ახალ ნათებაში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების მიუხედავად, 15 მაისს 2012 წელს ჩავატარე ჩემს ცხოვრებაში პირველი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციის მიზანი იყო ფართო მასებისათვის გაეცნო ინფორმაცია ახალ ნათებაში საქველმოქმედო აქციის დაწყების შესახებ.
პრესკონფერენციის ადგილს რომ ვეუბნებოდით ყველა ჟურნალისტს უკვირდა, ნუთუ მართლა მაღაზიაში ატარებთო, მაგრამ ამხელა და ასეთი ლამაზი შოურუმი გვაქვს და სხვაგან რატომ უნდა ჩავატარო არ მესმის.
მთელი 4 დღე გადავყევი გეგმის შედგენას თუ რა უნდა ყოფილიყო პრესკონფერენციაზე. იმის გამო რომ ეს აქცია მწვანე ინოვაციის ფარგლებში ტარდებოდა, პრეს ბანერზე დავიტანეთ მწვანე ფოთლებიანი ეკო ნათურა, მაგიდის წინ დავაწყვე მწყანე ყვავილები, ცოცხალი სხვათა შორის და ულამაზესები და პრეს რელიზები და ახალი ნათების ნიუსლეთერები განვათავსეთ მაგიდის სანათების სადგამ კუბიკებზე, რომლებიც ასევე მწვანე ბამბუკის ფაქტირიანი სტიკერით იყო დაფარული.
მოწვეული იყო ტელევიზიებიდან გადამღები ჯგუფები, გაზეთებიდან და ინტერნეტ ნიუს პორტალებიდან ჟურნალისტები და ასევე რადიოებიდან ნიუსების წამყვანები.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 3 სპიკერი: მე – რომელიც წარმოვადგენდი ახალ ნათებას, თორნიკე- რომელიც წარმოადგენდა ი.გაბინაშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდს და ეკა – რომელიც წარმოადგენდა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საკოორდინაციო საბჭოს.
აქციიდან შემოსული თანხა, რომლის რაოდენობა გვეცოდინება 16 ივნისს მოხმარდება ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს. მათ მკურნალობას და ასევე მათთვის ცხოვრების გახალისებას.
ძალიან ლამაზი გაფორმებაა, ყოჩაღ : ) ამდენი სიმწვანე <3
პერანგი და ყელსაბამი მომეწონა კიდევ ძალიან : )
ყოჩაღ თათ, ძალიან მაგარი გოგო ხარ :*
ვიციიიი, ვნახე ეს რეპორტაჟიიი :)) ძალიან მაგარია, რომ ეხმარებით ასეთ ბავშვებს და მათ გვერდზე დგახართ.. ძალიან მომეეწონა წარმატებები თაათ <3
მშვენივრად გამოგვსლია ყველაფერი თათა 🙂 My Congratulation! 🙂
თათა მაგარია <3 🙂
მშვენივრად მოგიწყვიათ, ყოჩაღ თაა :* გილოცავ და როგორც იტყვიან: ეს ერთი და სხვა მრავალი საინტერესო პრესკონფერენცია კიდევ უფრო გლობალურ და მასშტაბურ თემებზე 🙂
ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ – მხარდაჭერისა და ლამაზი სიტყვებისათვის
აქაც გეტყვი რომ ძალიან ძალიან ლამაზი იყავი და ჰო, საჩუქრები იყო ძალიან სასიამოვნო <3 საყვარელი ნივთებია 🙂
მე ვნახე სიუჟეტი ტელევიზიით
ძალიან სხვანაირად გამოიყურებოდი – გაცილებით სხვანაირად ვიდრე ბლოგზე ჩანხარ
უფრო პროფესიონალის “ვიდზე ” იყავი და ძალიან გიხდება
კარგი წამოწყებაა და წარმატებებს გისურვებთ
ყველაფერი ძალიან კარგია. წარმატებები და წინსვლა. :***
პ.ს. ოღონდ ერთი შენიშვნა. ქართული გრამატიკა დახვეწე. ძალიან ბევრ შეცდომას უშვებ.
Kate
მადლობა დიდი
გრამატიკაზე გეთანხმები, უბრალოდ დრო არ მაქვს ხოლმე რომ გადავხედო დაწერილს
:***
მიხარია, რომ შენიშვნა (კარგი გაგებით ოღონდ) კარგად მიიღე და აგრესიით ან “სწერვობით” არ მიპასუხე.
არაფრის, წარმატებები.
თაა, ძალიან მიხარია შენი წარმატებები