უმძიმესი ხანა არა მხოლოდ მოდის არამედ კაცობრიობის ისტორიაში. ომმა ყველა სფეროს, ყველა ადამიანს, ეკონომიკას და ყველაფერს ზოგადად თავისი მძიმე დაღი დაასვა. მასალა მათ შორის ნაჭრები და აქსესუარებისათვის გამოსაყენებელი სხვა დეტალები ურთულესი საშოვნია, რადგან ომმა შთანთქა ყველაფერი, წარმოება თითქმის შეჩერებულია, ხოლო არსებული მასალები კი სულ ომის საჭიროებას ხმარდება.
ქსოვილის ფასი უზომოდ იზრდება და ხელოვნური აბრეშუმი ხდება ერთადერთი გამოსავალი მოდის სახლებისათვის. მოდის ტენდენციებიც მილიტარისტული და მკაცრი ხდება. აქცენტი მხრებზე კეთდება და სამხრეები იწევს, მოდაში ეგრეთ წოდებული “ლიპები” შემოდის, არა მხოლოდ პიჯაკებზე არამედ კაბებზეც.
1947 წელს Christian Dior-ი მცირე მოდის რევოლუციას აწყობს და ქმნის ახალ “ლუქს” რომელის ძირითადი სილუეტი “Line A”-დ არის ცნობილი. ეს არის კონუსური ტიპის კაბები, წელზე აქცენტირებული, მხრების არეში ნატურალური ზომებით და მუხლის შუა ნაწილამდე სიგრძით. ქსოვილი ძირითადად არის ტაფტა, ატლასი, ხავერდი და მუსლინი. ფაქტურებიანი ქსოვილი პირველად იკიდებს ფეხს და სინათლის შუქზე გამოდის prêt-à-porter.
LOOKS
მუხლს ზევით კაბები და ქვედაბოლოები. მცირე ზომის პრინტები და შავ-თეთრის აქტუალურობა. წელთან შეკრული კაბებით, წელზე აქცენტირებული სამოსი და აუცილებლად ლიპები. პერანგის ფორმის ბლოზონები, უნისექსის ტიპის პიჯაკები. ტანზე ვიწროდ მომდგარი სწორი ქვედაბოლოები რომლებსაც ძირითადად სვიტერებთან ერთად ატარებდნენ.
ACCESSORIES
დიდი ქუდები, შლაპები, ბერეტები, ქუდები ვუალით, ბადით, მაქმანით. ხელთათმანები და ჩანთები რომლებიც უკვე მხრებზე საკიდი თასმებით გახდა აქტუალური. ფეხსაცმელი ძირითადად სანდალის ტიპის, სქელ ქუსლზე, ორმაგი ლანჩით. ქალბატონებს აცვიათ მოკლე წინდები ამ ფეხსაცმელებში
BEAUTY
წინა დეკადისგან განსხვავებით წარბის ფორმა გასქელდა და ნატურალური წარბის ზომა გადხა, თუმცა ამჯერად უკვე ფორმების მიცემა დაიწყეს. ტუში უფრო მსუბუქად გამოიყენება. ბაზარზე გამოჩნდა ტუჩის ფანქრები და პომადის ფერი ვარდისფერის ტონალობებისკენ შეიცვალა. რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ქალბატონებმა ფეხებზე დაიწყეს დახატვა, ფეხის ფერის შეცვლა დაიწყეს თითქოსდა კოლგიტკებს ატარებდნენ და გარდა ამისა, უკან ფეხის ნაკეცებში ისინი ხაზებსაც კი ავლებდნენ შავი ფანქრით მეტი დამაჯერებლობისათვის.
თმის სიგრძე ცოტათი დაგრძელდა და მხრების სიგრძემდე ჩამოიწია, მოდაში ისევ დატალღული თმა არის, ამავდროულად შინიონიც აქტუალური ხდება.
DESIGNERS
ჩემი უსაყვარლესი Cristobal Balenciaga, ესპანელი სასწაულმოქმედი, რომელმაც შექმნა რიგი უზომოდ ლამაზი და ცნობილი კაბებისა მაშინდელ ეპოქაში. ის ამ პერიოდში პარიზში დასახლდა და კოლექციებითა და ხედვით, რომელზეც დიდი გავლენა ჰქონდა ესპანეთის კულტურასა და ისტორიას, მსოფლიო აალაპარაკა.
სხვა დიზაინერები: Pierre Balmain, Jacques Fath, Jean Desses
Fashion Icons & Idols
Rita Hayworth, Ingrid Bergman, Bette Davis, Veronika Lake, Lana Turner, Judy Garland, Lauren Bacall, Ava Gardner
Ingrid Bergman
Lauren Bacall
Ava Gardner
სულ ვნახულობ სხვადასხვა ეპოქის შესახებ მოდის ისტორიას შენს ბლოგზე და პირადად მე 40იანები მომწონს გამორჩეულად. მინიმალისტური სტილი მკაცრი დეტალებით :))
So Well Done Taa..
ჩემი უსაყვარლესი პოსტების სერია
გაგრზელება როდის იქნება? ძალიან მომეწონა ეს პოსტები
40-იანებში ქალი ნელ-ნელა უკვე დაემსგავსა ქალს 🙂
და ლორენ ბექოლის სტერვოზული გამოხედვა 🙂