ვიდრე ეს სრული გადაღლილობა და მოშლა დამეწყებოდა, დიდი წარმატებით დავდიოდი სალონების ქსელ მელანჟში – სოლარიუმში. ულამაზეს ფერზეც დავდექი სულ რაღაც 29 წუთში, სიმუქე დიდად არ მიყვარს.
ჯერჯერობით ამ რუჯს ვიმყოფინებ, მაგრამ როდესაც გადამივა სელფ-ტანერებს უნდა მივმართო, რადგან აუზზე სიარულის დრო მე არ მაქვს სამსახურიდან გამომდინარე.
ხოდა გადავწყვიტე გადავათვალიერო რას გვთავაზობენ კოსმეტიკური კომპანიები ამ მიმართულებით. ვიწყებ შემი საყვარელი ბრენდით Clinique. რომელიც 2მაგად საყვარელია ჩემთვის რადგან ესტე ლაუდერს ეკუთვნის და + აბსოლუტურად არაალერგიული ხაზია, არასოდეს უმცირესი პრობლემაც არ შემქმნია ამ ბრენდის პროდუქციის გამოყენებისას.
დღეს გაგაცნობთ Clinique Self Sun Body Tinted Lotion–ს, რომლის ყიდვაც 30$-ად შეგიძლიათ ამაზონზე. შეიძლება აქაც იყოს მაღაზიებში, არ მიძებნია 🙂
დავიწყებ იმით რაც ყველაზე მეტად მომეწონა, ლოსიონს აქვს გარუჯვის დონეები მითითებული, ანუ არის უფრო მუქი რუჯისთვის, საშუალო და ღია რუჯისთვის სხვადასხვა ნომრები.
არის ძალიან ნაზი, არ შეიცავს არანაირ “მბზინავ ობიექტს” არც შემაწუხებელი სუნით გამოირჩევა. არ სჭირდება 2-ჯერ და სამჯერ გადასმა, ერთი წასმით იღებთ სასურველ ფერს რომელიც ძლებს დაახლოებით 1 კვირის მანძილზე. წასმისას არის მოსახერხებელი რადგან ოდნავ ოქროსფრად ეტყობა იმ ადგილებს სადაც წასმული გაქვთ, წასმისთანავე და ამიტომ შეძლებთ კარგად აკონტროლოთ სად გაქვთ წასმული და სად გამორჩენილი.
ლოსიონი არის დამატენიანებელი და კანს ატენიანებს წასმისთანავე რაც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს.
ერტადერთი ცოტა უარყოფითი არის ის რომ – კოლოფზე აწერია რომ წასმიდან 15 წუთი არ ჩაიცვათო, მე ცოტა მეტ დროს გირჩევდით 25-30 წუთი მაინც სჭირდება სრულ გაშრობას. ამიტომ ცოტა მეტი მოთმინება გმართებთ.
თაა, ნამზეური ძალიან გიხდება ხოლმე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რა ხდება, ხო მშვიდობაა? ავადმყოფობა იქნება ეხლა?! :)))
მაკო
მადლობა, ხო მიხდება 🙂
ხო რაღაც გადაღლილობამ შემომიტია 🙁
ძალიან მესაჭიროება:)
hi 🙂
ამ წამს მოვრჩი პოსტის წერას და მერე სხვა ბლოგებს ჩამოვუარე, ერთერთი პირველი შენსას და ყბა ჩამომივარდა, სწორედ CLINIQUE-ს Self Sun იყო ერთერთი პროდუქცია, რომელზეც ჩემს რამდენიმე წუთისწინანდელ პოსტში დავწერე: )
და ძალიან მიყვარს CLINIQUE, მართლა ყველაფერმა გაამართლა რაც მქონდა <3
გამოვიწერე შენი რჩევით 2 დღის წინ
ველოდები როდის ჩამოვა
ღია ფერის ვერსია გამოვიწერე არ მიყვარს მუქი რუჯი
ჩემ დამწვარი სახე 🙁
Great job, keep it up!