სასტუმრო კაბადონის სპა არის ზღაპრული ადგილი დასასვენებლად, ადგილი სადაც გავიწყდება ყველაფერი რაც ხდება გარეთ, სადაც 100%-ით რელაქსდები.
დასვენება, ვარჯიში, ცურვა, სხეული გაწმენდა ტოქსინებისგან, სურნელოვანი ორთქლის საუნა, მშრალი საუნა, კომფორტული შეზლონგები და საოცარი ხედი . . მეტი რა უნდა გინდოდეს დასასვენებლად ჩასულ ადამიანს?
ორთქლის საუნაში იყო საოცარი სურნელი, სურათები ჩართვისასვე გადავიღეთ, თრემ ცოტა ხანში საერთოდ ერთმანეთსაც ვეღარ ვხედავდით.
დაახლოებით 10 -15 წუთი ვჩერდებოდით, მერე მაშინვე ცივ შხაპს მივიღებდით ხოლმე იქვე “კაბინკაში” და ჟივილ-ხივილით ვცვიოდით აუზში.
საუნის შემდეგ ცოტა ხანი ვიწექით ხოლმე პირსახოცებში შეხვეულები და წაღებულ წიგნებს ვკითხულობდით.
პერიოდულად იოგას ვარჯიშებითაც ვერთობოდით.
აუზი არის საუკეთესო ადგილას აშენებული, ერთი სიამოვნებაა ფანჯარასთან ჯდომა, ფეხები რომ წყალში გაქვს და გარეთ საოცარ ხედს რომ უყურებ
არც მშრალი საუნა დავტოვეთ უყურადღებოდ და 10–15 წუთი იქაც ვცდილობდით გაძლებას, თუმცა მშრალიდან უფრო მალე გამოვრბოდით.
სასადილოდ იქვე ღვინის ბარში გავედით, რომელიც სპასთან საკმაოდ ახლოსაა განლაგებული და ძალიან მსუბუქად განტვირთვის დღე რომ არ დაგვერღვია სუფებით ვისადილეთ.
კიდევ ერთხელ უნდა ავღნიშნო – ყველანაირი საჭმელი აქვთ უგემრიელესი !!!
მართლაც განსაკუთრებული დღე იყო, ყველაფერს განსაკუთრებული ელფერი და სიამოვნება მოჰქონდა, თითოეულ წუთს, წიგნში წაკითხულ თითოეულ გვერდს, თითოეულ გაცინებას.
არაჩვეულებრივი დღე ^_^ <3 როდის გავიმეოროთ? :დ :დ :დ
ამას ქვია "გიგულავნიათ
", აი მალადეც, დიდი სიამოვნება მივიღე სურათების დათვალიერებით და წარმომიდგენია რა იყო:))))
ამ პოსტის შემდეგ აუცილებლად ვესტუმრები კაბადონს 🙂
მართლა ძალიან კარგი დრო გავატარეთ ^_^ <3 <3 <3 <3
წყალზე სიარულმა მომკლა 🙂
იდეალური სასტუმრო ყოფილა. თან ისვენებ, თან მყუდროება არ გერღვევა ^_^
თა მასაჟი იყო მანდ ჩემთვის ყველაზე საოცარიი, აურაც და სპაკაბინაც. იმიტო რო ყვარელში ყოფნისას სპაში დამანგრიეს :)))))) კაბადონში კიდე სრრული რელაქსაცია მივიღე;)
შხაპის გელმა დამაინტრიგა.
ნინა, საოცარი სურნელი აქვს
კედრის ხის, წიწვოვანი, ფანტასტკური სურნელი <3
ოჰ, რამდენი შორიანი ჰეითერი შეგემატება ახლა შენ ამ ფოტოების მერე 🙂
განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც შევარდება ახლა იოგაზე და შედეგი კი არ ექნებათ :))