Desigual @Tbilisi Mall

Welcome to the world of colors and prints...

logo_DSGLმხოლოდ ერთი ნაბიჯი და ფერებისა და პრინტების სიუხვეს რაღაც სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ.

Desigual – მართლაც ნამდვილი ესპანეთია, მზით გამთბარი, ზღვასავით ლაჟვარდოვანი, ესპანელი ქალებივით ეშხიანი და ესპანელი კაცებივით მიმზიდველი.

ყველა სამოსს, დეტალს თუ აქსესუარს არნახული ენერგია დაჰყვება, თუმცა ამავდროულად თითოეული მათგანი საოცრად ჯიუტი, კაპრიზული და მომთხოვნია. მათთან ურთიოერთობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება თორემ ოდნავი გადამეტებაც  გამოუსწორებელ შედეგთან მიგიყვანს.

წლების წინ გავიცანი ეს ბრენდი ინტერნეტიდან და იმ დღიდან შეყვარებული ვარ მის პალტოებზე, თრენჩებზე და ჩანთებზე.

ერთადერთი ნივთი რომელიც აქამდე გამაჩნდა ამ ბრენდისგან საოცრად მოხატული ტოპი იყო, დღეს კი ჩემი ბლოგის წყალობით კიდევ ერთი ნივთი შეემატა.

სპეციალურად taa.ge-სთვის,  Tbilisi Fashion Week-ის მსვლელობისას ერთ ერთი ჩემი ლუქის გამორჩეული ნაწილი იქნება სწორედ ბრენდით Desigual.

მანამდე კი შეიხედეთ ამ საოცარ მაღაზიაში taa.ge-სთან ერთად და აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რომელია თქვენი ფავორიტი ლუქი. Continue reading

ZARA opening in Tbilisi

გუშინ საღამოს 20:00-ზე ოფიციალურად გაიხსნა ზარას პირველი მაღაზია საქართველოში. მაღაზია მდებარეობს  – ზაჰესისა და მცხეთის გასაყართან მდებარე უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში – Tbilisi Mall – რომელიც უდაოდ გახდება Paradise For Shopaholics. ტერიტორია არის უზარმაზარი, მაღაზიებიც იქნება უამრავი.

საღამოს წამყვანი იყო თიკა ფაცაცია და ვინმე მამრი, კარგად ვერ მოვკარი ყური ვინ იყო. ისაუბრა ვერა ქობალიამ თავისი “მშვენიერი ქართულით” და გვაცნობა რომ ზარა საქართველოში წელს გახსნის კიდევ ერთ მაღაზიას რუსთაველზე (რა ამბიციურები არიან 🙂 თბილისში რუსთაველზე, კიევში ხრეშატიკზე, მილანში დუომოზე :D) და 2012 წელს გაიხსნება ზარა ბათუმი – მშვენიერია 🙂

შოურუმი არის 2 სართულიანი, პირველი და საკმაოდ გრანდიოზული სართული ეძღვნება ყველაზე მანიაკ შოპაჰოლიკებს, ანუ ქალებს და მეორე სართული გაყოფილია მამაკაცებისა და ბავშვების განყოფილებად. Continue reading