Posts Tagged ‘Tobia Scarpa’
მოდა არ აისახება მხოლოდ ტანსახმელში, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებში. მოდა ეხება ინტერიერსაც. დღეს თუ შავ-თეთრი ინტერიერია მოდაში, ხვალ ეს ყველაფერი შეიძლება აბსულუტურმა სიჭრელემ შეცვალოს, შემდეგ შეიძლება პასტელური ფერები შემოვიდეს, შემდეგ გოთიკა ან ისევ კლასიკა და ასე შემდეგ.
ისევე როგორც სამოსის სამყაროში, ავეჯისა და განათების სამყაროშიც არიან ბრენდები რომლებიც კარნახობენ მსოფლიოს მოდას. ერთ ერთი მათგანია ჩემი მუზა … FLOS
ბრენდი რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქსელში არ მოიპოვება საოცარი სიძვირისა და საკმაოდ მცირე ასორტიმენტის გამო.
FLOS _ ბრენდი რომელმაც შეცვალა განათების კონცეფცია. ბრენდი რომელსაც ყავს საკმაოდ ძლიერი დიზაინერები, რომლებიც არ ერიდებიან ყველაზე პროვოკაციული მოდელების შექმნასაც კი. ბრენდი რომელიც მუდმივად ეძებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და მასალებს.
ფართო არჩევანი, უმაღლესი ხარისხი, ინოვაციური განათება, რომელიც შექმნილია იმისათვის რომ მოერგოს ნებისმიერ გარემოს და ინტერიერს. არჩევანი რომელიც იწყება საშუალე ფასებიდან (რაც ჩვენთვის უკვე ძვირია) და ადის ფუფუნების საგნებამდე(LUXURY LIGHTING). ეს არის სრულყოფილი დიზაინი და ბალანსირებილი განათება ნებისმიერი სივრცისათვის.
Fლოს 1962 წელს მერანოში დაარსდა DINO GAVANA-სა და CESARE CASSINA-ს მიერ, რომლებსაც სურდათ ეწარმოებინათ თანამედროვე სანათები. ახალი განათების კონცეფციების განვითარებისათვის მათ თავი მოუყარეს ცნობილ დიზაინერებს :
ACHILLE CASTIGLIONI, PIER GIACOMO CASTIGLIONI & TOBIA SCARPA. პირველი მათი მონაპოვარი იყო ე.წ. აბრეშუმის ჭიის პარკი “COCOON” ძალიან დამყოლი მასალა.



