Posts Tagged ‘motherhood’

         გუგლის კალენდრის მიხედვით, რომელშიც ჩემი საშინაო დავალებებია ჩაყრილი ჩემივე მიერ, ხოლო უნდა შეფასდეს სვითი “მასწ” ის მიერ, დღევანდელი პოსტი უნდა იყოს ჩემზე და ჩემს მოცუცქნულზე.
       სიმართლე გითხრათ მომენატრა ამ თემაზე წერა.
      DSC04520 19ში 4 თვის გახდება ჩემი პატარა :) დრო დროზე ჩქარა მიქროდაო – ახლა ვხვდები ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. ყველაზე ნელა პირველი 40 დღე გადიოდა, როცა აბსოლუტურად მარტო ვუვლიდი ბავშვს და საოცრად მტანჯავდა. დანარჩენი პერიოდი უფრო მალე გავიდა, ალბათ რომ გაიზარდა და უფრო იოლი გასაზრდელი გახდა იმიტომ.

             არ მინდა ბანალური პოსტი გამომივიდეს, ტიპა “ვაა რა ყოფილა ეს შვილი, გადამრია, გამაგიჟა”. მაგრამ რეალობა ზუსტად ასე ჟღერს.
            მახსოვს გათხოვებამდე ხშირად მესმოდა ფრაზები “შვილის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობსო” და მაგდაგვარები. იცით როგორი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რო მატყუებდნენ, რო “პავადოკს” მიკეთებდნენ ყელზე და სადღაც მიმათრევდნენ, რო უღელში მაბავდნენ, რომ რაღაცას შეუძლებელს მოითხოვდნენ ჩემგან რისი განხორციელების სურვილიც კი არ მქონდა. და ეხლა ვხვდები რომ რა ბნელი ვიყავი თურმე.
 DSC04501დედობა – არანაირად არ არის ვალდებულება, იდიოტია ვინც ამას ფიქრობს
   ვერავინ ვერ დამა ვალდებულებს მყავდეს შვილი, ვერავინ ვერ მომთხოვს რატომ არ გააჩინე გოგო ან რატომ არ გააჩინე ბიჭიო.
მაგრამ დრო დგება და შენ თვითონ ხვდები რომ ბედნიერი ხარ
 ხოდა დედობა – არანაირად არ არის ვალდებულება, დედობა ბედნიერებააა.
                ეს არის უდიდესი სიყვარული, რომელსაც ტანიც აქვს , თავიც, ფეხიც, ხელიც, თვალებიც, პირიც, სუნიც, გემოც და ხასიათიც.
   ეს ის გრძობაა სამსახურიდან სახლისაკენ 120-140კმ/სთ სიჩქარით რომ მიგაქროლებს, ღამე რომ გაღვიზებს 3ჯერ-4ჯერ და მიუხედავად იმისა რომ საშინლად გეძინება, იცი რომ არა მარტო გაიღვიზებ და აჭმევ არამედ ღამესაც გაათენებ და თუ საჭიროა სასეირნოდაც წაიყვან შუაღამეზე. ეს ის გრძნობაა შენს ხელებზე რო იძინებს მკერდთან მოხუტებული და ჩაძინებამდე რამდენჯერმე რომ ამოგხედავ ძილმორეული თვალებით რომ დარწმუნდეს ხომ შენ გიჭირავს, ხომარ შეუცვალეს დედიკო.

   DSC04474         ეს ის საოცრებაა სამსახურიდან შენი მოსვლის დრო რო იცის და ტირილს რო იწყებს მალე მოდი სად ხარო, და რომ მიხვალ ბოლომდე გახსნილი პირით რომ იცინის შენს დანახვაზე.
 გუშინ ხელებში ვაძინებდი და ერთი ხელი ხომ მოყოლებული ქონდა იმ მხარეს რომლითაც მივიხუტე, მეორე ხელით ისე საყვარლად მაყოლებდა სახეზე ხელს კინაღამ დავახრჩე კოცნებით, უნდოდა ეს ხელი რამეზე მოეკიდა ჩემს სახეზე, ჯერ ლოყებზე მეფათურა მაგრამ პრიალა რომ იყო ვერ მოკიდა კარგად თავისი ხელუცუნა, მერე ცხვირზე ჩამებღაუჯა, მაგრამ ცხვირი ცივი მქონდა და არ ესიამოვნა, მერე ტუჩებზე ჩამავლო ხელი და ვერ მოვითმინე კოცნა დავუწყე და ისევ გაწია და ბოლოს იპოვა სასურველი თბილი და ტბილი ადგილი, ჩემს კისერზე წინ კანი ხო რბილია, გამოწია ის კანი და ჩაებღაუჯა იმ კანს და ესე დაიძინა.
 ეს ისეთი მომენტებია რო ხვდები რომ ყველაფერს გააკეთებ ამ არსებისათვის …
არადა უკვე იზრდება, ნელ ნელა ტიტინს იწყებს, სატამაშოები უკვე კარგად უჭირავს ხელში, მუცელზე თუ დავაწვენ გადატრიალებას ცდილობს… ნელ ნელა ვითარდება და ზუსტად ვიცი რო საოცრად მომენატრება ამხელა …

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=GLfPgnmnNg4]

რამდენი რამე მაქვს დასაწერი, რამდენი რამე მოხდა ამ დღეებში ჩემს ცხოვრებაში
ძალიან ტკივილიანი, ძალიან ცრემლიანი და ძალიან ბედნიერი დღეები
ცრემლიანი დღეები ორნაირი იყო: თავიდან ტკივილის ცრემლები და მერე უკვე ბედნიერების და აღტაცების ცრემლები
დღეს მოვედით ჩვენს სახლში როგორც იქნა 6 დღის ლოდინის შემდეგ
დღეს არ მაქვს თავი ბევრის დაწერის, ადაპტაციის და თავის მოვლის პროცესს გავდივარ, ხვალ იმედია დავწერ ბევრ სასარგებლო რამეს რაც შემდეგ ორსულებს გამოადგებათ

Photo0142

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031