Well Done! PR Club 2 years Anniversary

მაშინ როდესაც,

მე და ჩემი ასაკის (+/-2-3წელი) ბავშვებს სკოლაში მისვლა აღარ გვიხაროდა, რადგან აღარავინ გვთხოვდა პალტოები გაგვეხადა, სადაც საკლასო ოთახების გარესამყაროდან იზოლაციისათვის ფანჯრებს სკოჩებს ვაკრავდით და კერასინკასთან გარშემორტყმულები ვსაუბრობდით ისტორიაზე, ლიტერატურაზე, გეოგრაფიაზე და ასე შემდე… როცა პურის რიგებიდან გათოშილები ამოვდიოდით სახლში, როცა შუქის მოსვლას არაადამიანური შეძახილებით და არაადამიანურად ბედნიერები ვხვდებოდით, როცა დავივიწყეთ რომ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით და ცხოვრებამ საოცარი საზრუნავი გაგვიჩინა . . .

იქ სადღაც, მაშინდელი კამოს ქუჩაზე კონკრეტული ადამიანები უკვე იცნობდენ პიარს, როგორც დისციპლინას და ქვეყანაში სადაც ბიზნესები “არ არსებობდა” ან თუ არსებობდა რა იყო ყველას კარგად მოგეხსენებათ, საუბრობდნენ პიარის დანერგვასა და განვითარებაზე საქართველოში.

და მე 2007-08 წლებში, მაშინ როდესაც პირველად დავიწყე ფიქრი “პიარშიცობაზე”, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ პიარს საქართველოში ასეთი იდუმალი და რაღაცანაირად “იატაკქვეშა” დასაწყისი ჰქონდა.

და 5 აპრილს, როდესაც ყველანი გასუსულები ვუსმენდით მარიკა დარჩიას, რომელიც ამ ამბებს გვიყვებოდა, დარწმუნებული ვარ ყველამ რაღაც საოცარი შეთქმულების ნაწილად ვიგრძენით თავი. თითქოს რაღაც უდიდესი საიდუმლო გაგვანდესო და ჩვენც ამაყად უნდა ვატაროთ ეს საიდუმლო.

  — აი ასეთი იყო პიარ დღეები 2014.

Continue reading →

PayPal Launch in Georgia

მარტო მე ერთი – ვიცნობ ასეულობით ადამიანს ვისაც Paypal-ის საქართველოში შემოსვლაზე უოცნებია და არა მხოლოდ უოცნებია, უმოქმედია კიდეც რომ რამე შეეცვალა ამ მიმართულებით.

რა გზებს არ მიმართავდნენ, რა ლეგალურ თუ არალეგალურ ხერხებს, მაგრამ წლების მანძილზე ოცნება ოცნებად რჩებოდა …

ვიდრე!!!

თბილისი, 11 აპრილი

„ფეი ფალი“ საშუალებას აძლევს ქართველ მომხმარებლებს
გახსნან ფეი ფალის ანგარიში და ინტერნეტის საშუალებით
შეიძინონ ნივთები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დღეიდან ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მისთვის სასურველი ნივთი ინტერნეტ-მაღაზიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საგადასახადო სისტემა ფეიფალი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოახდინოს ონლაინ გადახდა მეტად უსაფრთხოდ და მარტივად, პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე.

დღეს ონლაინ ანგარიშსწორების სისტემა ფეიფალი ამოქმედებულად გამოცხადდა საქართველოში. Continue reading →

ჩემი პირველი პრესკონფერენცია

ახალ ნათებაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, 15 მაისს 2012 წელს ჩავატარე ჩემს ცხოვრებაში პირველი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მიზანი იყო ფართო მასებისათვის გაეცნო ინფორმაცია ახალ ნათებაში საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ.

პრესკონფერენციის ადგილს რომ ვეუბნებოდით ყველა ჟურნალისტს უკვირდა, ნუთუ მართლა მაღაზიაში ატარებთო, მაგრამ ამხელა და ასეთი ლამაზი შოურუმი გვაქვს და სხვაგან რატომ უნდა ჩავატარო არ მესმის.

მთელი 4 დღე გადავყევი გეგმის შედგენას თუ რა უნდა ყოფილიყო პრესკონფერენციაზე. იმის გამო რომ ეს აქცია მწვანე ინოვაციის ფარგლებში ტარდებოდა, პრეს ბანერზე დავიტანეთ მწვანე ფოთლებიანი ეკო ნათურა, მაგიდის წინ დავაწყვე მწყანე ყვავილები, ცოცხალი სხვათა შორის და ულამაზესები და პრეს რელიზები და ახალი ნათების ნიუსლეთერები განვათავსეთ მაგიდის სანათების სადგამ კუბიკებზე, რომლებიც ასევე მწვანე ბამბუკის ფაქტირიანი სტიკერით იყო დაფარული.

Continue reading →