Turquoise Jewelry Trend

leilanilook_22013 წლის ზაფხული წარმოუდგენელია მომწვანე-მოლურჯო აქსესუარების გარეშე.

ვერაფრით ვიხსენებ, როგორ შეიძლება იყოს ქართულად ეს ფერი Turquoise -ფირუზისფერიო მიკარნახეს 🙂

ხოდა მოკლედ ყველას მოგიწოდებთ 2013 წლის მცხუნვარე სეზონისთვის აუცილებლად შეიძინეთ ერთი ნივთი მაინც ამ ფერში. რეკომენდაციაა დიდი ქვები ან თვლები ამ ფერში. ასევე ამ სეზონზე დიზაინერთა რჩევაა ამ ფერების შეხამება ქორალთან (მარჯნისფერი) და ფორთოხლისფერთან.

მანამდე კი გადახედეთ გალერეას:

taa

Continue reading

თენგო, რომელსაც უყვარს “Vogue”

რამდენიმე დღის წინ ერთი უცნაური წერილი მივიღე ჩემი მკითხველისგან,  მწერდა ვინმე თენგო, რომელსაც უყვარს ჟურნალი Vogue

შინაარსი წერილის არ უნდა იყოს თქვენთვის საინტერესო, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება მიბმული ფაილი რომელიც აღმოჩნდა ამ ბიჭის ჩანაწერი, და მისი ნებართვით ვაქვეყნებ აქ 🙂

ისიამოვნეთ 🙂

“უბრალოდ ვიჯექი …..
არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ……
გადავწყვიტე დავმჯდარიყავი კომპიუტერთან. ინტერნეტში ვნახე chic muse _ს ჩემი საყვარელი ბლოგი, სადაც ძველი სტატია ამოვატივტივე პარიზის ქუჩის მოდაზე და გადავწყვიტე დამეწერა რამე, თუ როგორ ესმით თბილისში ქუჩის მოდა და არსებობს თუ არა ის.
დავფიქრდი და გამახსენდა რომ ადრე მქონდა ნანახი ერთ ბლოგსა და რომელიღაც საიტზე თბილისის ქუჩის მოდის სურათები და სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე მაინც გამოირჩეოდა მასისაგან.
საზღვარგარეთ არსებობენ ფოტოგრაფები სპეციალურად იმისათვის რომ დააფიქსირონ ქუჩის მოდა, არსებობს ბლოგები სადაც ქვეყნდება გარეთ მოსაირულე ხალხის ჩაცმულობა, ჩვეულებრივ ადამიანებშიცაა შესაძლებელი იპოვო პიროვნება, რომელსაც გააჩნია საკუთარი სტილი, არ ბაძავს სხვას და ტანსაცმელში თავს გრძნობს კომფორტულად და არა ისე როგორც ჯოხი ტომარაში, ასეთი ადამიანები კი იშვიათობაა.
თბილისის მოსახლეობამ იცის ამოჩემება, ხან ზოლიანი ზედები აცვია ყველას, ხან რეიბანები უკეთიათ, ხანაც შავ-თეთრი შარფი…
თუ კარგად მოძებნი იმას რაც გინდა, შესაძლებელია ბააზრობაძეც მიაკვლიო მას და არა მხოლოდ ძვირიან ბუწიკებში იარო და მერე იმაზე იალპარაკო თუ რამდენი გადაიხადე ზედაში რომელიც თავისუფლად შეიძლება ბაზრობაზე 2-ჯერ იაფად იყიდო, მაგრამ უნდა ხვდებოდე რომ შავ-თეთრი შარფსა და მსგავს “გაბაზრებულ” ნივთებს თუ შეიძენ და ატარებ, არ იქნები გამორჩეული და დამესგავსები მასას და მსგავს შემთხვევაში კი , არ უნდა გეწყინოს , როდესაც გეტყვიან რომ არ გაქვს სტილი და არც უნდა გქონდეს ამაზე პრეტენზია.

მოდა ის კი არაა რაც ყველას აცვია, მოდა ისაა რაც გიხდება. ეს ფრაზა ზედმეტად გაცვეთილია, მაგრამ მაინც უნდა გავითვალისწინოთდა ვეცადოთ გემოვნებიანად ჩავიცვათ.
ჩემი რჩევაა : ატარეთ აქსსესუარები და მერწმუნეთ ჩაცმულობას ხვანაირ ელფერს მიანიჭებთ.

ბიჭი, რომელსაც უყვარს VOGUE”