Screenshot 2019-07-18 12.53.16

The Beauty Bag

რაღაც დიდი ხანია Beauty Product -ებზე არ დამიწერია, არადა რამდენიმე ახალი საყვარელი პროდუქტი გამიჩნდა და მინდა რომ აუცილებლად გაგიზიაროთ.

არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ეს პოსტი 21 ნოემბრიდან მაქვს დადრაფტული და ვერასდროს ვერ მოვახერხე დასრულება.

ხოდა ამ ბოლო დროს იმდენი საინტერესო Beauty ამბავი მოხდა ქვეყანაში, მეც გამახსენდა ეს პოსტი და გადავწყვიტე გამოვაქვეყნო.

  1. AHAVA Deadsea water mineral hand cream!

დავიწყებ უსასრულო მადლიერებით ამ პროდუქტის მიმართ, რომელმაც მთელი ზამთრის განმავლობაში ჩემი ხელები გადაარჩინა და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ამაზე უკეთესი ხელის კრემი არასოდეს მიყიდია!! Continue reading

viaderm_medium

ინგრედიენტების ჯადოსნური კომბინაცია

ალბათ სათაურის წაკითხვისას გაიფიქრეთ ნეტავ რაზეა საუბარიო

ხოდა თუ გაიფიქრეთ დაინტერესდებოდით კიდეც, თუ რა აღმოვაჩინე ახალი და ჯადოსნური.

სიმართლე რომ ვთქვათ ახალი არა, მაგრამ ჯადოსნური ნამდვილად აღმოვაჩინე.

ჩემი ბლოგის ყველა მკითხველმა ისედაც იცით, რომ სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ გარედან არ ხდება და მნიშვნელოვანია ისიც თუ რითი ვიკვებებით და რას ვსვამთ.

ხოდა ამ შემთხვევაში ზუსტადაც რომ ჯადოსნურად დაბალანსებულ საკვებ დანამატზე მინდა მოგიყვეთ.

ეს ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს, ამ კომპანიის მიერ ჩატარებულ არაჩვეულებრივ პრეზენტაციაზე გავიგე სადაც დაგვასაჩუქრეს კიდეც ამ საუცხოო პროდუქტით.


11169619_1647034345519764_9037269061095457433_o

ჩემი აღმოჩენა ერთ ერთი ჩეხური ბრენდის ნუტრიკოსმეტიკური საშუალება:    ვიადერმია   –   თვისი უნიკალური შემცველობით. Continue reading