მოგეხსენებათ, ან ჯერ არ მოგეხსენებათ, ხვალ 26 აპრილს 15:00 საათზე ახალი ნათება ხსნის ულამაზეს მაღაზიას მარნეულში.
ულამაზესი მაღაზიის გახსნაზე იქნება უამრავი სტუმარი, ტელევიზია და საჩუქრები, ამიტომ გადავწყვიტე რომ მეც მინდა ვიყო ულამაზესი !!! :დ
კაბა შერჩეული მაქვს, მაგრამ თეთრი ფეხები იყო ჩემი პრობლემა, ამიტომ ავდექი და ბოდილაინში ჩავეწერე სპრეი ტანინგზე, მივედი და შუქი არ გვაქვს და არც “დვიჟოკიო” რამაც ლამის გამაცოფა, ამხელა კომპანიას რომ ელექტროენერგიის ალტერნატიული კვების წყარო არ გაქვს ძალიან “ტეხავს” !!! წამოვედი ისეთი იმედგაცრუებული, ისეთი რომ ცხოვრება არ მინდოდა. მაგრამ არსებობენ კეთილი ადამიანები ამ ქვეყნად, ისეთები როგორებიც არიან ჰეარჰაუსის ქეთი და ჩემი კოსმეტოლოგი ხათო, ეგრევე მიშველეს და გამგზავნეს ნატალიში, სადაც საერთოდ არ მახსოვდა რომ ჰქონდათ ეს მომსახურება :სირცხვილიავაღიარებ:
განსხვავებით ბოდილაინისგან სადაც ეს მომსახურება 35 ლარი ღირს, ნატალიში 75 ლარი ღირდა მაგრამ სხვა გზა არ იყო მართლა 🙁
პროცედურა არის აბსოლუტურად უმტკივნეულო და არაშემაწუხებელი, თუმცა ზამთარში გამორიცხულია რადგან საკმაოდ ცივი ჭავლი აქვს იმ სითხეს რაც გესხმება. მერე 20 წუთი ან ცოტა მეტი დგეხარ რომ გაშრე, იცმეv და გამოდიხარ. დაბანა არ შეიძლება დაახლოებით 8-9 საათი. ჩემთვის მხოლოდ ამ დილით შეიძლებოდა რადგან გვიან ვიყავი და ისიც გამაფრთხილეს მხოლოდ მსუბუქი დუშგელითო და არავითარი საპნითო. დაბანის შემდეგ აუცილებელია ნაზად გამშრალება და ტანის ლოსიონი, რადგან კანი მაინც სიმშრალეს გრძნობს.
ერთადერთი რაშიც არ დავუჯერე იყო სახე და მაინც დავიბანე საპნით და “допрыгалась” – სახე ამიჭრელდა, ნუ ძალიან კოშმარულად არა მაგრამ მაინც შესამჩნევად.
ხო ნარუჯი ჩერდება 1 კვირა – 10 დღის მანძილზე
დღეს დილით გაცილებით მუქი ვიყავი, რაც არ მინდოდა – მაგრამ რას ვიზამ. გუშინდელი საღამოს სურათები:
და დღევანდელი სურათები. დილით ვიკიმ რომ გაიღვიძა გაგიჟდა: “დედიკო რატომ გაქვს ასეთი ყავისფერი “ლიცო-ო” მეკითხებოდა :დ :დ მერე დავიბანე და შედარებით განეიტრალდა ფერი
ხელზე მაქვს მართლა ულამაზესი ფერი 🙂 არასოდეს ასეთ ფერზე არ გავრუჯულვარ ნატურალურად 🙂
“ნარუჯი ჩერდება 1 კვირა – 10 დღის მანძილზე” ეს როგორ?
რა ლამაზი ფერია… ძალიან მომწონს 🙂 გიხდება
თათ, რუჯზე ზედმეტებს აღარ ვილაპარაკებ, ისედაც იცი ჩემი აზრი :))) და ვთვლი, რომ შენს კანს საერთოდაც არ ჭირდება რუჯი, იმისათვის რომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდე 🙂 :** კაბა ფანტასტიურია და ძალიან გიხდება :* მოკლედ, მაღაზიას დაამშვენებ თუ პირიქით ის იქნება შენი კიდევ ერთი სამკაული, ამას ვერ ვწყვეტ 😉 love you
ყავისფერი ლიცო))))))))))))) ♥
აუ ეს მგონი ის არის რაც მე მჭირდება:( მაგრამ აჭრელების მაინც მეშინია.
ძალიან გიხდება: )
აუ რა კარგია <3 და კარგი ფეხები გაქვს თაა ^_^ "ლიცო" :დ
მადლობა ყველას
თაკო გვაზავა
თაა, ეს ის კაბა არ არის საყვარელო მაგრამ მადლობა
იმ კაბას ჯერ სურპრიზად ვინახავ
რუჯზე შენი აზრი ვიცი, თუმცა ჩემი თეთრი ფეხები ყოველთვის მაფრთხობს ხოლმე 🙂
ეს სურათები რომ ვნახე ჩემი რუჯი გამახსენდა. ძალიან მაგარია, მომნატრებია ასეთი ხელები ^_^
და ვიკი რა საყვარელია <3
თაა, რომელი კაბით წახვედი გახსნაზე?
ეხლა არ მითხრა რომ ჭრელი მწვანე კაბითო.
ლურჯი კაბა უძალიანმაგრესად გიხდება!
მაკო
არა მაკო – ის მწვანე ჭრელი არის კაფტანი – მაგით გახსნაზე ფეხს როგორ მივადგამ 🙂
კაბას ჯერ საიდუმლოდ ვტოვებ და ხვალ განახებთ გახსნის სურათებს
მე ძალიან მომწონს ეს კაბა
მოკლედ შენ ყველგან გახსენი მაღაზია გურიის გარდა.
გავხსნით შენს ჯინზე გურულ ნათებას და ნახე მერე 😀
მშვენიერი ფერი გაქვს და ძალიან ძალიან ლამაზი ტანი 🙂