Stéphane Rolland Haute Couture spring 2014

დედამიწაზე არ არსებობს ივენთი უფრო დახვეწილი, უფრო საინტერესო და უფრო ლამაზი ვიდრე Haute Couture– შოუებია.

ეს არის მართლა გენიალური იდეების და გენიალური ქმნილებების გამოფენა, ღონისძიება რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა დაესწრო. აი მართლა საოცნებოა ჩემთვის მანდ მოხვედრა.

სასწაულები ხდება და ოცნებებიც ხდება ხოლმე და რა ვიცი იქნებ ერთ დღესაც ….

მანამდე კი Stéphane Rolland Haute Couture spring 2014 collection.

ჩვენება სტეფანის მუზამ, ესპანელმა მოდელმა Nieves Alvarez -მა გახსნა, რომელიც საკმაოდ ვეტერანი მოდელია, მაგრამ სტეფანის ერთ ერთ ფავორიტად ითვლება.

ვიდრე ამ ჩვენებაზე გადავიდოდე, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს იმ ფაქტს რომ ვაღმერთებ ამ ადამიანს და მის ნიჭს და აქვე დაგილინკავთ მის წინა Haute Couture კოლექციას .

2014 წლის კოლექციაც გამოირჩევა ფერების შედარებით მცირე არჩევანით, ასიმეტრიული ლეერებით, ულამაზესი და ძალიან საინტერესო აქსესუარებით. მაგრამ განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო კოლექციაში გამოყენებული ყვითელი ფერი – საოცრება, ულამაზესი და განუმეორებელი. შეყვარებული ვარ ამ კოლექციაზე ყურებამდე …

 

Comments

comments

2 thoughts on “Stéphane Rolland Haute Couture spring 2014

  1. თაკო გვაზავა says:

    იცი ძაან ლამაზია, უდავოდ, მაგრამ ეს სიტყვა უკვე თქვა დიორმა და შიგადაშიგ კიდევ ამბობს ხოლმე 🙂 გადაკატავებულია ჩემი მოკრძალებული აზრით.
    მე-9 კაბა ზღაპარია <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *