2 (1)

LIYA x KÁSHKASH

აი მართლა ვერ წარმოიდგენთ რამდენი ხანია მინდა ამ პოსტის დაწერა და გამოქვეყნება, სულ მცირე რამდენიმე თვეა.  იმავე დღიდან, რა დღესაც შევიტყვე რომ ამ საოცარ ამბებს ვიწყებდით. მაგრამ გაგახსენდებათ ალბათ გაზაფხულზე რა ხდებოდა მთეს მსოფლიოში და შესაბამისად ჩვენს თავს, რამაც ბუნებრივია გამოიწვია ამ ყველაფრის დაგვიანება.

გადავიდეთ მთავარზე, მათთვის ვისაც აინტერესებს რა (ვინ) არის LIYA – შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკზე – https://liya.ge/

ვინც ჯერ კიდევ არ იცნობს და არ იცის, რომ KÁSHKASH არის ერთ – ერთი პირველი ქართული სქინქეარ ბრენდი, ორიოდე სიტყვით მოგიყვებით და საიტსაც განახებთ, სადაც შეძლებთ ამ საოცარი პროდუქტის შეძენას – https://kashkash.me/en/.

კაშკაშს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს, ბრენდი მისი ერთ ერთი დამაარსებლის ქეთო გიორგობიანის სამზარეულოს მაგიდაზე დაიბადა 2018 წელს დაბადების დღეზე ნაჩუქარ ეთერზეთების ტესტირების ნაკრებთან ერთად. ქეთომ ასევე სადღაც გამოძებნა ბებიას კანის მოვლის საშუალებების ფორმულების ნაკრები და სრულად გადაეშვა ამ ჯადოსნურ სამყაროში, ჩვენ კი შედეგად მივიღეთ სრულად ზღაპრული და გადასარევი პროდუქტი, რომლის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ორგანული (vegan) ინგრედიენტები და შესაბამისად ჩვენს კანს აბედნიერებს და აკაშკაშებს.  Continue reading

31ff8f4331e2caf49d3540fb70d69cb7

Pixi Beauty Skincare

შესაძლოა საქართველოში ბევრმა ადამიანმა არ იცის ეს ბრენდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტეს თქვენგან ერთხელ მაინც სმენია მათი საკულტო პროდუქტის შესახებ, რომელმაც გადააჭრელა ინტერნეტის ბიუთი სფერო და რომელმაც აალაპარაკა უამრავი ადამიანი – ეს არის მისი უპოპულარულესობა – Pixi Glow Tonic. 

Pixi Beauty ან უბრალოდ Pixi დაახლოებით 20 წლის წინ შექმნა წარმოშობით  შვედმა მოდელმა და შემდეგ მეიქაფ არტისტმა Petra Strand. 

With the arrival of Pixi by Petra, another piece of London comes to Los Angeles - Los Angeles Times

4 შვილის დედამ, ბრენდი ფაქტობრივად საკუთარი სამზარეულოს მაგიდაზე დააარსა და მთავარ მიზნად დაისახა პროდუქცია ყოფილიყო სრულად ბიო ინგრედიენტებზე დაყრდნობილი + cruelty free  და მარტივად გამოსაყენებელი. Continue reading

ciate-london-2

Ciaté London

Let’s talk about happiness!

პოსტის შთაგონება არის ფეისბუქ გვერდი Black Market – სადაც მართლა პაწაწუნა ბედნიერებებს ვუზიარებთ ერთმანეთს და სადაც ვიყიდე ჩემი პირველი Ciaté პროდუქტი.

Ciaté – ჩემთვის არის ახალგაზრდობა, სიხალისე, ენერგია, სიგიჟე, გლითერი ყველაფერში, წვეულებები და გართობა – რაც ასე ძალიან გვაკლია ამ გლობალური პანდემიის პირობებში და რამაც გადამაწყვეტინა ამ პოსტის დაწერა.

Screenshot 2020-11-09 13.22.14 Screenshot 2020-11-09 13.23.25

2009 წელს, ერთმა ენერგიულმა, პროდრესულად მოაზროვნე ფრჩხილის ტექნიკოსმა  – Charlotte Knight -მა, ჩვენთან “მანიკურშას” რომ ეძახიან, გადაწყვიტა რომ არ უნდოდა ჩარჩოებში ჯდომა და  მიზნად დაისახა ფრჩხილის მოვლის ინდუსტრიაში განსხვავებული ხედვა და სრულიად ახალი ფორმულები შეეტანა. Continue reading

cosmetics_image2

CBD and Hemp Beauty Products

სიმართლე გითხრათ, მე თვითონაც მიკვირს ჩემი ბლოგის დაშბორდი რომ მაქვს გახსნილი და პოსტს რომ ვწერ, იიმდენი ხანია არაფერი დამიწერია. მაგრამ როგორც ამბობენ Never Say Never!!

დავიწყებ იმით, რომ ოქტომბერი და ნოემბერი ჩემთვის პირადად არის “Beautification” პერიოდი, როდესაცა მთელი ზაფხულის განმავლობაში რუჯისა და მარილიანი წყლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი კანი მომყავს მწყობრში. ამჯერადაც კოსმეტოლოგებში და ესთეტიკურ ცენტრებში სიარულის, ყველანაირი გაწმენდისა და პროცედურების შემდეგ დადგა დრო  ბიუთი პროდუქტების განახლების. განახლებას კი მე ვეძახი ახალი ბრენდების აღმოჩენას, აქამდე უცნობი პროდუქციის სერჩვას და დატესტვას. ამ პროცესში მყოფმა აღმოვაჩინე რომ სილამაზის ბაზარი უხვად გვთავაზობს მარიხუანასა და CBD (cannabidiol) შემცველობის პროდუქტს, რამაც ძალიან დამაინტერესა და გადავწყვიტე მომეძებნა ინფორმაცია და გამეზიარებინა თქვენთვისაც.

პირველად ცხოვრებაში დაახლოებით 2017წ. ამსტერდამში აღმოვაჩინე რომ The Body Shop- მა დაამატა მარიხუანას შემცველი პროდუქტების ხაზი და მაშინ შევიძინე ხელის კრემი მხოლოდ. კრემი საკმაოდ კარგი იყო, სიამოვნებით გამოვიყენებდი ახლაც და რაც მთავარია არც გამოკვეთილად შემაწუხებელი (ბალახოვანი) სუნი არ ჰქონდა. Continue reading