Posts Tagged ‘gucci’

           ქალის ხელჩანთა არის ქალის გარდერობის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ალბათ ყველანი დამეთანხმებით.
             ქალის ხელჩანთა არის ინდივიდუალურობის გამოხატვა, ქალი მასში დებს მისთვის ყველაზე უფრო ახლო, ყველაზე უფრო ძვირფას ნივთებს.

        ქალის ხელჩანთა არის მისი განუყოფელი ნაწილი. ხომ ამბობენ რომ იმის მიხედვით თუ როგორ ჩანტას ატარებ, შეიძლება გავარკვიოთ როგორია შენი ხასიათიო :)
            საკმარისია ჩამოიკიდო მხარზე ან დაიჭირო ხელში მოდური ჩანთა და მორჩა, თავდაჯერებულობა და განუმეორებლობა ეგრევე ჩნდება :)
                                                             
           დიდ ბრიტანეთში არსებობს კიდეც ჩანთების ნაციონალური დღე, რომელსაც აღნიშნავენ 4 ოქტომბერს, ამ დღეს ტარდება ჩანთების ჩვენებები საკმაოდ ბევრი და საკმაოდ შთამბეჭდავი. არ ჩამოვრჩეთ ბრიტანელებს და ჩვენება თუ არა, ისე მაინც ვაჩუქოთ ჩვენს თავებს ახალი ჩანთა ჩანთის დღეზე.
 
               მე პირადად გადავწყვიტე რომ აუცილებლად შევავსო ჩემი ჩანტების მარაგი კიდევ 1 ჩანთით, აუცილებლად გამოვაქვეყნებ ამ შენაძენს ბლოგზეც :)
 
            სასურველია ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს რამდენიმე დანიშნულების და რამდენიმე დიზაინის ჩანთა ” на все случаи жизни”.
  კარგი ჩანთები გამოირჩევა 3 მნიშვნელოვანი თვისებით: სანდოობა, მოდური დიზაინი და ფუნქციურობა.
                                                                                                                                                                Christian Dior Diorita 1295$დამეთანხმეთ რომ თუნდაც დიორის ამ ჩანთაში რომელიც ამაზონზე 1295$ ღირს, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდით ფულს, როცა გეცოდინება რომ ეს ნამდვილი და ხარისხიანია, და ამ თანხას იხდი იმაში რომ ელვა შესაკრავი და ასე შემდეგ დეტალები არ გაუფუჭდეს .
 
 
     ქალების 90%ისათვის ასეთი უეცარი სურპრიზი, როგორიცაა ჩანთიდან პომადის თუ მობილური ტელეფონის გადმოვარდნა სხვადასხვა მიზეზების გამო, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქვე ახლოს იმყოფება სიმპატიური ახალგაზრდა რომელიც აუცილებლად დაეხმარება მას ამ ყველაფრის აკრეფაში და ამ გადმოვარდნილი ტელეფონის ნომერსაც კითხავს.
     ყოველთვის მაინტერესებდა ხოლმე რა ხდებოდა დეტალურად ამ დროს, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი რამ არასოდეს შემმთხვევია. მოკლედ რეზუმე მაინც ასეთია რომ გამძლე და ხარისხიანი ჩანთა ყოველთვის ჯობია. თუ რამეა გადმოყრა ამ ჩანტებიდანაც შეიძლება :D
ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031