თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.

ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.

10432987_10152296800347599_1005530367306452117_n ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.

ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან.

პირველივე შეხვედრა რაღაცნაირად მაგიური იყო, ილიას უნივერსიტეტში მისულებს, უზარმაზარ მაგიდასთან ახალი ადამიანებთან მათ შორის  ჩვენი სპექტაკლის უნიჭიერეს სცენარისტთან და რეჟისორთან გველოდა შეხვედრა და გასაუბრება.

74051_1656931259135_7035922_n

ალექსანდრე ლორთქიფანიძე,

ადამიანი რომელმაც შექმნა პიესა “PRოცესი”. გვესაუბრა სათითაოდ ყველა 14 “მსახიობს” და შემდეგ შეეცადა მაქსიმალურად საინტერესო როლები მოერგო ჩვენთვის.

 

10427218_10152296802302599_7903738758240434142_nგოგა მაისურაძე,

სპექტაკლის რეჟისორი, ასევე გმირობის ტოლფასი გამძლეობისა და ნერვების პატრონი.

ადამიანი, რომლისგანაც ვისწავლეთ ისეთი სიტყვები როგორებიცაა: სარჩული და “ნაიგრიში” 😀 😀 😀

ადამიანი რომელიც საოცარი მოთმინებითა და ნებისყოფით უყურებს თითოეული ჩვენთაგანის “ტანჯვა-წამებას” და რა თქმა უნდა სვლას ვარსკვლავური სცენისკენ 🙂

***********

პიესის შინაარსი დაახლოებით ასე გამოიყურება: ერთ ერთი უდიდესი და საყოველთაოდ ცნობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას და მსურველები იბრძვიან გამარჯვებისთვის. გასაუბრება არის არასტანდარტული და სწორედ აქ ვითარდება მთავარი მოვლენები. გარდა ამისა, თითოეულ მონაწილეს აქვს სიურპრიზი მაყურებლისთვის, რომელსაც პრემიერამდე არ გავამხელთ. თუმცა, დამერწმუნეთ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა ამ პიესაში.

რეპეტიციები მიმდინარეობს კვირაში სამჯერ, ილიას უნივერსიტეტში, საღამოს 19:30-დან 22:00 საათამდე.

პიესა დაყოფილია 3 სცენად და სამივე სცენაში არის 5-5 ადამიანი და ჯერჯერობით ვრეპეტიციობთ ცალცალკე.

10430842_501710309928794_8487557332202755969_n

10363362_10203765850244620_3719733802232718351_n 10423975_10204073223578689_8399043635629190658_n 10394832_10204064678645071_2734452572623046624_n

10408908_10203050056551322_125957768444267871_n 10409330_10203005695242317_8659237743252336682_n 10382872_10203050079351892_1193434834505960440_n 10464125_10203965205438303_4035283917636934510_n 10462729_909273379099148_5622041839456086145_n

მინდა გაგაცნოთ ის არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლითაც არის დაკომპლექტებული მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული დასი 🙂

სცენა პირველი: მაკუნა გამცემლიძე, ბახვა ბრეგვაძე, სოფო ხაჭაპურიძე, ნიკა წულუკიძე, თიკო კეკუა

10430463_815106875166675_6115456978484145668_n 10389227_10152296802172599_7593860933502368876_n

10431481_10203046851950653_8310833962439169533_n 10455189_10203046850550618_3125776911119779582_n

სცენა მეორე: ზურა ბალანჩივაძე, ჯაბა სიხარულიძე, ვიკა ბუკია, ნოკა ბაინდურაშვილი და ნუკა ლეჟავა

10478139_10152296801312599_7997687937312476755_n 10411383_10152296801482599_4251000814473526266_n 10414403_10152296801712599_4713013550092671548_n 10418977_10152296800937599_4401210174663269020_n

სცენა მესამე: თათა მორჩილაძე, ლევან გიორგაძე, ლალი გალუმაშვილი, ლევან როსტოშვილი

1512522_909273215765831_7788555180039811391_n 10382463_10204079697340529_2391697326279148996_n

Photo: giyurebt mteli ojaxi)))

10484202_909273435765809_474378999441901113_n

  ალბათ პოსტის ბოლოსკენ დარწმუნდით როგორ საოცარ ხალხთან მაქვს ურთიერთობა ყოველკვირეულად.

  14 ყველაზე დაკავებული ადამიანი, რომლების სამუშაომ არ იცის სეზონი და არასეზონი, ჩვენთვის სულ “საგიჟეთია” და მიუხედევად ამისა მაინც ყველანი ყოველთვის ვესწრებით რეპეტიციებს და ვისმენთ შენიშვნებს თუ კომპლიმენტებს.

  პირველი დახურული ჩვენება სპექტაკლისა 10 ივლისს გაიმართება ილიაუნის თეატრში და დასწრება მხოლოდ მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

 აი შემდეგ კი უკვე სექტემბერი ოქტომბრიდან ვაპირებთ სპექტაკლის უფრო დიდ სცენაზე დადგმას, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება მოსვლა და ბილეთის შეძენა და რაც მთავარია ეს სპექტაკლები იქნება საქველმოქმედო ხასიათის . . .

და ბოლოს

10457894_761431050570098_1159624896260816603_n

რა შუაშია თორნიკე გურული?

ამას მხოლოდ სპექტაკლზე შეიტყობთ :)))))))

 

Comments

comments

6 thoughts on “თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

  1. Taa Morchiladze says:

    მაკო, აუცილებლად
    როგორც კი სპექტაკლი დიდ სცენაზე გავა დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ ყველას 🙂

  2. Kate says:

    მაგ დროს პარიზში ვიყავი და ვერ მოვიდოდი.
    მაგრამ თეატრში მოვალ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *