არ ვიცი რატომ, მაგრამ NY Fashion Week-ს ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ველოდები ხოლმე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც წარმოდგენილ დიზაინერებსა და კოლექციებზე არანაკლებ მაინტერესებს ხოლმე დამსწრე საზოგადოება.
ეს ხომ ზუსტად ის ღონისძიებებია სადაც ჰოლივუდის ყველაზე, ყველაზე IT PERSON -ებს ნახავ პირველ რიგებში.
აი მაგალითად 🙂
ამ თემაზე შესაძლოა ცალკე პოსტიც კი დავწერო, ვინ ესწრებოდა NY Fashion Week-ს და რა ეცვათ მათ, მაგრამ მოდით ახლა დავუბრუნდეთ სრულიად ამერიკის სიამაყეს Oscar De La Renta-ს შემოდგომა/ზამთრის კოლექციას.
დაიწყებდი იმით, რომ ყველამ წინასწარ იცის ამ კოლექციის უდიდესი ნაწილი წითელ ხალიჩებზე მოიწონებს თავს, რადგან Oscar De La Renta-ს სამოსი სამეფო ელეგანტურობასა და გასაოცარ მიმზიდველობას არასოდეს კარგავს.
თავადაც შეაფასეთ, მგონი რომ ყველას მოწონებას დაიმსახურებს ეს კოლექცია
კოლექციის დიდი ნაწილი მართლაც არაჩვეულებრივია, ქალური,ელეგანტური , მდიდრულიცა და ეფექტურიც , თანაც ისე, რომ ქალის სილამაზეს კი არ ტვირთავს, პირიქით, გამოკვეთს და ესთეტიკურს ხდის …
მეპირადად პირველ ფოტოზე ვცნობ მხოლოდ დაგლასს, თუმცა, სადაც ეს ფოტო ვნახე ადრე, იქ დაგლასი დაიგნორებული იყო ვითომც იქ არ ყოფილა და ეგ შავი გოგო მაიქლ ქორსის ჩვენებაზე გაიჩითაო ეწერა… რივერა თუ რაღაც ჯანდაბა გვარი აქვს. :/
Lord Vader
ლორდ, მარცხნიდან მარჯვნივ
Blake Lively, Freida Pinto, Rose Byrne და Michael Douglas
ჰო მაგ პინტუზე ვამბობ :))
პინტუები რომ დაჩრდილავენ დაგლასს, დამთავრებულია იქ დაგლასის საქმე. 🙂