TATUNA NIKOLAISHVILI – Tbilisi Historic Museum “Karvasla”
ერთ ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი კოლექცია ამ მოდის კვირეულის ფარგლებში. ძალიან დიდი შრომა იყო დახარჯული ამ კოლექციაზე და მიზანიც მიღწეული, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა აღფრთოვანება ჩვენების დასრულების შემდეგ. ბერეტები და დიდი სამაჯურები განსაკუთრებით დასამახსოვრებელს ხდიდა ამ კოლექციას. ხოლო ბოლო კაბამ საერთო აღიარება დაიმსახურა, იმდენად რთული და ლამაზი ნამუშევარი იყო. კოლექცია, რომელიც 24 კოსტუმისგან შედგებოდა, 2 თვის მანძილზე იქმნებოდა. იდეა იყო წიგნის თემაზე და სამოსი წიგნის ფურცლების იმიტაციას ქმნიდა. აღნიშნული კოლექციიდან 5 მოდელი ტატუნამ პარიზში Georgian Art-ზე წარადგინა.
Atelier “10 a” – Tbilisi Historic Museum “Karsvasla”
რატომღაც “10 a”-ს კოლექცია ამჯერადაც ტრადიციულად არ მომეწონა 🙁 სულ რაღაცა განსაკუთრებულს ველი ხოლმე და სულ იმედგაცრუებული ვრჩები. მიუხედავად იმისა რომ ეს არ იყო გადაშავებული კოლექცია. ერთადერთი რაც მეც და სხვა დამსწრეებსაც მართლა ძალიან მოგვეწონა იყო ქვედა სურათზე ბოლოდან მეორე შავი კაბა, ძალიან დახვეწილი და ულამაზესი ჭრილით ზურგზე.
DATUNA SULIKASHVILI – Tbilisi Hippodrome at Lisi Lake
დათუნამ თავისი შოუ იპოდრომზე დაგეგმა, 2 საათზე მეტი გვალოდინა, გაგვყინა და გამოგვიშვა ისე რომ 1 ცალი ცხენიც კი არ დამინახავს, არადა მართლა ველოდი. ანგარში ქვიშაზე საწყალი მოდელები ძლივს დადიოდნენ და მინდა მართლა აღფრთოვანება გამოვხატო ამ გოგონების მიმართ, მე 100 მეტრის გავლისას 2-ჯერ კინაღამ წავიქეცი ამ ქვიშის გადამკიდე და ესენი ისე დანარნარებდნენ.
ფონური მუსიკა იყო საოცარი, განათება თბილი და ულამაზესი, რომელიც ქვიშიან იატაკს უდაბნოს ელფერს აძლევდა და შოუს მართლაც რაღაც განსხვავებულობას და იდუმალებას სძენდა
Photos by Buro24/7 and Fefe.ge
:)) კი მარა რა დაუშავეთ ამ სულიკაშვილს ასეთი.. კრეატიულობასა და განსხვავებულობასთან ერთად წესით სტუმრების კომფორტიც უნდა გაითავლისწინო კაცმა, ჯერ ფეხზე უნდა დადგეს ის შენი ვიზიტორი რომ მერე შეგხედოს და შეგაფასოს.. მე ტვ-ში ვუყურე დათუნას ჩვენებას და არ აღვფრთოვაბულვარ არც ამ ცხენის კუდებისგან, არც ამ ფლართალა სამოსისგან, არც ორი ფერისგან, ნუ მოკლედ…
ატელიე 10 ა-ს ყავისფერ შიფონის კომბინეზონზე ტყავის ჟილეტი მომეწონა ძაან იმ შავ კაბასთან ერთად.
ნიკოლაიშვილი არ მომეწონა.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დისკომფორტისა სულიკასშვილის ჩვენებაზე, ჩემი აზრით, თვითონ ჩვენება იყო ცუდი, ჟე ძალიან ცოტა მოდელი იყო და თითქოს იქვე კულისებში შეკერილი ტამისამოდი. ფეხსაცმელები გავდა ბაზრობის წინ ცხვირაწეულს საშინელებებს და ა.შ. სეიძლება მაქსიმუმ ერთი-ორი ლუქი გამოარჩიო. იმედი გამიცრუვდა და განსაკუთრებით გამაოცა ხალხის ოვაციამ.
მართალია კრიტიკა არავის აინტერესებს, მაგრამ მე მაინც ჩემსას დავწერ
დათუნა, თავში აგივარდა და სირცხვილია უკვე ის რასაც შენ აკეთებ, უინტერესო კოლექციის სანახავად არ უნდა ამოქანდეს ადამიანი იმსიშორეზე
მეც ტელევიზიით ვნახე და სირცხვილით მოვკვდი შენ რომ ერთ ერთი წამყვანი ქართველი დიზაინერი გქვია !!!
10ა – ამ გოგონებს უეჭველი მოდის კვირეულების კომპლექსი აქვთ, ისე გაცილებით უკეთეს რაღაცეებს კერავენ
ტატუნა – ვაუ არ არის, მაგრამ ფერებმა და აქსესუარებმა მართლა მოიგო.
თაა, ეხლა შენც მოგხედო 🙂
ერთ ერთი საუკეთესო ლუქია ამ კვირეულის მანძილზე, ეს თრენჩი და პომადის ფერი გიხდება უზომოდ.
თრენჩი გიხდება, სიმპათიურია
დათუნა სულიკაშვილი მე ყოველთვის მომწონს 🙂
ჩვენების სრული, ან ნაწილის ვიდეო მაინც შეგიძლიათ რომ დამილინკოთ?
გადასარევად გამოიყურები
აი მართლა გამორჩეული ლუქია და ფოტოებიც ძალიან საინტერესო
keep going hon !!!
თა ეს ლუქი ყველაზე მეტად მომეწონა…
wow wow wow wow
რა მაგარი სურათებია და რა კარგად გამოიყურები თათ <3