This winter essentials . . .

მოდით დროებით შევისვენოთ “ოტ კუტურ” კოლექციების ჩვენებებიდან და განხილვიდან და უფრო საჭირბოროტო საკითხზე გადავიდეთ.

ზამთარი დღითი დღე უფრო მძლავრობს, არადა 3-4 დღის წინ 11 გრადუსი დაფიქსირდა დღისით 🙂

მე მინდა გამოვყო 2 ტენდენცია რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ამ ზამთარს:

ბეწვეული (პალტოები და ქურქები) და მუხლს ზემოთ ჩექმები AKA მუშკეტერები.

ბეწვიანი პალტო და ბეწვის ქურქი ყოველთვის განსაკუთრებით საყვარელია ზამთარში, რადგან განსაკუთრებით გვათბობს. თუმცა წელს ის ერთ ერთ ყველაზე მოდუს სამოსადაც ითვლება – განსაკუთრებით თუ ბეწვი შეღებილია რამდენიმე ფერად, ან ერთ განსხვავებულ ფერად ან არის პრინტით.

და მეორეს მხრივ ყველა მოდის მოყვარულმა, მოდის ბლოგერმა და ყველამ ვინც კითხულობს მოდის სიახლეებს იცის რომ წელს განსაკუთრებით აქტუალურია მუხლსზემოთ ჩექმები – მოტკეცილი -AKA Legging boots  ან კიდევ ჩვეულებრივი არა მოტკეცილი – AKA მუშკეტერები.

მე პირადად ამ ორიდან მუშკეტერებს უფრო ვანიჭებ უპირატესობას, არ მომწონს მუხლს ზემოთ მოტკეცილი ჩექმები – ვულგარულობისკენ მიდის.

  

 

 

 

Comments

comments

3 thoughts on “This winter essentials . . .

  1. Nutsa Gogelia says:

    ვგიჟდები . . .
    ულამაზესი და უსექსუალურესია ეს ჩექმა

    ქურქი და ბეწვი მეც შევნიშნე შეღებილი რამდენიმე თბილისში
    თუმცა უფრო სტანდარტულები ურჩევნიათ

  2. Lord Vader says:

    ოტ კუტიურს შეეშვა კაია, მარა პირველ გოგოს ჩანთა უკავია, მთელი ჩემი არაკუტიურ გარდერობის ფასი 🙂

    თუ რათქმაუდნა ლალელიში 20 ლირად არ აქვს ნაყიდი 🙂

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *