PayLess

სრულ შოკში ვარ, გაღიმებული, ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ვზივარ . . .

ვიბადრები

და ვკაშკაშებ

დღეს მეორე პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი მაგრამ ასეთი რამე როგორ არ უნდა დავწერო არ ვიცი.

პირველად taa.ge-ს ისტორიაში, ბლოგი მოხვდა პრიალა ჟურნალის ფურცლებზე, თან ისეთი საყვარელი ტექსტი ახლავს რომ მემილიონეჯერ გადავიკითხე უკვე.

მოკლედ დღეს ჩვენთან გადამღებმა ჯგუფმა მოიტანა ჟურნალი ფეილესი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და იქ განთავსებულ ვაუჩერებს ძალიან ხშირად ვიყენებ კიდეც.

გარდა ამისა ახალი ნათების რეკლამა ყოველთვის დევს ამ ჟურნალში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენთან და თანამშრომლები იწერენ კიდეც, რათა იქ არსებული ვაუჩერები გამოიყენონ.

ხოდა როგორც კი წავიდა გადამღები ჯგუფი, გავხსენი ჩემი სახელით და გვარით დასათაურებული კონვერტი და ვათვალიერებ ჟურნალის ფერად გვერდებს, როდესაც ერთი სურათი მომხვდა თვალში, ჩემი სურათი – რომელიც სავარაუდოდ ფეისბუქიდან მომპარეს 😀 😀 😀

და უსაყვარლესი ტექსტი, როსთვისაც უზომოდ დიდ მადლობას გიხდით მთელს ფეილესის გუნდს.

ძალიან გამახარეთ, მასიამოვნეთ და მეცხრე ცაზე შემომასკუპეთ

მადლობააააააააააააააააა

დილის ჰარმონია

ყოველი დღე რაღაცით გავს ერთმანეთს და მაინც რაღაცით განსხვავდება ერთმანეთისაგან.

ყოველ დილას ვიწყებ სამსახურის მეილის, საკუთარი მეილის და ფეისბუქის გვერდებით, ეს როდესაც უკვე 10 საათია და სამსახურში მოვედი…

ზოგადად ჩემი დილა იწყება სტარბაქსით, სიგარეტით და პარალელურად ვიკიკოსთვის ფაფის კეთებით. დღეს ჩემი დილა ყავასთან და სიგარეტთან ერთად Payless-მა გაახალისა, დღეს შაბათია და აუცილებლად ვაპირებ მასში არსებული რამდენიმე  ვაუჩერის გამოყენებას: ბოულინგი, ბილიარდი, კინო …

სამსახურის საქმეებზე ამ ბოლო დროს ისედაც ბევრს ვწერ და მკითხველმა იცის რომ აქცია მიმდინარეობს ჩვენს ქსელში და მიხარია რომ აქტივობა მომხმარებლისგან საკმაოდ დიდია. საქმეც ბევრია, მაგრამ ეს კარგიცაა რადგან განსაკუთრებით ვარ გადართული ვორკაჰოლიკურ ტალღაზე.

დღეს შაბათია, ის დღე როდესაც ეძღვნება ჩვენს საიტს, კარგი ამბავი ისაა რომ საიტის სრულ რეორგანიზაციას ვაპირებთ, რაზეც ჩემი უფროსის თანხმობა მივიღე და ძალიან ბედნიერი ვარ რომ მალე გაცილებით მარტივი და სოლიდური საიტი გვექნება, მანამდე კი მე შაბათობით ვზივარ და პრექტებში ახალ სურათებს და ახალ პროდუქციას ვამატებ შესაბამის განყოფილებაში …

ეს “MEDI CLUB GEORGIA”-ს დერეფანია, თუ ვინმე ხართ ამ სამედიცინო დაწესებულებაში დარწმუნებული ვარ მოიხიბლებოდით, ამ კომპანიას უდიდეს პატივს ვცემ რადგან ნამდვილად კარგად იზრუნეს როგორც ინტერიერზე ასევე განათებაზეც. ეს მხოლოდ 1 დერეფანია, მთელი ცენტრი ძალიან კარგად და ხარისხიანად არის განათებული და სრულად “ახალი ნათების” სანათებით. ჩვენს საიტზე ნახავთ კიდევ უამრავ პროექტს რომელიც ჩვენი განათებულია და დარწმუნდებით რომ ეს არ არის მხოლოდ პროჟექტორი ან რაღაც სანათი, ეს მთელი ჰარმონიაა რომელსაც არქიტექტურა და განათება ქმნის …

კიდევ რითი გავს ჩემი დღეები ერთმანეთს?

ფესქბუქზე აქტიურობით

და რამდენიმე ბლოგით რომლებსაც ყოველდღე ვსხნი

გინდათ გაგიზიაროთ?

ბრენდის სამზარეულო

ნინოს უძრავი ქონების სამყარო

ვადერის გემოვნებიანი ბლოგი

PR HYPERMARKET

ჰექსუნია – ენატკბილი + ენამწარე

ვასასი –  ენატკბილი + ენამწარე 2

ბექა – დოინ – უნიჭიერესი ახალგაზრდა

და რამდენიმე ბლოგი რომლებიც შედარებით პასიურ რეჟიმზე არიან გადასულები და იშვიათად თუ “მოიწერებიან ხოლმე რამეს “ :D 😀 😀