cosmetics_image2

CBD and Hemp Beauty Products

სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მიკვირს ჩემი ბლოგის დაშბორდი რომ მაქვს გახსნილი და პოსტს რომ ვწერ, იიმდენი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ როგორც ამბობენ Never Say Never!!

დავიწყებ იმით, რომ ოქტომბერი და ნოემბერი ჩემთვის პირადად არის “Beautification” პერიოდი, როდესაცა მთელი ზაფხულის განმავლობაში რუჯისა და მარილიანი წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანი მომყავს მწყობრში. ამჯერადაც კოსმეტოლოგებში და ესთეტიკურ ცენტრებში სიარულის, ყველანაირი გაწმენდისა და პროცედურების შემდეგ დადგა დრო  ბიუთი პროდუქტების განახლების. განახლებას კი მე ვეძახი ახალი ბრენდების აღმოჩენას, აქამდე უცნობი პროდუქციის სერჩვას და დატესტვას. ამ პროცესში მყოფმა აღმოვაჩინე რომ სილამაზის ბაზარი უხვად გვთავაზობს მარიხუანასა და CBD (cannabidiol) შემცველობის პროდუქტს, რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეძებნა ინფორმაცია და გამეზიარებინა თქვენთვისაც.

პირველად ცხოვრებაში დაახლოებით 2017წ. ამსტერდამში აღმოვაჩინე რომ The Body Shop- მა დაამატა მარიხუანას შემცველი პროდუქტების ხაზი და მაშინ შევიძინე ხელის კრემი მხოლოდ. კრემი საკმაოდ კარგი იყო, სიამოვნებით გამოვიყენებდი ახლაც და რაც მთავარია არც გამოკვეთილად შემაწუხებელი (ბალახოვანი) სუნი არ ჰქონდა. Continue reading