BORJOMI TRIP

ერთი კვირა უზომოდ დიდი დრო აღმოჩნდა ვიკის გარეშე გასაძლებად, ხოდა გადავწყვიტეთ რომ ამ კვირა დღეს მომეკლო სალონები და ბასეინები და წავსულიყავით ბორჯომში პიკლის სანახავად.

ჯერ ვიფიქრეთ ეკონომიის მიზნით მარშუტკით წასვლა, მაგრამ მერე გადავიფიქრე – არ მიყვარს სხვებზე და რაღაცეებზე დამოკიდებულება მაშინ როდესაც შეიძლება შენით გააკეთო რამე და თან არც დიდი განსხვავება იქნებოდა რომ დაგვეთვალა ბორჯომშიც ტაქსებით მოძრაობის ხარჯი  –  პარკში გასეირნება გვქონდა დაგეგმილი.

ამიტომ დილით ჩავბარგდით (დილა 12 საათი იყო ამ შემთხვევაში, ვუყიდეთ ხილი იქაურებს და ახალი სათამაშოები ვიკლის და ახალი საყვარელი ვარდისფერი შლაპა და გავგაზეთ ბორჯომისკენ.

ზუსტად 1 საათსა და 35 წუთში ჩავედით, საჭესთან დიმა იჯდა.

შეხვედრას ვერ  აღვწერ, იმიტო რო მე კინაღამ ვიტირე რომ დავინახე და თვითოინ კიდე დიდი ლამაზი ბურთისკენ უფრო გაიწია დიმას რომ ეჭირა  ვიდრე ჩვენსკენ. მაგრამ ცოტა ხანში მოვიდა აზრზე და მაგისმა პატარა ტვინმა რომ გააცნობიერა რო გოგო და მამა ჩემოვიდნენ სიხარულკით აჭყლოპინდა და ორივე ხელით გამოიწია ჩვენსკენ და ისე მომეწება წამოსვლამდე ვერც გავუშვი ხელი.

ვითამაშეთ, გული ვიჯერეთ კოცნა ხვევნით და უცებ ისე მოიღრუბლა და ისე გაწვიმდა სერიოზულად შემცივდა კიდეც  ამასობაში ძილის დროც მოუვიდა ვიკლის, ძალიან გული დამწყდა რომ სახლიდან ვერ გავიდოდით წვიმის გამო, დავუწყე დაძინება და ძალიან დიდხანს ვერ დაიძინა ძალიან გამაწვალა, მაგრამ რო ჩაიძინა ისეთი გემრიელი იყო რო გვერდიდან ვერ  მოვშორდი და მძინარეს ვეხუტებოდი ზუსტად ნახევარი საათი, მერე გამოვედი ვეჭორავე ჩემებს, ყავა დავლიეთ და მერე გაიღვიძა კიდეც.

ბორჯომის პარკი

არასოდეს არ ვყოფილვარ მიშიკოს ფანი (ჩვენს პრეზიდენტს ვგულისხმობ) მაგრამ არ შეიძლება ადამიანს დაუკარგო ის რაც მართლა გააკეთა, უმადურიც არასოდეს ვყოფილვარ. ძალიანაც მხიბლავს განათებული ქუჩები,, გაკეთებული გზები, ავტობანი, ესტაკადა, გალამაზებული სკვერები და ეზოები – მაგრამ

მაგრამ ბორჯომის პარკის ნახვის მერე ცოტა მაკლდა და “მიშა მაგარია”–ს ყვირილს დავიწყებდი.   ულამაზესიაააააააააააა და ძალიან მოვლილი

დავიწყოთ თავიდან –  შესვლა ღირს  50 თეთრი, მართალია თითქოს რა ჩემი ფეხებია 50 თეთრი (მერსედებსაც უკვე აღარ ათამაშებენ :დ) მაგრამ მე არ მომეწონა რომ ფასიანია შესვლა, იმიტომ რომ ნაკლებ შემოსავლიანი ოჯახებიც ხომ დადიან და 4 ადამიანი რომ შევიდეს უკვე 2 ლარია, 2  ლარად კიდევ 2ჯერ დასვამ ბავშვს ატრაქციონებზე. მართალია შეიძლება ეს ფული იქაური ტერიტორიების დასუფთავებას და დაცვის ხელფასს ხმარდება სულაც, მაგრამ რავი ყველასთვის არ იქნება სავარაუდოდ იოლი გადასახდელი მე რეგიონის მოსახლეობას ვგულისხმობ სადაც ოჯახში 1 ადამიანი მაინც თუ მუშაობს რომ უკვე კარგია – თორე თბილისელებს რა უჭირთ მათთან შედარებით. ბომბორას პარკში საერთოდაც ფუფუნებაა ბავშვის კარგად გართობა. ნუ ეს ძალიან სოციალურ სფეროზე გადავერთე, გავაგრძელებ ისევ ბორჯომის პარკზე– ძალიან მოვლილია, სისუფთავეა, საკვები დაწესებულება არის, საბაგირო მუშაობს, დაცვა არის საკმაოდ ბევრი და რა გინდა მეტი? ბოლომდე ვერ ავედით რადგან თბილისშიც უნდა დავბრუნებულიყავით და ვჩქარობდით, მაგრამ შემდეგ კვირას თუ ავალთ მოგიყვებით.

კარუსელები 1 ლარი ღირს და საკმაო არჩევანია, ნაგვის ურნებიც არის, ნაყინის ქაღალდები დაბლა რომ არ დაყაროს პატივცემულმა ქართულმა საზოგადეობამ. პარკშივე არის სპეციალურად ბავშვებისათვის გამოყოფილი პატარა ტერიტორია “ზღაპრის ქალაქი” ლამაზი დეკორაციებით. მოკლედ მართლა ძალიან მოხიბლული ვარ და გული მწყდება რომ ბოლომდე ვერ ავედი.

სახლების ფასი როგორც გავიგე 300–600 ლარებში მერყეობს თვეში – ზუსტად არ ვიცი დაახლოებით ვწერ, მაგრამ ვფიქრობ რომ ნამდვილად ღირს წასვლა. ჯერ ერთი ძალიან მაგარი ჰაერია და სულაც რომ მთელი დღე ტყეებში იარო არის იდეალური ბავშვისათვის, მერე მეორე რომ უზარმაზარი ბაზარი აქვთ– ძალიან ნორმალური ფასებით, მესამე რომ მთელს ქალაქში სარემონტო სამუშაოები მიდიოდა, გზები გაყავდათ და რაღაც შენობებს არემონტებდნენ და ბოლოს ბორჯომის პარკი, გასართობის და დასასვენებლადაც იდეალური ადგილი.

ამ ვიდეოში ასე თუ ისე ჩანს შესასვლელი პარკის