა მეუბნება ბავშვებმა იციანო
ეს კიდე განსაკუთრებული ბავშვია, მე ვგრძნობ ამას, თითქოს მართლა ცისფერსისხლიანი იყოს
საოცრად უყვარს კომფორტი, ვერაფერს ვერ გააკეთებინებ, ვერ დაიჭერ, ვერ დააწვენ ისე თუ არ მოსწონს
და მოსწონს მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო
ჯერ მარტო სოსკა რომელიც ეხლა უდევს, ეგ რო აგვერჩია ზუსტად 6 სოსკა ვიყიდეთ :D და მარტო ეს ჩაიდო

ძალიან მიყვარს, დღითი დღე უფრო და უფრო
რო იძინებს ხოლმე უკვე ვგიჟდები ისე მენატრება ხოლმე
ერთი სული მაქვს როდის გახდება 4-5 თვის ყველგან რო ვატარო. ერთი სული მაქვს როდის დაჯდება რო გემრიელად ვეთამაშო ხოლმე
და ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული რო მაშინ როცა საუკეთესო ასაკში იქნება სათამაშოდ და გასართობად, მე 10დან 7მდე სამსახურში უნდა ვიჯდე ხოლმე :(

6ში სიონში მივდივართ 1 კვირით
ექიმმა მზის აბაზანები ბავშვს მიაღებინეთ ხოლმეო, ოღონდ ეზოშიო ხეების ჩრდილში, ტან ისე რო მომენტებში მზემაც დახედოსო
და მაინტერესებს ზაგარს თუ მიირებს
ჩემი დისშვილი ყავდა ხატიას ჩამოყვანილი და ისეთი ზაგრიანია ბავშვი რო დავიშოკე

მეც ვივლ დილა საღამოს ტბაზე და შევეცდები ცოტა ფერზე მოვიდე
დიდი ზაგარი არა მგონია დამედოს, ისედაც ძნელად ვიღებ ისიც შუადღის მზეზე უნდა ვიწვე ხოლმე, მაგრამ ოდნავ თუ გავმუქდები გაასწორებს
რომ ჩამოვალ სალონებშიც გავივლი გამოვივლი, ბავშვი რაც დაწყნარდა უკვე მარტო დიმაც დაიტოვებს ხოლმე ბეზ პრაბლემ
და დედაჩემიც თუ დასვენების დღეები ექნება
ხოდა ცოტათი ჩემს თავსაც მივხედავ, იმხელა თმები გამეზარდა რო ერთი სული მაქვს გავისწორო რო გავიგო სოგრძე
მერე რო ჩამოვალ ცოტა ფორმასაც მივცემ და ბოლოებსაც მოვიჭრი, პედიკურებსაც გავიკეთებ და ხელების მასაჟსაც პარაფინით, ხელის ფრჩხილები ბოლომდე მაქვს დაჭრილი ბავშვის გამო :)
  spa_massage_mastheadამასობაში სექტემბერიც მოვა, ბავშვი ორთოპედტან უნდა მივიყვანო და მერე მასაჟები უნდა დავიწყოთ. მასაჟისტად აუცილებლად ლიზიკო დეიდას მოვიწვევ, სხვას ვერ ვანდობ ჩემს ბავშვს. მეც უნდა ჩავიტარო ხერხემლის მასაჟის ერთი მინი კურსი, ფინანსები რამდენსაც გამიქაჩავს. ძალიან მტკივა ხერხემალი მშობიარობის მერე.
სექტემბერში თან უკვე სამსახურშიც უნდა გავიდე ნახევარ განაკვეთზე და ძიძაუნდა ავიყვანო. დაახლოებიტ უკვე მყავს კანდიდატურა და გავგიჟდები უარი რო მითხრას. არ მინდა ვინმე უცხომ მოუაროს ბავშვს. თან სექტემბერში უკვე ფიტნეს კლუბში უნდა დავიწყო ისევ მაისტან სიარული აერობიკაზე, თორე დამირბილდა უკვე სხეული და გამკვრივება მესაჭიროება. ერთი პერიოდი იოგა ვიფიქრე ფორუმელებთან ერთად, მაგრამ გადავიფიქრე. მაის ვერ შეველევი :)

 

 

 A GIFT FOR YOU

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=0NMjkf-SDSY]


თავის მოვლებზე, პრანჭვებზე, სალონებზე, ტანსაცმელზე, ფიტნესზე, აერობიკაზე და სპა რაღაცეებზე რომ გაგიჟებული ვარ ალბათ ეტყობა ჩემს ბლოგს. თუ არადა პირდაპირ ვაღიარებ, ძალიან მიყვარს ეგეთი რამეები და სამწუხაროდ ძალიან დიდ ფულს ვხარჯავ ხოლმე ეგეთ რაღაცეებზე. სამწუხაროდ იმიტომ რომ მერე ეტყობა ხოლმე ეს ყველაფერი ჩემს ჯიბეს.
ეხლა რამ გამახსენა ეს თემა, ერთ ერთ მეგობარ ბლოგზე ვნახე ძალიან გოგოშკური და ძალიან საინტერესო პოსტი და ვიდეო, ხოდა გავფანატდი – სადამდე მიდის ადამიანის ფანტაზია:
http://tomushka.blogspot.com/2009/05/blog-post_14.html

აააუუ ცილებლად უნდა ვცადო და გავიკეთო ეს ვარცხნილობა :)

* * * * * * * * * * * * * *
რადგან ამ თემაზე დავიწყე გაგანდობთ კიდევ ერთ ჩემს ოცნებას, რომლის არსებობის შესახებ რამდენიმე თვის წინ შემთხვევით გავიგეთ მე და დიმამ ინტერნეტში ძრომიალისას. ეს არის “Nail Art Printer”, რომლის ფასი 1000$ დან იწყება, რაც ძალიან მაშინებს :( . თუმცა იმედს არ ვკარგავ რომ ოდესმე მაინც მექნება

Digital_Nail_Art_Printer Magical_Nail_Art_Printer
* * * * * * * * * * * * * *
თან ეხლა ორსულობის პერიოდში მომაკლდა სპა პროცედურები, ფიტნესები, საუკუნეა საუნაში არ ვყოფილვარ :( საუკუნეა აერობიკით არ დავკავებულვარ და ერთი სული მაქვს ხოლმე რომ ჩემს ფიტნეს კლუბს და ჩემს ინსტრუქტორ მაიკოს დავუბრუნდე. საოცარი გოგოა, მე რო გამეხსნა ჩემი ფიტნეს კლუბი აუცილებლად მოვიპარავდი მაიკოს იმ კლუბიდან და ჩემთან წამოვიყვანდი. საოცრად მენატრება მასაჟები, ლიზიკოს ძლიერი ხელები - ტყავს რო მაძრობდა ხოლმე.
მენატრება სამსახურიდან 10 წუთით ადრე გაქცევები რომ ფიტნეს კლუბში ზუსტად 7 საათზე ვყოფილიყავი და არ დამეგვიანა, თუმცა მაინც სულ ვაგვიანებდი :( . მენატრება საუნა ჩვენივე ფიტნეს კლუბის, მე და თაკო მაგარს რო ვგიჟობდით ხოლმე შიგნით.

massage
* * * * * * * * * * * * * *
მენატრება აუზზე სიარული. ზაფხული მოვიდოდა თუ არა ეგრევე შლოპკებზე და პირსახოცებზე ჩალიჩს რო ვიწყებდი. მენატრება საზაფხულო შოპინგები, მაგრამ ჯერ ვერ დავიწყე რადგან ღიპუცას გამო ზომებს ვერ ვხვდები :) . მენატრება ზაფხულის დასვენების დაგეგმვა, სად წავიდეთ- ფიქრები, და იასნია რომ ზღვისპირეთი იგულისხმებოდა.

swimmingPool

* * * * * * * * * * * * * *
მართალია ჩემს სალონში ჯერ კიდევ დავდივარ და ძალიან მიყვარს მანდ ყოფნა, მანიკური, პედიკური, თმა. მაგრამ ეხლა სოლარიუმის პერიოდი მოდის და ეგეც მომენატრება, იმიტომ რომ არ შეიძლება. ამიტომ მთელს ენერგიებს თმაზე და ფრჩხილებზე ვხარჯავ ხოლმე. ამჟამად  ვიყიდე ძალიან მაგარი თმის მასკა, რომელსაც საოცრად კარგი სუნი აქვს და თმის ბოლოებს იცავს, ჩამობანა არ უნდა, თმას კვებავს და საოცარ ბლესკს აძლევს. ასევე კვირას უნდა ვიყიდო შვარცკოფის BC ბევრი ვიტამინებით, რადგან ამბობენ ბავშვი რო ძუძუზე გეყოლება თმები ცვენას იწყებსო და გავაფრენ კიდეც.

sauna_solarium

news_bc_time_restore

იმედია ბაია არ შემიშლის ყოველივე ამაში ხელს :) და ფულის გადანახვასაც მოვახერხებ ხოლმე ჩემი თავის მისახედად :)

fitness-mom

highres_3619637

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031