Posts Tagged ‘Karl Lagerfeld’
H&M მაღაზიათა ქსელი რომელიც ხშირად ხდება ახალი ამბების ეპიცენტრში. ეს არის მაღაზიები რომლების წინ მომხმარებელი საათობით მდგარა რიგში ახალი კოლექსიის მოლოდინში
საოცარი მასალა დევს თუნდაც იუთუბზე ამ რიგების შესახებ
2004 წლიდან Hennes & Mauritz -მა თანამშრომლობა დაიწყეს რამდენიმე მსოფლიო დონის დიზაინერთან, მათი იდეა იყო H&M მარკის ქვეშ შექმნილიყო სხვადასხვა პროექტები ცნობილი დიზაინერებისა და მოდელების მონაწილეობით.
გადაწყვეტილება საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, მოწვეულმა რამდენიმე ტოპ დიზაინერმა საკმაოდ მალე გახადა H&M პოპულარული.
პროექტში დიდი ადგილი ეკავა ასევე ფასის მიხედვით შედარებით ხელმისაწვდომი კოლექციების შექმნას.
H&M დღეისათვის მოიცავს ისეთ წარმატებულ დიზაინერებს როგორებიცაა:
Sonia Rykiel
Jimmy Choo
Matthew Williamson
Rei Kawakubo
Madonna with Margareta van den Bosch
Roberto Cavalli
Karl Lagerfeld
Viktor & Rolf
Stella McCartney

2004 წლის ნოემბერში განხოციელდა ამ თანამშრომლობის პირველი ეტაპი. ეს იყო კარლ ლაგერფილდის ექსკლუზიური კოლექცია მაღაზიათა H&M ქსელში. კოლექცია მოიცავდა ქალისა და მამაკაცის ტანისამოსს, აქსესუარებს და სუნამოს. და ეს იყო პირველივე წარმატება ამ თანამშრომლობის ქსელში, პროდუქცია არნახული წარმატებით გაიყიდა ორიოდე დღეში. ეს წარმატება ელვის სისწრაფით გავრცელდა მედიაში და უამრავი სტატია თუ გადაცემა დაეთმო, თუმცა თავად კარლ ლაგერფილდი არ დარჩა ამ თანამშრომლობით კმაყოფილი და განაცხადა რომ აღარასოდეს ითანამშრომლებდა H&M –თან, ეს მან ახსნა იმით რომ კოლექცია დამზადებული იქნა შედარებთ დიდი ზომებით ვიდრე კარლს ქონდა ჩაფიქრებული და ასევე იმით რომ კოლექცია გამოიშვა შეზღუდული რაოდენობით. ლაგერფილდი ყვებოდა რომ ის ქმნიდა ამ ტანისამოსს კოხტა ტანწერწეტა ადამიანებიისათვის და თანაც გათვლები ქონდა გაკეთებული უფრო მასიურ წარმოებაზე, ამიტომ ის ამ თანამშრომლობით უკმაყოფილო დარჩა. თუმცა აღსანიშნავია რომ კლიპი რომელიც ამ კოლაბორაციის გასარეკლამებლად გადაიღეს 2005 წელს კანის ფესტივალზე აღმოჩნდა და ვერცხლის პრიზი მოიპოვა
2005წ აღსანიშნავი იყო სტელა მაკარტნისთან ურთიერთობით, თუმცა აქ საინტერესო არ ყოფილა თავად კოლექცია, საინტერესო იყო ამ თანამშრომლობის გარეკლამების ისტორია. სარეკლამო სახედ აირჩიეს კეიტ მოსი, რომელის სულ მალე დაადანაშაულეს კოკაინის მოხმარებაში. ასობით პრიალა ჟურნალი და მედიის სხვა საშუალებები ელოდებოდნენ აღნიშნულ რეკლამებს, მაგრამ H&M მარკეტინგმა სწრაფად ირეაგირა და გამოაცხადა, რომ კომპანია სასტიკი წინააღმდეგია ნარკოტიკების გამოყენებისა და მოხმარებისა, ამიტომ მიუხედავად უამრავი ხარჯებისა მათ სასწრაფოდ გააქრეს სარეკლამო რგოლები და ფოტოები კეიტ მოსის მონაწილეობით.
2006 წელს H&M მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა ძალიან მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც აგებული იყო სიყვარულის თემაზე. ეს იყო ვიკტორ & როლფის კოლექცია რომელიც შეიცავდა როგორც სრულ სამოსს ასევე სხვადასხვა ნაწილებისაგან, კოქტეილის კაბებისაგან, აქსესუარებისა და თეთრეულისაგან.
რაც შეეხება სიყვარულის თემას, კოლექციიდან ქალის ყველა სამოსზე რაღაცნაირად მაინც იყო გამოსახული გული, ხოლო მამაკაცის სამოსზე ისარი.
To be continued ….


