Posts Tagged ‘baby accessories’
ცხოვრების გარკვეულ პერიოდზე, მას შემდეგ რაც შენი მუცელი უზამაზარი იყო და დაიჩუტა - თქვენ ხვდებით რომ თქვენ კიდევ ერთ ადამიანზე აიღეთ პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სიყვარული.
ხოდა ამ პატარა ადამიანს ყველაფერი იგივე უნდა რაც თქვენ: კვება, ჩაცმა, ბანაობა, დასვენება, გართობა (თამაში) და ასე შემდეგ…
ფორუმის დედების განყოფილებაში თითოეული ამათგანისათვის ცალკე თემა გვაქვს მიძღვნილი და ვქაქანებთ, ვქაქანებთ ენებს არ ვაჩერებთ (უპს -თითებს არ ვაჩერებთ
)
ამათგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემებია დასვენება და Baby Fashion. ყველას გვინდა რომ ულამაზესად ჩაცმული ბავშვები გვყავდეს და რას არ ვაკეთებტ ამისთვის, ვყიდულობთ ფასდაკლებებზე, ვიწერთ ინტერნეტით, ვუზიარებთ ერთმანეთს ლინკებს და ათასი წვრილმანი კიდევ.
ამ ბოლო დროს ვიკიკოს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდა რომ სად რა წავიღო აღარ ვიცი, გუშინ გადავაწყვე და ცოტა თბილები ან ცოტა დიდები კანდელაკზე უნდა გადავაბარგო თორე აქ უკვე აღარაფერი არ ეტევა.
შუა დალაგების პროცესში გადავწყვიტე რომ ყველაზე საყვარელი კაბებისთვის სურათები გადამეღო და ჩემს ბლოგზე შემომენახა სახსოვრად, ეს ბლოგიც ხომ ნახევრად ვიკიკოსია, თვითონაც ხომ წერს ხოლმე, ხოდა ბარემ ეს თემაც ქონდეს.

გუშინ კიკოს მაღაზიებში ფასდაკლებები დაიწყო, სამსახურის მერე გავქანდი ფეხსაცმელები ყიდვა მინდოდა და ვუყიდეთ ულამაზესი ფეხსაცმელი რომლის ორიგინალი ფასი იყო 177 ლარი
ძალიან სიძვირეა – და 50% იანი ფასდაკლებით ვიყიდეთ 88.50 ლარად
Read the rest of this entry »


