მეორე დღე სიღნაღში იყო სრული რელაქსი , ერთი დღე რომელიც 1 თვის ენერგიას გაძლევს.
დავიწყებ საუზმით, სასტუმრო კაბადონს აქვს არაჩვეულებრივი რესტორანი ზღაპრული კერძებით და საუკეთესო მომსახურებით.
ნომრის ფასში შედის საუზმე სადაც “რა გინდა სულო გულოო” გამოთქმა გაგვახსენდა გამოფენილ საკვებს რომ გადავხედეთ.
გარდა ამისა ცალკე არსებობს ცხელი საუზმის მენიუ და იქ კიდევ დამატებით ირჩევ თუ რამე მოსამზადებელი გაგეხარდება, მაგალითად კრეპეები, ბოსტნეული გრილზე, ომლეტი სხვადასხვა გარნირით და ასე შემდეგ.
ჩემი დილა უჯანსაღესი საკვებით დაიწყო
კაბადონის რესტორანი არის ალბათ მთელს სიღნაღში ყველაზე კეთილმოწყობილი, სასიამოვნო ხედითა და საუკეთესო მომსახურებით.
სასტუმრო ამატებს კიდევ ტერასებს, სადაც უკვე თბილ პერიოდში სუფთა ჰაერზე ჯდომა და იქ კვება იქნება შესაძლებელი, ასევე კაბადონი იღებს საქორწინო შეკვეთებსაც როგორც იქ გავიგე. ვიღაც გოგონა ესაუბრებოდა მენეჯერს და გეგმავდნენ მის ქორწილს
რესტორანი
15 თებერვალს ისეთი ფანტასტიკური ამინდი იყო რომ გარეთ გაგვიწია ყველას გულმა. წავედით სიღნაღში სასეირნოდ და ახალი ადგილების დასაპყრობად
ჩვენი სასტუმროს წინ იყო ძალიან საყვარელი სკვერი სადაც სიამოვნებით ვიჯექით ალბათ 1 საათზე მეტი, ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს, ვსაუბრობდით და ვისვენებდით
სეირნობის შემდეგ სადღაც დღის 2 საათისთვის რომ შევედით სპაში საღამოს 8 საათამდე არ გამოვსულვართ. სპაშივე დაგვაღამდა, მაგრამ მაგაზე ცალკე პოსტში.
ღამე ასევე კაბადონის რესტორანში ვივახშმეთ, ამჯერად ხალხი გაცილებით ბევრი იყო რადგან შაბათი საღამო იყო. მეტი სიცოცხლე იგრძნობოდა, ჩვენც დავლიეთ ცოტა, უგემრიელესად ვივახშმეთ და კახური კურიოზის გარეშეც არ წამოვსულვარ.
მიმტან ბიჭს შევუკვეთე ბერძნული სალათი და ვთხოვე ხახვის გარეშე მოეტანათ, ტიპს უცემ მსოფლიო გაოცება გამოეხატა სახეზე და ხახვით არც მოგვაქვსო მითხრა. კარგი მეთქი გავუღიმე, ზოგიერთ კაფეში მოაქვთო ვუთხარი და დავიწყე ლოდინი.
ცოტა ხანში მოიტანეს ყველაფერი, მათ შორის რაღაც ბლანტი სითხე სატყემლე ჭურჭელში და გადის მთელი საღამო ისე რომ არსად ჩანს ჩემი სალათი.
მოვიხმე მიმტანი და ვკითხე სად იყო ჩემი შეკვეთა, ხომ მოგიტანეთო 🙂
რა მომიტანეთ მეთქი
ზეითუნის ზეთიო
რააააააააააააააააააააააააააააააააააააა, გამოვშტერდი
თურმე ბერძნული სალათის ნაცვლად ტიპს გაუგია ზეითუნის ზეთიო და გაუკვირდებოდა ხახვის გარეშე რომ ვთხოვე აბა რა იქნებოდა.
დავიხოცეთ სიცილით …
მოკლედ ეს საღამოც ძალიან სასიამოვნო გამოვიდა და სიამოვნებით დავბრუნდებოდი ხოლმე ამ სასტუმროში ხანდახან . . .
რა სუფთა ჰაერზე და ჯანსაღ საკვებზე საუბრობ, როცა არც ერთ სურათში სიგარეტი არ გაგიგდია ხელიდან 🙂 გადამრევს ეს ხალხი:-)
mako
აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იყო
მაგრამ მწეველებსაც გვჭირდება სუფთა ჰაერი და ჯანსაღი კვება :)))))))
მშვენიერი დრო გიტარებიათ, აუცილებელია ასეთი განტვირთვები შიგადაშიგ 🙂
პ.ს. სპა ზე პოსტის ლოდინმა ამომხადა სული ))