prague-2229156-1-2000x1125

Prague, Czech Republic

პრაღაში წასვლას ამ ზაფხულს ნამდვილად არ ვგეგმავდით და ძალიან სასაცილოა ის ფაქტი, რომ პრაღაში აღმოვჩნდით ლოპოტას ნაცვლად.

მოკლედ: მას შემდეგ რაც ბავშვებს ვუქირავეთ აგარაკი და გავამწესეთ სიონში ბებიკოებთან ერთად მე და დიმამ გადავწყვიტეთ 2 ვიქენდი გაგვეტარებინა საქართველოში სხვადასხვა კურორტზე: ლოპოტა და კიდევ სადმე.

ამისთვის ვაპირებდით წლის განმავლობაში დიმას AMEX – ზე დაგროვილი ქულების გამოყენებას, მაგრამ აღმჩნდა რომ ლოპოტაზე ამექსის ქულებით შაბათ კვირას ვერ მიდიხარ, მაგრამ მიდიხარ პრაღაში, ბუდაპეშტში და კიდევ რამდენიმე ევროპულ ქალაქში 4 დღით ისე რომ ვიქენდს მოაქცევ შუაში. მოკლედ გრძელ ვიქენდზე.

დავუკავშირდით AMEX-ის მოგზაურობის განყოფილების არაჩვეულებრივ გოგონას და დავგეგმეთ 4 დღიანი თრიფი პრაღაში, რომლის ფარგლებშიც ამექსი გვიფარავდა ქუთაისიდან ფრენის, სასტუმროს და საუზმის თანხას და 28 ივლისს ქუთაისის აეროპორტიდან გავფრინდით ჩეხეთის დედაქალაქში.

2018-07-28 17.32.36

პრაღაში არაჩვეულებრივ ადგილას, ისტორიული ქალაქის ერთ ერთ მთავარ მოედანზე Malé Naměstí -ზე მდებარე Hotel Rott – ში ვცხოვრობდით. საკმაოდ კარგ შეფასებას მივცემ ამ სასტუმროს:  მიუხედავად იმისა რომ ძალიან ხმაურიან მოედანზე მდებარეობს, სადაც ათასობით ტურისტია ყოველთვის თავმოყრილი და სადაც იქვე Hard Rock Cafe მდებარეობს, ხმაურს არ შევუწუხებივართ. ძალიან კარგი ინტერნეტი ჰქონდათ და ძალიან მეგობრული და თბილი მომსახურე პერსონალი. საუზმე არ ბრწყინავდა, მაგრამ მშიერი არ დარჩებოდი თუნდაც ვეგეტარიანელი ყოფილიყავი.

პრაღაში საღამოს ჩავფრინდით და პირველი რაც სასტუმროში ჩექინის შემდეგ გავაკეთეთ იყო საჭმელად გამოვარდნა, მართლა გამოვარდნა ოღონდ.

Tip #1 არასდროს არ ჭამოთ ამ მოედანზე საჭმელი (სურათი არის პოსტის ჰედერში), დაიმახსოვრეთ და არ ჭამოთ, 2-ჯერ მოგვიწია სხვადასხვა რესტორანში ამ მოედანზე ჭამა და არც ერთი არ ვარგოდა + იხდი მილიონს.

მეორე დღეს გვქონდა პრაღის ერთ ერთი უდიდესი ღირსშესანიშნაობის Prague Castle -ის დათვალიერება გეგმაში, მაგრამ მანამდე როგორც ყოველთვის და ყველგან დილა მუშაობით დავიწყეთ 🙂

Untitled-1

Prague Castle ევროპის ერთ ერთი უძველესი ციხესიმაგრეა და ერთ ერთი ყველაზე გრანდიოზული, რომლის უნახავად ფეხი არ უნდა გამოადგათ იქედან, რადგან მიუხედავად დაღლილობისა, თითქმის ნახევარ დღეზე მეტი უნდა დათვალიერებას, უამრავი საინტერესო ინფორმაცია და  დადებითი ემოცია გრჩებათ.

რა თქმა უნდა როგორც ჭეშმარიტმა ტურისტებმა ფეხით გადავწყვიტეთ წასვლა თან 37-38 გრადუს სიცხეში 🙁

გავიარეთ Charles Bridge, რომელიც პრაღის ერთ ერთი ღირსშესანიშნაობაა, უდიდესი და ულამაზესი ქანდაკებებით დახუნძლული თუმცა ამავდროულად ხალხით უსამართლობამდე გადაჭედილი ხიდი, რომლის ხიბლი მხოლოდ მესამე დილით გავიგეთ რადგან ადრე გავიარეთ და ხალხი არ იყო იმდენი.

1

2 3

2018-07-29 11.10.32

როგორც აღმოჩნდა სასიარულო არც ისე ცოტა ყოფილა, მაგრამ გზადაგზა Mala Strana – ს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს ვათვალიერებდით და სურათებს ვიღებდით, ვიდრე არ მივადექით მილიონსაფეხურიან კიბეს, რომელიც უნდა აგვევლო რომ დანიშნულების ადგილზე მოვხვედრილიყავით.  თუმცა ჭკვიან პრაღელებს ამ კიბეების სხვადასხვა ბაქნებზე პატარა კაფეები ჰქონდათ ცივ ცივი წვენებითა და ლუდით.

Oreo Ice cream

Prague Castle 2

Prague Castle

ხოდა, ძალიან ბევრი რომ არ ვწერო და თქვენც არ დაიღალოთ ბევრის კითხვით მოკლედ დავწერ რომ Prague Castle – არის აუცილებლად და ყველა მიზეზ გარეშე სანახავი ადგილი, უბრალოდ წინასწარ უნდა მოემზადოთ ფსიქოლოგიურად რომ არასდროს არ მთავრდება, ერთი ფოინთიდან მეორეში გადადიხარ, მეორედან მესამეში და ყველგან ისეთი საინტერესოა ყველაფერი, რომ ვერაფრით ვერ ამოკლებ იქ ყოფნის დროს და ბოლოს ხვდები რომ თითქმის მთელი დღე გავიდა ამ საოცარი ადგილის დათვალიერებაში.  St. Vitus Cathedral – არის ისეთი საოცრება, რომ ყველანაირ რიგში უნდა ჩადგეთ მის სანახავად გაფრთხილებთ. და რიგები ისეთია იცოცხლე…

1

11

111

1111

11111

111111

1111111

Untitled-1

Untitled-2

Untitled-3 Untitled-4

ახლა რამდენიმე სიტყვა პრაღის რესტორნებზე და ზოგადად კვებაზე პრაღაში. რა თქმა უნდა ეს საკითხი წინასწარ გამოკვლეულ შესწავლილი მქონდა და გარდა რამდენიმე სპონტანური შერბენისა, ძირითადად ყველაზე მეტად რეკომენდებულ რესტორნებში ვიკვებებოდით.

უცნაური იყო ის, რომ 2-3 ადამიანისგან მსმენოდა, რომ კვება პრაღაში არის ძალიან იაფი და ფაქტობრივად კაპიკები ღირს. მე პირადად ასეთი ადგილი პრაღაში ვერსად ვნახე. არსად არ ღირდა კვება კაპიკები, ამიტომ თუ ვინმე გეტყვით ამას იცოდეთ რომ საოცარ შეცდომაში შეყავხართ და 2 კაცზე კვება საშუალოდ 50$ დაგიჯდებათ.

პირველი და საკმაოდ რეკომენდებული რესტორანი ჩვენს მიერ არის KampaPark riverside restaurant – საოცარი ხედებითა და საკმაოდ გემრიელი კვებით და საუცხოო მომსახურებით, მაგრამ აქაც 80$ გადავიხადეთ ერთ სადილში რომელიც მხოლოდ 2 თავი კერძისა და აპეტაიზერისგან შედგებოდა + ყავა და ლუდი.

Untitled-5Untitled-6

შემდეგი რესტორანი, რომელსაც ძლივს მივაგენით იმდენი ვიარეთ, არის თიტქმის იგივე ტერიტორიაზე სადაც პრაღის ციხესიმაგრე და გამორჩეულია იმით რომ იყენებენ საკუთარ ღვინოს, საკუთარი ვენახები აქვთ იქვე რესტორნის წინ მთელს გორაკზე გაშენებული. ეს რესტორანი არის Villa Richter  და რაც მართალია, მართალია უგემრიელესი ღვინო და საჭმელები ჰქონდათ.

Untitled-1 Untitled-5 Untitled-6

მესამე არაჩვეულებრივი ადგილი იქვე ჩვენს სასტუმროსგან არც თუ ისე შორს იყო, ულამაზეს და ძალიან მყუდრო ეზოში. თუან რაც მთავარია სრულიად შემთხვევით შევბოდიალდით და ისე აღმოვაჩინეთ. დიდი ხის ალაყაფის კარის მიღმა მდებარეობს ეს ჯადოსნური ეზო უგემრიელესსაჭმელებიანი რესტორნით – Deer Restaurant.

Untitled-1 Untitled-2 Untitled-3

არ მინდა დამავიწყდეს ვეგანების სამოთხე: PAPRIKA Mediterranean Bistro & Bar, რომელიც ცოტა მოშორებით არის ცენტრიდან, მაგრამ აუცილებლად ღირს მისვლად. არსად დედამიწაზე არ მიჭამია ეგეთი გემრიელი ფალაფელი და ჰუმუსი, როგორც მანდ. უსერიოზულესად გემრიელი საკვები აქვთ, ძალიან პატარა რესტორანი და ფანტასტიკური მომსახურება. არ გამაზოთ ჩემი თხოვნაა და დამიჯერეთ თქვენი ვეგეტარიანული ან ვეგანური კუჭი უბედნიერესი და კმაყოფილი დაგრჩებათ.

PAPRIKA Mediterranean Bistro & Bar

PAPRIKA Mediterranean Bistro

მგონი გვეყოფა საკვებზე და გადავიდეთ ისევ დასათვალიერებელ ნაწილზე.

საინტერესოა პრაღის სბრაული უბნის დათვალიერება სადაც 4 თუ 5 სინაგოგა დგას, მაგრამ ამ უბანში თუ მიხვალთ აუცილებლად წინასწარ უნდა წაიკითხოთ ისტორია, თუ რითია გამორჩეული ეს უბანი, როგორ აფარებდნენ აქ თავს ებრაელები და მასიური გასახლების დროს, როგორ ცხოვრობდა ერთ ოჯახში 4 და 5 სხვადასხვა ოჯახი. ამ უბანს ისტორიული იერსახეც აქვს შენარჩუნებული და სხვათა შორის დღემდე სულ ებრაელები ცხოვრობენ როგორც მივხვდი, რადგან სულ კულულებიან კაცებს ვხვდებოდით გზადაგზა.

თრიფედვაისორზე ძალიან პოპულარულია ჯონ ლენონის კედელი, რომლის მოსანახულებლადაც წავედით ერთ დილას, ეს არის ჩარლის ხიდთან ერთი პატარა ლამაზი უბანი, უწყნარესი და საოცრად მწვანე სადაც ერთ ერთი კედელი არის მოხატული მთლიანად ბიტლზის თემაზე, ქუჩის მუსიკოსები უკრავენ ბითლზის სიმღერებს და საღამოობით ე.წ. “ტუსოვკები” არის ხოლმე.

გამომდინარე იქედან რომ ეს ადგილები ტურისტულად აქტიური გახდა, ჭკვიანმა პრაღელებმა არ დაახანეს და ლენონის ფაბიც ჩადგეს იქვე ახლოს, რომელიც სხვათა შორის ძალიან საინტერესოდ არის გაფორმებული და აუცილებლად ეწვიეთ ერთხელ.

2018-07-30 11.39.26

2018-07-30 11.39.50

2018-07-30 11.40.23

2018-07-30 12.05.37

2018-07-30 12.05.40

2018-07-30 12.05.47

აქვე ამ უბანში ლენონის ფაბიდან ძალიან ახლოს არის უსაყვარლესი კაფე, რომელიც კანალს გადაჰყურებს. კაფე ეკო + ქანთრი სტილშია მოწყობილი, ვინტაჟური ინტერიერის ნივტებით, ხის ძველებური ავეჯითა და უამრავი მცენარით და კაფის ნაწილი არის აივანზე რომლის ქვეშაც წყალი გადის და წყლის წისქვილი დგას, რაც ძალიან საინტერესოა. მითუმეტეს რომ უგემრიელეს ილის ყავას დაგალევინებენ.

2018-07-30 11.37.41

2018-07-30 11.42.44

2018-07-30 11.48.50

ჩემი რჩევაა ასევე არ გამოტოვოთ სალვადორ დალის, ენდი ვორჰოლისა და ალფონს მუჩას მუზეუმი, რომელიც 3 სართულზეა გადაჭიმული და თითოეული სართული თითო ხელოვანს ეთმობა. მუზეუმი Old Town Square -ზე დგას.

პირველ სართულზე სალვადორ დალის გამოფენა იწონებს თავს, თავისი ცნობილი პარანოიულ – კრიტიკული სტილით. დალიზე ამბების მოყოლას არ დავიწყებ, თუ ვინმეს გაინტერესებთ ან იცით ან გუგლში ნახავთ, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყვარელი ამბავია ის, რომ სალვადოს ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც სევე სალვადორი ერქვა და რომელიც 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. დალის კი მთელი ცხოვრება სჯეროდა და სწამდა რომ ის იყო გარდაცვლილი ძმის რეინკარნაცია.

2018-07-30 12.31.47

2018-07-30 12.47.15

2018-07-30 12.49.44

2018-07-30 12.56.21

2018-07-30 12.56.53

მეორე სართულზე  Alfons Maria Mucha- ს გამოფენა იყო, ადგილობრივი მხატვრისა და დეკორატორის. მუჩას ნახატები ჩემთვის ძალიან ჭრელი იყო და ბევრი სურათი არ დაგამიღია, დიდხანს ვერც გავჩერდი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვყო მისი “მაცდური” ქალების სერია, ულამაზესი თმებითა და ფორმებით, ნაზ ფერებში შესრულებული ტილოები.

2018-07-30 13.13.03

2018-07-30 13.13.05

აი მესამე სართული კი მართლა ყველაზე საინტერესო იყო, სადაც ენდი ვორჰოლის არა მხოლოდ ნამუშევრების გამოფენა იყო, არამედ წერილებიც და ინსტალაციებიც იყო ძალიან საინტერესოდ გაკეთებული. წამოსვლა არ მინდოდა მესამე სართულიდან ისეთი საუცხოო იყო ყველაფერი.

2018-07-30 13.15.55

2018-07-30 13.17.00

2018-07-30 13.21.24

2018-07-30 13.23.16 2018-07-30 13.25.04 2018-07-30 13.29.47

One More hint: Old town square – თან არის ლურსახარში U Supa ჰქვია და ცხელ დღეებში აუცილებლად ეწვიეთ, უგემრიელესი ლუდი და ძალიან კარგი კოქტეილები აქვთ.

2018-07-30 50

რა თქმა უნდა არაფრით არ გამოვტოვებდით Museum of Torture -ს, თუმცა პრაღის ეს მუზეუმი ერთ ერთი სუსტია და რეალურად იმ სიმძაფრეს ვერ გრძნობ რაც შუასაუკუნეებში ხდებოდა. ექსპოზიცია არ არის ისეთი შთამბეჭდავი და მართლა გულისმომკვლელი როგორიც ამსტერდამში, თუმცა თუ თავს ძალას დაატანთ რომ წაიკითხოთ ყველაფერი რაც შეგხვდებათ კედლებზე ან საცავებში, უფრო მეტად გაამართლებს თქვენს აქ ყოფნას, მეტი სიცხადით შეიგრძნობთ დაუნდობელი ადამიანების მიერ განადგურებული უდანაშაულო ადამიანების ბედს.

2018-07-30 13.37.14

2018-07-30 14.21.40

2018-07-30 14.22.43 2018-07-30 14.24.32 2018-07-30 14.25.53

2018-07-30 14.26.34

2018-07-30 14.28.15

2018-07-30 14.30.47

2018-07-30 14.30.51

2018-07-30 14.34.01 2018-07-30 14.35.30

და ბოლოს, ერთ ერთი ყველაზე ყველაზე must visit ადგილი პრაღაში არის პრაღის უუუზარმაზარი ზოოპარკი. არც კი გაბედოთ და წახვიდეთ პრაღაში ისე რომ ნახევარი დღე მაინც არ დაიტოვოთ ზოოპარკში ვიზიტისთვის, იმიტომ რომ ამხელა , ასეთი შთამბეჭდაი და ასეთი მრავალფეროვანი ზოოპარკი მე ჯერ არსად მინახავს.

ზოოპარკი არის 2 სართულიანი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და მეორე სართულზე სპეციალური საბაგიროებით ადიხარ.

გარდა ამისა არის შექმნილი სპეციალური პავილიონები, მაგალითად: მალაიზიის ჯუნგლების იმიტირებული პავილიონი, ლოკოკინების სასახლე – სადაც ისეთი ლოკოკინები ვნახე წარმოდგენაც რომ არ მქონდა რომ მსგავსი რამე არსებობს, ბუების სავანე – იმდენი ბუ იყო გაშტერებული დავდიოდი ამ მრავალფეროვნებით და კიდევ რამდენიმე მსგავსი. მოკლედ დიდი თავგადასავალი გელით და არ გამოტოვოთ ეს ულამაზესი ადგილი.

2018-07-31 11.48.43

 

2018-07-31 11.50.19

 

2018-07-31 11.51.02

2018-07-31 11.55.25

2018-07-31 12.58.04

2018-07-31 12.59.20

2018-07-31 13.05.06

2018-07-31 13.26.44

2018-07-31 13.39.16

2018-07-31 13.50.35

2018-07-31 13.54.12

2018-07-31 14.09.13

2018-07-31 14.14.00

2018-07-31 14.28.00

2018-07-31 14.35.23

2018-07-31 14.40.4

2018-07-31 14.40

2018-07-31 14.41.27

 

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *