ეს დღე განსაკუთრებით კარგად მახსოვს 🙂
თავიდან როცა დასასვენებლად მივდიოდით თემა იყო ასეთი, მე და დიმა მივდიოდით დასასვენებლად, მერე ავდექით და ვიკაც გავიყოლეთ (ბოროტი დედ–მამა) მაგრამ ბოლოს აღმჩნდა რომ ვიკამ მაგრად დაისვენა, გაერთო და მე და დიმა ჩამოვედით კიდევ უფრო დაღლილები და უამინდობით გაწამებული :დ :დ :დ არადა ვიკას როგორც წინა 2 ეს ზაფხულიც განსაკუთრებული ჰქონდა, სად აღარ იყო :დ
დილა დაიწყო ისევ მზის მოლოდინში, ისევ პრივეტში. ისევე როგორც მე და დიმას – ვიკასაც ძალიან შეუყვარდა პრივეტი, თავისი გემრიელი ფუნთუშებით, სენდვიჩებით და ჩაით.
ვიკი ყველგან თავისი ჩანგლით დადიოდა 🙂
ამ დღეს პრივეტში რომ მივედით, შიგნით დიდი კრება იყო. დაახლოებით როგორც მივხვდი სერვის პლუსს უტარებდნენ თანამშრომლებს. ეს ყველაფერი კარგი და გადასარევი, მაგრამ პრივეტის ფილიალს რატომ არ ხსნიან ამას ვერ ვხვდები ვერანაირად, სულ გადაჭედილია ეს კაფე 12 საათის მერე და მეორე რომ გახსნან იმასაც უამრავი მომხმარებელი ეყოლება და რატომ კარგავენ ამხელა შემოსავალს ვერ ვხვდები 🙂
მერე წავედით ბინის საძებნელად, ამ სასტუმროში სადაც ვიყავით ვეღარ ვრჩებოდით ჩვენი ნომერი დღეიდან დაბრონილი ჰქონდათ და ჩამოდიოდნენ, ძალიან დიდი ხანი ვეძებეთ თან საშინელ წვიმაში და ბოლოს ვიპოვეთ შესანიშნავი სახლი ეზოთი და მანქანის ადგილითაც ეზოში, სახლის მთელ მეორე სართულს გვითმობდნენ, სამზარეულოს და ყველაფრის ჩათვლით, სახლი იყო ინტერნეტით და კონდენციონერით აღჭურვილი, მოკლედ “კანფეტკა” შევთანხმდით რომ მეორე დღეს გადავიდოდით. დღეს ჩავიტანთ რაღაცეებსო და ხვალისთვის დაგახვედრებთ მზად სახლსო. ამ დღეს ჩემი დის სახლში დავრჩით, რომელიც მეორე დღეს ჩამოდიოდა და ერთი სული მქონდა ველოდებოდი.
საღამოს წავედით “უკრაინოჩკაში”, დიმას საყვარელი ადგილია ბათუმში. გამიხარდა რომ ესეც სანრემოს მსგავსად გაბანძებული არ დამხვდა, მაგრამ საჭმელებზე გვალოდინეს ძალიან დიდი ხანი, განსაკუთრებით შემწვარ კარტოფილზე, რომელსაც 5 წუთი უნდა ალბათ, ამათმა მოგვიტანეს 40 წუთში. მართალია ბოდიშები იხადეს ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს ფრიზეო, მაგრამ არც მაგდენი ხალხი არ იყო ამ საღამოს 🙂
შიოდა 😀 😀 😀
გაგვიმართლა და ღამე არ წვიმდა, ვიკა წავიყვანეთ მოცეკვავე ფანტანების და ზოგადად ღამის ბულვართან გასაცნობად და მინდა ვთქვა რომ აღფრთოვანებული დარჩა, ყველაფერი მოეწონა
***************
ფოტოები განწყობისათვის 😀 😀 😀
ეს ბავშვი ისეთი ლამაზი და საყვარელია, აი საოცრებაა… :)))
აჭარაში დასვენებას კიდე რაც შეეხება,
ქობულეტი, ურეკი ბათუმი, ტუ რაც იქნება არ აქვს მნიშვნელობა, ვიტყოდი, რომ საქართველოს პირობაზე არის ძალიან ძვირი, მითუმეტეს როცა ბავშვებით მიდიხარ, კვება ხო ნორმალური არაა, ბინა თუ სასტუმრო მომსახურება ფასს არასოდეს სეესაბამება, მოკლედ რაა… რაც ჩემებს ზღვა ვაჩვენე მას მერე აღარსად აღარ უნდათ წასვლა დასასვენებლად, მაგრამ მომავალ წელს ლამის არის დავიფიცო რომ ბატმში აღარ წავალ..:დ
ვაიმე თათააა ეს სურათები მინდოდა ეხლა მეეეე, როგორ მენატრებაააააა, ყოველ დღე უფრო და უფრო ლამაზია ეს ბავშვი მაგიჟეეებს!!!!!!!! :))
dzalian sayvarlebi xart <3 <3 <3
xx
Maya
http://byebyesoccermom.blogspot.com/2012/08/my-georgia-henri-cartier-bresson-in.html
მაგარი სიმეიკა ხართ 😀 😀 😀 😀
how can she be so cute? how can she be so cute? how can she be so cute???
შეყვარებული ვარ ვიკიზე დაბადებიდან და რაც იზრდება, კიდევ მილიონჯერ მეტად ლამაზდება, ზღაპრის გოგოა <3
ეს პოსტები ისეთი საინტერესო და კარგია, მგონი, ახალი ბლოგი უნდა გააკეთო – მოდა აქ დატოვო და შენი ოჯახის თავგადასავლები იქ დაწერო. ერთ ავსტრალიურ ბლოგს ვკითხულობ, შენს სტილშია და შენ მილიონჯერ უკეთესაც გამოგივა, თან პირველი ქართული საოჯახო ბლოგი იქნება ლამაზი სურათებით და რამე 🙂