დიეტა

დიეტა – ყველაზე საშინელი და ამაზრზენი ცნება დედამიწაზე. ის რაც ასე საჭიროა, ის რაც ასე რთულია და ის რისიც ძალიან გვეშინია …

მე პირადად სასტიკი წინააღმდეგი ვარ სუპერ დიეტების, 3 დღეში 5 კილო -ს მაგვარი სლოგანები რომ აქვთ ხოლმე და იმას არ გულისხმობს იმ 3 დღის მერე შეიძლება 7-8 კილო უკან აკრიფო თუ ძალიან ფრთხილად არ იქნები.

დიეტა ეს არის საქციელი – რომლისაც საშინლად ეშინია ჩვენს ტვინს, ქვეცნობიერს და თქვენ წრმოიდგინეთ ორგანიზმსაც კი.

მაშინვე როგორც კი ორგანისმი ხვდება რომ თქვენ მას გამიზნულად აკლებთ რაღაც საკვებს, მაშინვე უშვებს სიგნალებს ტვინთან და გაიძულებთ რომ 2ჯერ მეტად იტანჯოთ და 3ჯერ მეტად გშიოდეთ ვიდრე დიეტამდე

და მარტო ეს კი არ არის, გამიზნული დიეტის შემდეგ, ორგანიზმი ისეა შეშინებული რომ ყველა მიღებულ უკვე არადიეტურ საკვებს ელვის სისწრაფით იპყრობს და აგროვებს ქონის სახით ორგანიზმში.

ამიტომ მკაცრ დიეტებს და ორგანიზმის შეშინებას თავი დაანებეთ და გადადით უფრო ენერგიულ და ეფექტურ ცხოვრების სტილზე.

Continue reading