წლებია უკვე მოდის ბლოგერების უმეტესობამ ბლოგერობის გარდა ბევრად დიდი მისია შეითავსა.
ბლოგერები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან, რადგან ხშირად სწორედ ისინი ქმნიან გარკვეულ წარმოდგენას ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე და ავრცელებენ ხალხში პირველი პირიდან. რაც უფრო მისაღებია, საინტერესო და სანდო მკითხველისათვის. სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით ბლოგერების პოპულარობა და წარმოშვა სელებრითი ბლოგერები.
დღესდღეისობით ხდება ისე, რომ ბლოგერებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ თუ რა სურთ მათ მკითხველებს და ზოგადად საზოგადოებას, ამიტომ მოხდა რომ დიდმა ბრენდებმა დაიწყეს ბლოგერების გამოყენება თავიანთ საქმიანობაში.
მოდის ბლოგერების უშუალო მონაწილეობითა და ჩართულობით იქმნება დღეს საინტერესო სამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ხდებიან ბრენდების სახეები და ელჩები.
დღეს მინდა რამდენიმე ასეთი საინტერესო კოლაბორაციის შესახებ მოგითხროთ.
1. Elin Kling For H&M
ელინ კლინგი საკმაოდ ცნობილი შვედი ბლოგერია, რომელმაც მიიპყრო H&M-ის ყურადღება ჯერ კიდევ 2011 წელს და მათ შექმნეს ერთად კოლექცია, რომელიც ძალიან პოპულარული აღმოჩნდა, ხოლო პროექტი ძალიან წარმატებული.
2. Garance Doré & Kate Spade New York
Garance Doré თითქმის დარწმუნებული ვარ ყველამ იცით და გსმენიათ მის არაჩვეულებრივ ილუსტრაციებზე, რომელმაც მიიპყრო ქეით სპეიდის ყურადღება და ეს კოლაბორაციაც შედგა. კოლექცია მოიცავდა ბლუზონებს, ჩანთებს, კაბებს, და აიფონის ჩასადებებსაც.
3. Leandra Medine And Dannijo
Dannijo-ს შარშანდელი კოლექციის შესახებ მე გიყვებოდით ჩემს ბლოგზე, ეს არის აქსესუარების მწარმოებელი ძალიან პოპულარული და საინტერესო ბრენდი, რომელსაც ჰყავს უამრავი მომხმარებელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის უამრავი ცნობილი ადამიანი.
ლეანდრამ თავისი საინტერესო ბლოგით როგორც ჩანს მოიპოვა Dannijo-ს პატივისცემა და ის მიწვეული იყო სამკაულების ერთ ერთი კოლექციის შექმნაზე და შედეგიც საკმაოდ საინტერესო და რაც მთავარია წარმატებული აღმოჩნდა.
4. Natalie Suarez & Volcom.
Volcom ახალგაზრდა სეგმენტზე გათვლილი, თავისუფალი სტილის სამოსის ბრენდია, რომელსაც საკმაოდ ბევრი მაღაზია აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
ნატალიმ არა მხოლოდ კოლექციის შექმნაში მიიღო მონაწილეობა, არამედ თავადაც იყო მოდელი.
5. Chiara Ferragni & Steve Madden
კიარასთვის ეს არის მესამე კოლაბორაცია ფეხსაცმლის ბრენდისათვის და მე პირადად ყველა ფეხსაცმელი მომწონს ამ გოგოს შექმნილი.
6. Aimee Song And ELUXE
ეიმის ჩემი ბლოგის ფეისბუქის გვერდიდან გაიცნობდით, თუ მანამდე არ იცნობდით. მე პირადად საოცრად მომწონს ამ გოგონას სტილი და ხშირად ვაშეარებ მის სხვადასხვა ლუქებს.
კანადური ბრენ ELUXE–ისთვის ეიმიმ შექმნა სვიტერესბისა და მაისურების კოლექცია საინტერესო წარწერებითა და სლოგანებით.
თათ, შენც ხომ გაქვს კოლაბორაცია mymaika.ge –სთან 🙂
მე პირადად ძალიან მომეწონა 2 მაიკა იმ პრინტებიდან და სიამოვნებით ჩავიცმევდი და შევიძენდი.