Posts Tagged ‘BabyMallOnline’

გუშინდელი დღე ჩემს მომავალ პატარას მივუძღვენი
4 საათზე დიმამ მომაკითხა და წავედით სერგოსთან ეხოზე, კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი უდიდესი სიმპატიები მაგ ადამიანთან დაკავშირებით.
ძალიან საყვარელი კაცია, ძალიან კარგი მიდგომა აქვს ადამიანებისადმი
ბაია ამოტრიალდა როგორც იქნა რამაც ძალიან გამაბედნიერა, თუმცა ამჯერად მეორე ფაქტორი ამოქმედდა
რამდენადაც ეხოზე ჩანს და იზომება, ჩემი ბაია უკვე 3100გრამია, რაზეც სერგომ მითხრა რომ საკმაოდ დიდია უკვეო და 6 საათის მერე წყლის გარდა ყველაფერი ამიკრძალა, რო ძალიან არ გაიზარდოს კიდევო.
მერე ვთხოვე სურათი გადამიღე ბავშვის მეთქი და მაგარი დამცინა
37 კვირაზე რა სურათი გინდა ამ კამერის დიამეტრში რაც იღებს მარტო თავიც არ დაეტევა იმხელააო უკვეო
ხოდა მაინც გადავაღებინე და ჩემი გოჭი “IT უცხოპლანეტელი” რო იყო, მაგას გავს
მოვკვდით სიცილით მე და დიმა კინაღამ სახელი გადავიფიქრეთ და IT დავარქვით.
მერე დიმამ უბანში დამტოვა, შევქანდი ეგრევე PSPში და მთელი სია ვიყიდე სამშობიაროში წასაღები ნივთების
აქაც ვაკოპირებ რაიცი როდის დაგჭირდებათ
თათასთვის: (ბრენდებსაც ვწერ )
ანტიპერსპირანტი DOVE ლურჯთავსახურიანი (ვაფანატებ მაგ სუნზე, მესამე წელია არ ვცვლი
კბილის პასტა პარადონტაქსი
კბილის ჯაგრისი Colgate 360 ყველაზე რბილი ფუნჯებით
პაკეტები Kotex ყველაზე დიდი ზომა
პერანგი (ძაან სასაცილოა ფართხუნა ატლასის) დედაცემმა გამომიჩხრიკა
პიჟამა (მეორე მესამე დღისთვის – ვერ ვიტან პერანგებს) (Victoria’s secret)
საპონი _ Palmolive ქაშმირი კრემ-საპონი როა რბილი და ნაზი
ოთახის შლოპკები (OLDNAVY)
აბაზანის შლოპკები (შოდი)
პირსახოცი დიდი (noname )
ჰიგიენური პომადა (AVON)
სავარცხელი (Oriflame made of wood)
შამპუნი (გლისკურს და BC_s ვხმარობ მხოლოდ)
მკერდის საფენები (NOLKEN BABY LINE)
საბუთები (გაცვლა-გამოცვლის ბარათი + ქორწინების მოწმობა + პირადობა)
რძის საწველი აპარატი (Chicco)
და 1500 ლარი (Kor Standard Bank)
ვიკისთვის (Victoria’ს ვარქმევ )
სველი სალფეტკები (Jonson’s Baby)
ბაიას გამოსაყვანი სეტი (BabyMallOnline) და ჩემმა დამ ძაან საყვარელი გამოსაყვანი რაღაცა მომიტანა დღეს
ტალკი ბაიასთვის (Jonson’s Baby)
საპინი ბავშვის (Jonson’s Baby)
მერე ავედი სახლში, მთელი დღე არაფერი არ მქონდა ნაჭამი, ვჭამე შემწვარი კარტოფილი და წავედი კიკვიძის ბაღში
ჩავრთე ფორტუნა + და 4 დიდი წრე დავარტყი ბაღს ნაუშნიკებთან ერთად, თან ვფიქრობდი რაღაცეებს ბაიაზე და მომავალზე და ძალიან მესიამოვნა ესე ბოდიალი, სახლში ასვლაც არ მინდოდა.


