ერთი კვირაც და . . .

გადავყევი ამ მოდის კვირეულზე წერას 🙂

არადა პარალელურად რა საგიჟეთი მაქვს ცხოვრებაში რო იცოდეთ: სამსახური, ბავშვი – უძიძოდ დარჩენილი 2 დღე ერთ ბებიასთან მერე 2 დღე მეორესთან, მზადება იტალიაში წასასვლელად, რემონტი, სწავლა და ბლოგი.

სამშაბათს გოგიჩასთან ვიყავი დილის გადაცემაში, ფერადმა ინტერიერმა და გოგიჩას მხიარულმა ხასიათმა ისე გაგვიხალისა დილის ეთერი რომ წეროებიც კი ვითამაშეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი იყო, თავიდან ცოტა ვღელავდი მაგრამ მერე ძაან მოვეშვი და ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა

გადავიკითხე ყველა ბლოგი რაც კი მილანში შოპინგს ეხებოდა, ყველა მაღაზიის მისამართი მაქვს გადმოწერილი თავისი აუთლეტებით. გავიკითხ გამოვიკითხე და კარგად შოპინგის იმედი გადამეწურა – აღმოჩნდა რომ მილანი არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უძვირესი ქალაქი საშოპინგოდ. ფაქტიურად ZARA, MANGO და H&M-ის და ამ დონის ბრენდების გარდა სხვა შესაძლებლობები ამომეწურა.

Comments

comments

7 thoughts on “ერთი კვირაც და . . .

  1. ვანილიანი says:

    მზესუმზირაში იყავი?:) მაინცდამაინც დღეს არ მიყურებიაა.
    თმები გააქვს ძალიან ლამაზად♥ შეღებილია?
    რა მაგარიაა მილანი სასიამოვნო დასვენებას გისურვებ:*:*:*:*:*

  2. MrsMarch says:

    ვაიმე რა კარგიაა <3 მეც მინდა :შ

    კარგი დროის გატარებას გისურვებ! : ) რომც არ გისურვო მაინც ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ : ))

  3. sun_waiting - Veko says:

    რამდენ რამეს იწერ ხოლმე : ( ერთხელ ტუტორიალიც დადე რომელ გრაფაში რას წერ :დ ანუ კოდების, მისამართების ადგილას და ა.შ…

    მილანში კი სასიამოვნო თრიპს გისურვებ : )) ვიცი რომ მოდის დედაქალაქში გასეირნება ძალიან გაგახარებს : ))

  4. Taa says:

    ვანილიანი

    არა გოგიჩას ხარისხიან დილაში 🙂
    მადლობა დიდი 🙂
    თმა ჩემია – არასოდეს არ შემიღებია

    MrsMarch
    მადლობა საყვარელო :)შენც წახვალ ძალიან მალე – აი ნახავ

    sun_waiting – Veko
    აუ რამდენჯერ მქონდა სურვილი მაგის დაწერის და ძალიან მეზარება
    სვითის აქვს დაწერილი ისე დეტალურად რომ რაღა დავამატო

    მადლობააააააა, გამახარებს რომელია ჭკუაზე არ ვარ 🙂

  5. სალო says:

    თააა, ჩემი გამოცდილებით გეტყვი რომ მილანში უფულოდ ძაააან ცუდია:((((( სულ ბრენდებია და გულიუს გამხეთქავი სიტუაცია:(( კოსმეტიკაზე როგორც ყველაგნ ისეთი ფასია, ოდნავ მეტი შეიძლება და ისე კოსმეტიკა duty free-სჰიც შეგიძლია იყიდო. სანახაობრივად დიდი არაფერი, ერთი დუომო აქვთ, მაგრამ იმდენა მოგეწონება ეს შოპინგ ცენტრები რომ გაგიჟდები დარწმუნებულო ვარ და აუცილებლად შეიძენ რაც გინდა იმას მაინც. გისურვებ სასიამოვნო მოგზაურობას და შოპინგს, რა თქმა უნდაა:*****

  6. Curly Eko says:

    არც ZARA-ზე და მისთანებხე ვიტყოდი ეხლა უარს, მაგრამ ბრენდებს რომ გვერდით უნდა ჩაუარო, ეგ ქალისთვის ყოველთვის არასასიამოვნო პროცესია 🙁 ქამრები და კოპლებიანი ფეხსაცმელი მეცნო, ფორევერის კალათში მიგდია მგონი და თავი ვეღარ მოვიბი გამოვიწერო მილიარდი რამე 😛

  7. AMagazine says:

    თაა იმ დიზაინერების ტანსაცმელი რომელზეც შენ ამბობ,ყველგან ძვირია,მილანშიც,პარიზშიც, ლონდონშიც და ა.შ:)მაგრამ დარწუნებული ვარ მაინც მოახერხებ რამეს. კაბის სურათი დადე აუცილებლად:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *