Dream About 50’s

50–იანები ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ათწლეულია მოდის ისტორიაში.

ქალის სამოსის ხაზები მაქსიმალურად უახლოვდება სხეულს და ხაზს უსვამს ქალის ტანის ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ ნაწილებს: მკერდს, წელს და თეძოს. Haute couture-ის ქმნილებებისგან განსხვავებით ყოველდღიური ე.წ. ქეჟუალ სამოსი უფრო და უფრო კომფორტული და მარტივი ხდება. კაბის სიგრძე მუხლიდან იწყება და წვივის კუნთამდე მერყეობს. აქტუალური ხდება პრინტები, მათ შორის კოპლები, ე.წ. პოლკადოტები და ფლორალები. მოდური და ყველაზე მეტად გამოყენებადი ფერებია შავ-თეთრი და პასტელური.

       1957 წელს Yves Saint Laurent-მა მოახდინა კიდევ ერთი გადატრიალება მოდის სამყაროში, იმ პერიოდში როდესაც ის ჯერ კიდევ Dior-ის სახლში მუშაობდა, ეს იყო სამოსის სილუეტი რომელსაც უწოდეს “BAG“. თავისუფალი მხრები და  “bateau” neckline– რამაც დიდი წარმატება ჰპოვა იმჟამინდელ “ფეშენისტებში”

ლუქები

  აქსესუარები

შარფები თავზე, ჩანთების მრავალფეროვნება, მარგალიტის ყელსაბამები, “Butterfly”-ის ტიპის სათვალეები, ხელთათმანი არის must have რომელიც ხშირად არის შეხამებული ფეხსაცმელთან ან ქუდთან. ქამრები წელზე, მაღალქუსლიანი სანდლები, ასევე ხავერდის ქუდები.

სილამაზე

რკალის ფორმის წარბები, უხვად თვალის ლაინერი და ტუში. წითელი და ფორთოხლისფერი პომადები. ღია ვარდისფერი რუჟი, სახის ძირითადი ტონი არის ბუნებრივი – ჯერ არ დაუწყიათ სახის “გაშპაკლვა” (მასიურად). გამოიყენებოდა ასევე იისფერი ტუში და ცისფერი თვალის ჩრდილი სხვადასხვა აუთფიტთან.

თმა ისევ ქერა არის მოდაში და ზემოთ აწეულ ვარცხნილობებს ენიჭება უპირატესობა

დიზაინერები

Hubert de Givenchy, Louis Féraud, Valentino

Fashion Icons

Liz Taylor, Marilyn Monroe, Sophia Loren, Gina Lollobrigida, Anita Ekberg, Grace Kelly, Brigitte Bardot, Evita, Audrey Hepburn, Kim Novak, Natalie Wood

Brigitte Bardot

Marilyn Monroe

Elizabeth Taylor

Melina Merkouri

Comments

comments

7 thoughts on “Dream About 50’s

  1. სალლო.მე says:

    აჰ მომწონს მომწონს მომწონს ეს კაბები, გაშლილი, მუხლამდე <3 შეყვარებული ვარ ამ სტილზე <3

    ძალიან საკაიფოდაა დაწერილი პოსტი, მომეწონა 🙂

  2. CheshireCat says:

    მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად გულგრილი ვარ მოდისადმი, 50-იანი წლების სტილი ძალიან მომწონს. სხვათაშორის, არის ასეთი სერიალი Pan Am, 50-იანი წლების უდიდესი ამერიკული ავიაკომპანიის Pan American-ის შესახებ. ხოდა, იმათი კოსტიუმებია სულ ასეთ სტილში, ისეთი ლამაზი საყურებელია ამ მხრივ <3

  3. თაკო გვაზავა says:

    მართლაც უსაყვარლესი 50-იანები. ვგიჯდები ამ სტილზე, და რა კარგია რომ შემობრუნდა, ძალიან ლამაზია, ოღონდ ეგ არის არც ერთ ზედმეტ გრამს არ გპატიობს :)) მოკლედ რომ ვთქვათ, იდეალური სილუეტები შექმნილი იდეალური ტანისთვის.

  4. Lord Vader says:

    მთავარი ეგაა რომ არაჩვეულბრივი ქალები იყვნენ 🙂
    ისე, ლიზი მაინც უფრო 60-იანელია.
    50-იანებში გრეის ქელი, ჯეინ მენსფილდი, სოფი რა თქმა უნდა… ქალები, რომლებსაც ყველაფერი ლამაზი ქონდათ – ჰოდა მოდაც შესაბამისი იყო. 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *