Posts Tagged ‘prime fitness’

ადრე დავწერე უკვე რომ ორშაბათიდან დავიწყე იოგაზე სიარული და ვიცი რომ გოგოები ელოდებიან ამ პოსტს.

გუშინ მეორედ ვიყავი უკვე, ჩემი შეხედულებები და რჩევები

1. ძალიან მაგარია, ძალიან კმაყოფილი და ხალისიანი გამოვდივარ, ორგანიზმი ბევრად უფრო ელასტიური და პლასტიკური ხდება. თან ჩემი მასწავლებელი მაქებს კარგი მონაცემები გაქვს საკმაოდ მოქნილი ხარო და ვფიქრობ ხომ არ გავყვე ამ მიმართულებას მეთქი

2. თუ ვინმეს გონია რომ იოგით ვერ გახდება, ძალიან შემცდარა – 3ჯერ მეტად ვიღლები, სამჯერ მეტად არის სხეული დატვირთული + არ ჭამოთ ვარჯიშის მერე და იდეალური სხეული გექნებათ

Read the rest of this entry »

    როგორც იქნა …………..

მეღირსა, რასაც ქვია

გავაღწიე ყოველდღიურობიდან, ბავშვი გადავაბარე მამიკოს და ბებიკოს და დროა ჩემს თავსაც მივხედო. კვირაში 3 დღე ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი 7საათზე პრაიმ ფიტნესის დარბაზი მელოდება ხოლმე, თავისი აერობიკის ინსტრუქტორით.

  ბავშვი რომ გავაჩინე, მესამე თვიდანვე მინდოდა დაწყება, მაგრამ იმის გამო რომ ვიკიკო ძალიან მტირალა იყო ვერავინ ვერ იტოვებდა, ახლა ცოტა დაჭკვიანდა და მეც შემიძლია მშვიდად ვივარჯიშო.

  ბოლო 1 თვე აქტიურად ვეძებდი ადგილს თუ სად მევარჯიშა, ისე რომ მაქსიმალურად მოსახერხებელი ყოფილიყო ჩემთვის. ბევრი კლუბი და მინი სპორტული დარბაზი მოვიარე და ბოლოს მაინც აქ შევჩერდი. იქ სადაც ადრე ვვარჯიშობდი, ძალიან მაგარი ინტრუქტორი გვყავდა, 1 საათი და 20 წუთი გვავარჯიშებდა და სიქას გვაცლიდა ხოლმე, მაგრამ იქ ელემენტარული კომფორტი არ იყო, საშხაპე სულ 2 იყო, ვვარჯიშობდით 9-12 ადამიანი და სულ რიგებში და დასწრებაზე ვიყავით ხოლმე.

აქ რომ მივედი ყველაფერი ეს დავათვალიერე და საშხაპე ჩემდა სასიხარულოდ იმდენია, მოვარჯიშე რომ არ არის, შედი და თუ გინდა 2 ცალში ერთად გადაივლე :)

  თავიდან ვაკის პრაიმში მინდოდა სიარული აკვა აერობიკის და აუზის გამო, მაგრამ ძალიან მოუხერხებელია ჩემთვის ტერიტორიულად, აქ სამსახურიდან გამოვალ და 5 წუთში გლდანში ვარ ხოლმე :)

ეს არის შესავალი დიდი პროექტისა, რომელიც დიდი ხანია გეგმაში მქონდა, პროექტი არის ფარგლებში “სად მოვუაროთ თავს, ვინ რას და რა ფასად გვთავაზობს”  ასე რომ stay with me და ტქვენ გაიგებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას.

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
August 2010
M T W T F S S
« Jul    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031