Posts Tagged ‘playing mashines’

ჯერ კიდევ კვირას მინდოდა ამ პოსტის დაწერა ცხელ-ცხელ შთაბეჭდილებებით, მაგრამ ვერ მოვახერხე და ახლა ვწერ.  ეს პოსტი არის გაგრძელება ჩემი პროექტისა, მაგრამ ამ თემაში ისევ წყნეთის “კოპალას” განვიხილავ.

შაბათს ვიკიკოს მამიდან და ბებიამ სურპრიზი გაგვიკეთეს მე და დიმას და ბავშვი დაიტოვეს მთელი ღამით, შესაბამისად ჩვენც მოგვეცა საშუალება საკმაოდ გვანამდე გავჩერებულიყავით სადაც გვინდოდა.

არჩევანი “კოპალაზე” გავაჩერეთ, წავედით მაკდრაივში, ვიყიდეთ 4 ბიგმაკ მენიუ 2-ის ფასად, 4ნი ვიყავით: მე, დიმა, ხატია და გიო. გემრიელად ვჭამეთ და დავაწექით წყნეთისკენ, პირველად ვიჯექი წყნეთის გზაზე საჭესთან და მიუხედავად ალაგ-ალაგ მოყინულებისა, საკმაოდ იულ გზად მომეჩვენა. არადა ბევრისგან გამიგია რომ საკამოდ რთული და ცუდი გზა არისო.

მივედით, ჩავიცვით ბოულინგის სპაციალური ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს. ამოვიცვით ბახილები და შევედით. მე თავიდან ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი, დიმამ გამაბრაზა :) და ვერ ვთამაშობდი. მერე ნელ ნელა მოვედი ხასიათზე.

სიტუაცია ბოულინგ კლუბში არის ძალიან კარგი, ძალიან ყურადღებიანი მომსახერე ადმინისტრატორი და ტექნიკოსი. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მიმტანებზე, ცოტა გაბნეულები არიან. ესპრესო არ ქონდათ, რაც ამხელა კლუბისთვის ცოტა არ იყოდ და დიდ მინუსად მომეჩვენა, თურქული ყავა შევუკვეთეთ და ისეთი საშინელება მომიტანეს, ბოდიშით და ცოტა მაკლდა გადმოფურთხებას. Read the rest of this entry »