ეს ის პოსტია წინასწარ რომ ვიცი ხოლმე, რომ უამრავი ნახვა ექნება, რადგან არ მეგულება ჩემს ნაცნობებში ადამიანი (ქალი), რომელსაც Dolce & Gabbana-ს მომდევნო კოლექცია არ აინტერესებდეს.
წინა კოლექციების მაგვარი რომანტიული კოლექციაა ესეც, აი სიამოვებით რომ სქროლავ და ათვალიერებ, ყავასაც რომ მოიდგამ გვერდით და სასიამოვნო მუსიკასაც რომ ჩართავ, მერე წარმოიდგენ:
Once upon a time in Sicily და შენს თვალწინ იშლება ორი გენიოსის მიერ შექმნილი ზღაპრული სამყარო!!!
ნამდვილად, ეს კოლექცია ზღაპრის სამყაროს შესახევბ მოგვითხრობს, უღრან ტყეებზე, ტყეში ჩასაფრებულ ყაჩაღებზე და მათი მეთაურის ქალიშვილზე, ელფებზე და ზღაპრულ ცხოველებზე, გერდას მოგზაურობაზე კაის მოსაძებნად, ალისაზე საოცრებათა ქვეყანაში, ზღაპრული ტყეების უდუმალებასა და მათ საოცრებაზე – არ შეიძლება ერთი შეხედვით არ შეგიყვარდეს ეს კოლექცია.
წინა ორი გაცილებით გრანდიოზული იყო
მაგრამ ესეც ულამაზესია 🙂
წელს მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელზე უარი თქვეს დომენიკომ და სტეფანომ? პრინციპში მართალიცაა, გაუჭირდებოდა ალისას ტყეში ქუსლიანებით სირბილი. 🙂 მე მომწონს, მშვენიერი კოლექციაა.
mako
ხო, თუმცა 2–3 ფეხსაცმელი მაინც შევნიშნე პატარა ქუსლით 🙂
ვაიმე გამაგიჟებენ ესენი მე …
უდიდესი ხელოვანები არიან.
არ ვიცი რა ვთქვა, ან რა არის სათქმელი აქ. ზღაპრის თემასაც რომ ასეთ დონეზე გაშლი და ასე მდიდრულს და მრავალფეროვანს გააკეთებ, აბა რა საჭიროა აქ კომენტარი.
არადა, ხომ სულ ვამტკიცებ, რომ ბევრ ფულს არასდროს გადავიხდი ტანსაცმელში, რამდენიც არ უნდა მქონდეს მეთქი, მაგრამ ეს ის თემაა, რომელიც უკიდურეს გამონაკლისს წარმოადგენს. თუმცა არა, ეს მხოლოდ ტანსაცმელი არაა, დოლჩეს და გაბანას პროდუქტი არის ხელოვნების ისეთივე ნიმუში, როგორც კლიმტის “კოცნა” და “ოჯახი”, ანდა კოკოშკას “ბერლინი”… ჰოდა როგორც იმათში გადავიხდიდი უდიდესი სიამოვნებით მილიონებს, ზუსტად ისეთი სიამოვნებით ვიყიდიდი დღესვე ამ კოლექციას.
ტანსაცმელი მოიკითხონ ზარამ, მანგომ და ეიჩენდემმა თავისკენ. აი ასე.
აი, ეს არის საოცრება…